პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე
"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე

აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­ზე წერს, სა­დაც კო­მენ­დან­ტის სა­ათს სუ­ლე­ლურ შე­ზღუდ­ვად მო­იხ­სე­ნი­ებს და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ზა­ფხულ­ში ღია სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მოხ­სნის:

"როცა შე­ზღუდ­ვე­ბი ინ­ტე­ლექტს დას­ცი­ნის... გო­ნი­ერ ადა­მი­ა­ნებ­ში ამ­ბო­ხის და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ იღ­ვი­ძებს" რო­დე­საც ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­უ­რა­ცხყო­ფას იწ­ვევს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი ყო­ფი­ლა. მსოფ­ლი­ოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კას­ტის მიერ შე­მო­ღე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ­მა, ხში­რად სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბელ­მა და სუ­ლე­ლურ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა არა­ერ­თი პა­სი­უ­რი თუ აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. ეს შე­ზღუდ­ვე­ბი მრა­ვა­ლი მი­ზე­ზით იყო გა­პი­რო­ბე­ბუ­ლი; ძი­რი­თა­დათ გა­ურ­კვევ­ლო­ბი­თა და ვირუ­სის ბუ­ნე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი ცოდ­ნით; საკ­მა­ოდ ხში­რად უბ­რა­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რით. ამ პრო­ტეს­ტე­ბის და ინ­სტიქ­ტუ­რი ამ­ბო­ხის გამო, გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად უაზ­როდ იქ­ცე­ოდ­ნენ და იქ­ცე­ვი­ან, რაც სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლი­ან კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი და უბ­რა­ლოდ სა­ში­შია. ბოლო დრო­ინ­დე­ლი კო­მი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამე­რი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ან­გა­რიშ­ზეა, რო­მელ­მაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ნი­ღა­ბის ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­ა­უქ­მა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ­დე­ნად სუ­ლე­ლუ­რი იყო, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ უკი­დე­გა­ნოდ ლო­ი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი აღაშ­ფო­თა.

აბ­სო­ლუ­ტუ­რი უაზ­რო­ბაა, მა­გა­ლი­თად, ღია სივ­რცე­ში ნი­ღა­ბის ტა­რე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი მარ­ტოა, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თა­დაა, ან მი­ნი­მუმ ორი მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან. ეს უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია რო­გორც ემ­პი­რი­უ­ლად, ასე­ვე მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაც. მსგავ­სი სუ­ლე­ლუ­რი შე­ზღუდ­ვა მარ­თე­ბულ პრო­ტესტს იწ­ვევს და შემ­დეგ ეს პრო­ტეს­ტი და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ზეც ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ნი­ღა­ბის ტა­რე­ბა გო­ნივ­რუ­ლი და სა­სურ­ვე­ლია. ანა­ლო­გი­უ­რი სუ­ლე­ლუ­რი შე­ზღუდ­ვაა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც, რომ­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ გა­მო­ყე­ნე­ბას სა­სო­წარ­კვე­თილ სიბ­რა­ზემ­დე და დეპ­რე­სი­ამ­დე მიჰ­ყავს ადა­მი­ა­ნი. თუ ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დი­სათ­ვის კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი ეფექ­ტუ­რია, უაზ­როდ გაგ­რძე­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი ხდე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად ფიქ­რო­ბენ გა­მო­სა­ვალ­ზე და მო­ნატ­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს კონ­სპი­რა­ცი­ულ პი­რო­ბებ­ში, ბევ­რად უფრო სა­შიშ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. შე­ზღუდ­ვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ატა­რებ­დეს დი­ნა­მი­ურ ხა­სი­ათს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ლო­გი­კუ­რი უნდა იყოს, რათა სა­ბო­ლო­ოდ უფრო მეტი ვნე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს, ვიდ­რე სარ­გე­ბე­ლი. თუ შე­ზღუდ­ვე­ბი გა­ხან­გრძლივ­და, ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად იწყებს გა­მო­სა­ვა­ლის მო­ძებ­ნას და პო­უ­ლობს კი­დეც.

