კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე
"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე

"კო­ვი­დის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტი გრძელ­დე­ბა მი­ნი­მუმ 1 წელი", - აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს გვი­ზი­ა­რებს:

ხში­რად სვა­მენ კი­თხვას, რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი COVID-19 წი­ნა­აღ­მდეგ. პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ვვა­რა­უ­დობ­დით, რომ სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის მსგავ­სად, ეს იქ­ნე­ბო­და 2-3 წელი, თუმ­ცა ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას მხო­ლოდ დრო მო­ი­ტან­და. შემ­დგომ­ში, სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით მო­წო­დე­ბუ­ლი იყო 6 თვე, შემ­დეგ 8 თვე.

ახ­ლა­ხანს ჟურ­ნალ JAMA-ში და­ი­ბეჭ­და სტა­ტია, რო­მე­ლიც ას­კვნის, რომ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი კო­ვი­დის მი­მართ გრძელ­დე­ბა მი­ნი­მუმ 1 წელი. კვლე­ვა ჩა­ტარ­და იტა­ლი­ის ყვე­ლა­ზე და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ონ­ში, ლომ­ბარ­დი­ა­ში. მას­ში ჩარ­თეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც კო­ვიდ PCR ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­დათ 2020 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, ანუ 1 წელ­ზე მეტი ხნის წინ. რე­ინ­ფექ­ცი­ად კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბო­და ის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა PCR და­დე­ბი­თი ხდე­ბო­და კო­ვი­დის გა­და­ტა­ნი­დან მი­ნი­მუმ 90 დღის შემ­დეგ (გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ PCR შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 90 დღე რჩე­ბო­დეს და­დე­ბი­თი) და შემ­დეგ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო 2 უარ­ყო­ფი­თი PCR ტეს­ტის შე­დე­გი. ამის შემ­დეგ თუ PCR ხე­ლახ­ლა ფიქ­სირ­დე­ბო­და და­დე­ბი­თი, ეს პირი ით­ვლე­ბო­და რე­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლად.

1579 კო­ვიდ გა­და­ტა­ნილს შო­რის რე­ინ­ფექ­ცია და­ფიქ­სირ­და მხო­ლოდ 5 შემ­თხვე­ვა­ში (0.3%). მათ­გან მხო­ლოდ ერთს და­ჭირ­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. პირ­ვე­ლად ინ­ფექ­ცი­ა­სა და რე­ინ­ფექ­ცი­ას შო­რის შუ­ა­ლე­დი იყო სა­შუ­ა­ლოდ 230 დღე.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც კო­ვი­დი არ ქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი, 3.8% ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით.

ამ კვლე­ვის მთა­ვა­რი ნაკ­ლი არის ის, რომ ჯერ ვერ ასა­ხავს, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი მუ­ტა­ცი­უ­რი შტა­მე­ბის მი­მართ.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, კო­ვი­დის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტი გრძელ­დე­ბა მი­ნი­მუმ 1 წელი. რე­ინ­ფექ­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი (0.3%). ამი­ტომ ბუ­ნებ­რივ იმუ­ნი­ტეტს სრუ­ლად ნუ და­ვა­იგ­ნო­რებთ, რაც აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ამის მი­ზე­ზი ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. მა­გა­ლი­თად, კო­ვიდ პას­პორ­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი და არა ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის ქონა, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან, მა­გა­ლი­თად, წი­თე­ლას და წი­თუ­რას­გან, სა­დაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის, ან ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტის შე­დე­გის წარ­დგე­ნა. ცხა­დია, ამა­ზე იქ­ნე­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­გუ­მენ­ტი, რომ კო­ვი­დის მი­მართ ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი წი­თე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბით არ არის მყა­რი და მუდ­მი­ვი, მაგ­რამ ამ არ­გუ­მენტზე მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი არის ის, რომ არც კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნის მი­მართ არის იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი მუდ­მი­ვი, გან­სხვა­ვე­ბით წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნის­გან და რე­ვაქ­ცი­ნა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვჭირ­დე­ბა", - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზიზი
1

გადააშენეთ რა ეს ნაცი ქალი!

otari
7

ეს ქალი არის მამალი ნაციონალი და თავის დროზე გაგდებულია "ლუგარიდან" არაპროფესიონალიზმის გამო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე

"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე

"კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი", - აღნიშნულ ინფორმაციას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ავრცელებს და სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შედეგებს გვიზიარებს:

ხშირად სვამენ კითხვას, რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტი COVID-19 წინააღმდეგ. პანდემიის დასაწყისში ვვარაუდობდით, რომ სხვა კორონავირუსების მსგავსად, ეს იქნებოდა 2-3 წელი, თუმცა ამის მტკიცებულებას მხოლოდ დრო მოიტანდა. შემდგომში, სხვადასხვა კვლევებით მოწოდებული იყო 6 თვე, შემდეგ 8 თვე.

ახლახანს ჟურნალ JAMA-ში დაიბეჭდა სტატია, რომელიც ასკვნის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი. კვლევა ჩატარდა იტალიის ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ლომბარდიაში. მასში ჩართეს ადამიანები, რომელთაც კოვიდ PCR ტესტი ჩაუტარდათ 2020 წლის თებერვალ-მარტში, ანუ 1 წელზე მეტი ხნის წინ. რეინფექციად კვალიფიცირდებოდა ის შემთხვევები, როცა PCR დადებითი ხდებოდა კოვიდის გადატანიდან მინიმუმ 90 დღის შემდეგ (გავიხსენოთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ PCR შეიძლება გამოჯანმრთელებიდან 90 დღე რჩებოდეს დადებითი) და შემდეგ დაფიქსირებული იყო 2 უარყოფითი PCR ტესტის შედეგი. ამის შემდეგ თუ PCR ხელახლა ფიქსირდებოდა დადებითი, ეს პირი ითვლებოდა რეინფიცირებულად.

1579 კოვიდ გადატანილს შორის რეინფექცია დაფიქსირდა მხოლოდ 5 შემთხვევაში (0.3%). მათგან მხოლოდ ერთს დაჭირდა ჰოსპიტალიზაცია. პირველად ინფექციასა და რეინფექციას შორის შუალედი იყო საშუალოდ 230 დღე.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი არ ქონდა გადატანილი, 3.8% ინფიცირდა კორონავირუსით.

ამ კვლევის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ჯერ ვერ ასახავს, რამდენად ეფექტურია ბუნებრივი იმუნიტეტი მუტაციური შტამების მიმართ.

რომ შევაჯამოთ, კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი (0.3%). ამიტომ ბუნებრივ იმუნიტეტს სრულად ნუ დავაიგნორებთ, რაც აშკარად შეინიშნება და ამის მიზეზი ცოტა გაუგებარია. მაგალითად, კოვიდ პასპორტად განიხილება მხოლოდ ვაქცინირებულის სტატუსი და არა ბუნებრივი იმუნიტეტის ქონა, განსხვავებით სხვა ინფექციებისგან, მაგალითად, წითელას და წითურასგან, სადაც საჭიროების შემთხვევაში ხდება ან ვაქცინირებულის სტატუსის, ან ანტისხეულების ტესტის შედეგის წარდგენა. ცხადია, ამაზე იქნება საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ კოვიდის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი წითელასგან განსხვავებით არ არის მყარი და მუდმივი, მაგრამ ამ არგუმენტზე მარტივი პასუხი არის ის, რომ არც კოვიდის ვაქცინის მიმართ არის იმუნური პასუხი მუდმივი, განსხვავებით წითელას ვაქცინისგან და რევაქცინაცია აუცილებლად დაგვჭირდება", - წერს მაია ბუწაშვილი.