საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ექნება" - "ნაცმოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
"შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ექნება" - "ნაცმოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ პრაგ­მა­ტუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ახლა ამ ახალ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცია იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი უფრო ძლი­ე­რად, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის მხარს და­უ­ჭერს, რომ პარ­ტი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძოს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ვან­დელ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

„ჩვენ კენ­ჭისყრა­ზე გა­მო­ვი­ტანთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კითხს. გუ­შინ და­ვას­რუ­ლეთ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ტური, სა­დაც ნი­კას და პარ­ტი­ის ლი­დე­რებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ეს­მი­ნათ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის, აქ­ტი­ვის, ამომ­რჩევ­ლის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­გუ­მენ­ტა­ცია ამ სა­კი­თხზე და მინ­და გი­თხრათ, ნამ­დვი­ლად, კა­მა­თი იყო ძა­ლი­ან ცხა­რე ბევრ რე­გი­ონ­ში. სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დაგ­ვრჩა იმ წერ­ტი­ლამ­დე, როცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მი­ი­ღებს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა მხო­ლოდ ჩვე­ნი პარ­ტი­ის­თვის, არა­მედ ქვეყ­ნის­თვის, რად­გან ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ პრაგ­მა­ტუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ახლა ამ ახალ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცია იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი უფრო ძლი­ე­რად და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამ ისე­დაც მი­ტა­ცე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში არ ჰქონ­დეს კომ­ფორ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხმა მათ ვერ გა­ი­გონ. ამი­ტომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცნო­ბი­ლია, მე მხარს და­ვუ­ჭერ დღეს სხდო­მა­ზე პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­გარ­ძე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის კვლე­ვა, რო­მე­ლიც ჩა­ვა­ტა­რეთ, რათა გაგ­ვე­გო ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აზრი და იცით, რომ ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­საზ­რე­ბა ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამი­ტომ ყვე­ლა ერ­თად, ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე რაც არ უნდა ცხა­რე არ­გუ­მენ­ტა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს ამ სა­კი­თხმა, შევ­ჯერ­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მე­ო­რე ლი­დე­რის გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის სა­კი­თხზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის, ამომ­რჩევ­ლის აზრს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც მან პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია.

"ეს პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი იყო 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც და დღე­საც არა­ლე­გი­ტი­მუ­რია. ჩემი აზ­რით, ამ არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნის და სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­კე­თე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ჩვე­ნი ხალ­ხის, ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლის ჩვენ­და­მი ნდო­ბა და ის, რომ იცო­დეს ჩვენ­მა ხალ­ხმა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რა­საც ამ­ბობს, იმას აკე­თებს და იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს, რა დას­კვნებ­საც აკე­თებს და რა­საც ხალ­ხს ესა­უბ­რე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეს­ვლა პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხალ­ხი მი­ი­ღებს, ის ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­მაც ჩვენ მოგ­ვცა ის მან­და­ტე­ბი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აქვს, მა­შინ, ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეს­ვლა იქ­ნე­ბა თუ არ­შეს­ვლა, ექ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მას მარ­თავს, რო­მელ­ზეც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბენ. სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პარ­ტია სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჯა­რო­ვებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mama
0

თქვენი არაფერი არ დაიჯერება ხან ერთს ამბობთ ხან მეორეს სულ გინდოდათ პარლამენტის თბილი სავარძლები მაგრამ თქვენი ბატონი არ განებებდათ ეხლა ადექით და ბოდიში მოუხადეთ თქვენს ამომრჩეველს და ის სიტყვები უკან წაიღეთ

გიორგი
0

ჰო აბა სულ ხალხის ჭკუაზე დადიხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ექნება" - "ნაცმოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

"შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია ექნება" - "ნაცმოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

ჩვენ უნდა მივიღოთ პრაგმატული, რაციონალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ახლა ამ ახალ მოცემულობაში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მხარს დაუჭერს, რომ პარტიამ საპარლამენტო საქმიანობა განაგრძოს.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ კენჭისყრაზე გამოვიტანთ საქართველოს საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკითხს. გუშინ დავასრულეთ რეგიონალური ტური, სადაც ნიკას და პარტიის ლიდერებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეების, აქტივის, ამომრჩევლის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტაცია ამ საკითხზე და მინდა გითხრათ, ნამდვილად, კამათი იყო ძალიან ცხარე ბევრ რეგიონში. სულ რამდენიმე საათი დაგვრჩა იმ წერტილამდე, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ პრაგმატული, რაციონალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ახლა ამ ახალ მოცემულობაში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად და მათ შორის, საქართველოში "ქართულ ოცნებას" ამ ისედაც მიტაცებულ ქვეყანაში არ ჰქონდეს კომფორტი, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა მათ ვერ გაიგონ. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ცნობილია, მე მხარს დავუჭერ დღეს სხდომაზე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობის გაგარძელებას.

რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, დღეს წარმოდგენილი იქნება ჩვენთვის კვლევა, რომელიც ჩავატარეთ, რათა გაგვეგო ჩვენი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი აზრი და იცით, რომ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველა ერთად, ნებისმიერ საკითხზე რაც არ უნდა ცხარე არგუმენტაცია გამოიწვიოს ამ საკითხმა, შევჯერდებით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" მეორე ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით კი, პარტია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი მხარდამჭერების, ამომრჩევლის აზრს გაითვალისწინებს.

როგორც მან პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია.

"ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, არალეგიტიმური იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგაც და დღესაც არალეგიტიმურია. ჩემი აზრით, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში "ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი ესაქმება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმის საპარლამენტო ტრიბუნის და სხვა საპარლამენტო სიკეთეების მნიშვნელობა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის ჩვენდამი ნდობა და ის, რომ იცოდეს ჩვენმა ხალხმა, "ნაციონალური მოძრაობა" რასაც ამბობს, იმას აკეთებს და იქედან გამომდინარე მოქმედებს, რა დასკვნებსაც აკეთებს და რასაც ხალხს ესაუბრება.

აქედან გამომდინარე, შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოება და ხალხი მიიღებს, ის ამომრჩეველი, რომელმაც ჩვენ მოგვცა ის მანდატები, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მაშინ, ბუნებრივია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შესვლა იქნება თუ არშესვლა, ექნება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია", - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რომელზეც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე მსჯელობენ. სხდომის დასრულების შემდეგ, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს.

"ჩვენი მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება" - რითი ემუქრება ირაკლი კობახიძე "ნაცმოძრაობას", თუ ისინი მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ

გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?

"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები აღარ დადასტურებულა" - ამირან გამყრელიძე