ქვეყანაში ობოლი ბავშვები მაღაროებსა და ფერმებში მოხალისეებად, საკუთარი სურვილით მუშაობენ - ამ ინფორმაციას კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო (KCNA) ავრცელებს.
მედიის თქმით, ასობით ბავშვი „საკუთარი გონებითა და სიმამაცით“ იღებს გადაწყვეტილებას, რათა იმუშაოს სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ ფერმებსა და მაღაროებში.
BBC-ის ინფორმაციით, ბავშვების იდენტიფიკაცია რთულია, თუმცა ფოტოების მიხედვით დგინდება, რომ ზოგიერთი მათგანის ასაკი 12-13 წელს არ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები ჩრდილოეთ კორეას ბავშვების იძულების გამოყენებით მუშაობაში სდებს ბრალს, რასაც ხშირად სახელმწიფო უარყოფს.
აბა, რა ქნან, როცა შიათ? ქოცებივით დემაგოგები და არამზადები არიან იქაური ვაი პოლიტიკოსებიც!
რა არ მოგწონთ აბა ის ჯობია თმები შეიღებონ და ყურები გაიხვრიტონ? ვაჟი გოგონა გეგონოს და გოგონა ვაჟი? შრომის ფასს ისწავლიან, პროფესიულ ცოდნას შეიძენენ და ცხოვრებაში თავს გაიტანენ. ჩვენ ბოდიში მოტკეცილი შარვლები თუ არ აცვიათ და ენა არ აქვთ გახვრეტილი.