2020 წლის 12 დე­კემ­ბერს, ეს­პა­ნეთ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც 18-დან 59 წლის ასა­კის 960 ჯან­მრთე­ლი მო­ხა­ლი­სე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ­გვა­რი სის­ტე­მის გა­რე­შე გაჰ­ყვეს ორ ჯგუ­ფად. ერთი ჯგუ­ფი, 465 ადა­მი­ა­ნი, და­ეს­წრო 5-სა­ა­თი­ან კონ­ცერტს, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და; მე­ო­რე ჯგუ­ფი კი, 495 ადა­მი­ა­ნი, სა­კონ­ტრო­ლო ჯგუფს წარ­მო­ად­გენ­და და ისი­ნი სახ­ლში გა­უშ­ვეს. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ექ­სპე­რი­მენ­ტამ­დე 12 სა­ა­თით ადრე შე­მოწ­მე­ბუ­ლი იქნა კო­ვიდ­ზე რო­გორც სწრა­ფი ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით, ასე­ვე PCR ტეს­ტი­თაც, რათა ყალ­ბი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გი გა­მო­რი­ცხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. კონ­ცერ­ტზე ჩა­ტარ­და ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი სკრი­ნინ­გი და ყვე­ლა დამ­სწრე ატა­რებ­და N95 ნი­ღაბს. დარ­ბაზ­ში არ იყო და­ცუ­ლი არა­ვი­თა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და მო­ნა­წი­ლე­ებს უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ ეცეკ­ვათ და ემ­ღე­რათ. დარ­ბაზ­ში 20 გრა­დუ­სი მუდ­მი­ვი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყო და ყვე­ლა კარი ღია, ვენ­ტი­ლა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კონ­ცერ­ტი­დან 8 დღის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­კონ­ტრო­ლო ჯგუფ­საც, ისევ ჩა­უ­ტარ­დათ ტეს­ტი­რე­ბა. სა­კონ­ტრო­ლო ჯგუ­ფის 2 მო­ნა­წი­ლეს აღ­მო­აჩ­ნდა კო­ვი­დი; ორი­ვეს მსუ­ბუ­ქი ფორ­მით. კონ­ცერ­ტზე დამ­სწრე­თა ექ­სპე­რი­მენ­ტულ ჯგუფ­ში კი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვის. ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი მშვე­ნი­ე­რი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში მა­სი­უ­რი თავ­შეყ­რე­ბიც შე­იძ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხო იყოს.

მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა, რომ ოლიმ­პი­ა­და წელს ია­პო­ნი­ა­ში იმარ­თე­ბა და არა, რო­მე­ლი­მე უდის­ციპ­ლი­ნო ქვე­ყა­ნა­ში. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არა­ნა­ირ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ აფეთ­ქე­ბას არ ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. შე­სა­ბა­მი­სი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ ორი სა­ხით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხის­ტი ძა­ლით, ან მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბით. ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბი გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია, ცხა­დია თუ სას­ტიკ ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟიმ­თან არ გვაქვს საქ­მე; მა­შინ, რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა პი­რი­ქით, სულ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ დის­ციპ­ლი­ნას გა­ნა­პი­რო­ბებს, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, შეგ­ნე­ბუ­ლად იცა­ვენ წეს­რიგს. იმედა, ქარ­თუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ მარ­ტივ აქ­სი­ო­მას და არ მოს­თხოვს ადა­მი­ა­ნებს ღია სივ­რცე­ში, ზა­ფხუ­ლის პა­პა­ნა­ქე­ბა­ში ნი­ღა­ბის ტა­რე­ბას, ან და­უს­რუ­ლებ­ლად არ გა­აგ­რძე­ლებს უკვე ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­სულ კო­მენ­დან­ტის სა­ათს. სა­მა­გი­ე­როდ, სრუ­ლი უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მთე­ლი სიმ­კაც­რით მო­ი­თხო­ვოს გო­ნივ­რუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში.

გახ­სოვ­დეთ, ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­თვის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე. ნუ შე­უ­რა­ცხყოფთ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­ლექტს, ისი­ნი ყო­ველ­თვის იპო­ვი­ან გა­მო­სა­ვალს და ეს გა­მო­სა­ვა­ლი სა­ბო­ლო­ოდ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გ.თ
26

ჩვენს ტროიკას ძალიან მოსწონს კომენდატის საათი და მოტომ არ აუქმებენ 

ვაკო
13

არასდროს არ მომწონდა ეს კაცი მაგრამ ახლა რაც დაწერა მგონი ყველაზე ნორმალური და დაბალანსებულია არსებული ვითარებიდან.. ამ სიცხეში გარეთ ნიღბებით რო დადის ხალხი და არ გეცოდებათ ? მოხსენით ეგ შეზღუდვა სასწრაფოდ და კომენნდანტიც!!! მე ისედაც არ ვატარებ გარეთ არანაირი ინტერესი არ აქ ხალხი მეცოდება .

ავტორი:

"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე

"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ გურული "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე წერს, სადაც კომენდანტის საათს სულელურ შეზღუდვად მოიხსენიებს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა ზაფხულში ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულებას მოხსნის:

"როცა შეზღუდვები ინტელექტს დასცინის... გონიერ ადამიანებში ამბოხის დაუძლეველი სურვილი განსაკუთრებით მაშინ იღვიძებს,, როდესაც ბრძანების შესრულება მის ინტელექტუალურ შეურაცხყოფას იწვევს. გამონაკლისი არც კოვიდ-პანდემიის პერიოდი ყოფილა. მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური კასტის მიერ შემოღებულმა ურთიერთგამომრიცხავმა, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელმა და სულელურმა შეზღუდვებმა არაერთი პასიური თუ აქტიური პროტესტი გამოიწვია. ეს შეზღუდვები მრავალი მიზეზით იყო გაპირობებული; ძირითადათ გაურკვევლობითა და ვირუსის ბუნების არასრულყოფილი ცოდნით; საკმაოდ ხშირად უბრალოდ პოლიტიკური კონიუნქტურით. ამ პროტესტების და ინსტიქტური ამბოხის გამო, გონიერი ადამიანები ხშირად აბსოლუტურად უაზროდ იქცეოდნენ და იქცევიან, რაც საბოლოოდ ძალიან კონტრპროდუქტიული და უბრალოდ საშიშია. ბოლო დროინდელი კომიკური გადაწყვეტილება, ამერიკული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშზეა, რომელმაც დახურულ სივრცეებში აცრილი ადამიანებისათვის ნიღაბის ტარების აუცილებლობა გააუქმა. გადაწყვეტილება იმდენად სულელური იყო, ახალი ადმინისტრაციის და სამედიცინო ხელმძღვანელობის მიმართ უკიდეგანოდ ლოიალური ადამიანებიც კი აღაშფოთა.

აბსოლუტური უაზრობაა, მაგალითად, ღია სივრცეში ნიღაბის ტარება, თუ ადამიანი მარტოა, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთადაა, ან მინიმუმ ორი მეტრითაა დაშორებული სხვა ადამიანებისაგან. ეს უკვე დამტკიცებულია როგორც ემპირიულად, ასევე მეცნიერულადაც. მსგავსი სულელური შეზღუდვა მართებულ პროტესტს იწვევს და შემდეგ ეს პროტესტი დახურულ სივრცეებზეც ვრცელდება, სადაც ნიღაბის ტარება გონივრული და სასურველია. ანალოგიური სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათიც, რომლის გახანგრძლივებულ გამოყენებას სასოწარკვეთილ სიბრაზემდე და დეპრესიამდე მიჰყავს ადამიანი. თუ ხანმოკლე პერიოდისათვის კომენდანტის საათი ეფექტურია, უაზროდ გაგრძელებისას ძალიან კონტრპროდუქტიული ხდება, რადგან ადამიანები დაუღალავად ფიქრობენ გამოსავალზე და მონატრებულ ურთიერთობებს კონსპირაციულ პირობებში, ბევრად უფრო საშიშ გარემოებებში ახორციელებენ. შეზღუდვები აუცილებლად უნდა ატარებდეს დინამიურ ხასიათს და მაქსიმალურად ლოგიკური უნდა იყოს, რათა საბოლოოდ უფრო მეტი ვნება არ გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი. თუ შეზღუდვები გახანგრძლივდა, ადამიანის გონება ავტომატურად იწყებს გამოსავალის მოძებნას და პოულობს კიდეც.

2020 წლის 12 დეკემბერს, ესპანეთში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც 18-დან 59 წლის ასაკის 960 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა. მონაწილეები ყოველგვარი სისტემის გარეშე გაჰყვეს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი, 465 ადამიანი, დაესწრო 5-საათიან კონცერტს, რომელიც დახურულ სივრცეში მიმდინარეობდა; მეორე ჯგუფი კი, 495 ადამიანი, საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა და ისინი სახლში გაუშვეს. ყველა მონაწილე ექსპერიმენტამდე 12 საათით ადრე შემოწმებული იქნა კოვიდზე როგორც სწრაფი ანტიგენის ტესტით, ასევე PCR ტესტითაც, რათა ყალბი ნეგატიური შედეგი გამორიცხული ყოფილიყო. კონცერტზე ჩატარდა ტემპერატურული სკრინინგი და ყველა დამსწრე ატარებდა N95 ნიღაბს. დარბაზში არ იყო დაცული არავითარი სოციალური დისტანცია და მონაწილეებს უფლება ჰქონდათ ეცეკვათ და ემღერათ. დარბაზში 20 გრადუსი მუდმივი ტემპერატურა იყო და ყველა კარი ღია, ვენტილაციის გასაუმჯობესებლად. კონცერტიდან 8 დღის შემდეგ, მონაწილეებსა და საკონტროლო ჯგუფსაც, ისევ ჩაუტარდათ ტესტირება. საკონტროლო ჯგუფის 2 მონაწილეს აღმოაჩნდა კოვიდი; ორივეს მსუბუქი ფორმით. კონცერტზე დამსწრეთა ექსპერიმენტულ ჯგუფში კი, აბსოლუტურად არავის. ეს ექსპერიმენტი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ დახურულ სივრცეებში მასიური თავშეყრებიც შეიძლება აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს.

მსოფლიოს ძალიან გაუმართლა, რომ ოლიმპიადა წელს იაპონიაში იმართება და არა, რომელიმე უდისციპლინო ქვეყანაში. დიდი ალბათობით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ არანაირ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას არ ექნება ადგილი. შესაბამისი ეპიდემიოლოგიური დისციპლინის მიღწევა მხოლოდ ორი სახით არის შესაძლებელი, ხისტი ძალით, ან მაღალი სამოქალაქო შეგნებით. ძალისმიერი მეთოდები გარკვეული ხნის შემდეგ კონტრპროდუქტიულია, ცხადია თუ სასტიკ ავტორიტარულ რეჟიმთან არ გვაქვს საქმე; მაშინ, როდესაც სამოქალაქო შეგნების ამაღლება პირიქით, სულ უფრო გაუმჯობესებულ დისციპლინას განაპირობებს, რადგან ადამიანები ნებაყოფლობით, შეგნებულად იცავენ წესრიგს. იმედა, ქართული ეპიდემიოლოგიური სამსახურიც გაითვალისწინებს ამ მარტივ აქსიომას და არ მოსთხოვს ადამიანებს ღია სივრცეში, ზაფხულის პაპანაქებაში ნიღაბის ტარებას, ან დაუსრულებლად არ გააგრძელებს უკვე ძალადობაში გადასულ კომენდანტის საათს. სამაგიეროდ, სრული უფლება ექნება, მთელი სიმკაცრით მოითხოვოს გონივრული შეზღუდვები დახურულ სივრცეებში.

გახსოვდეთ, ძალადობა ყოველთვის კონტრპროდუქტიულია, გამონაკლისის გარეშე. ნუ შეურაცხყოფთ ადამიანების ინტელექტს, ისინი ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს გამოსავალი საბოლოოდ ეპიდემიოლოგიური კატასტროფის მიზეზი შეიძლება გახდეს".