"ექსპო ჯორჯიაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მისვლას ადგილზე მყოფი აქტივისტების ხმაური მოჰყვა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, აქტივისტების განცხადებით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად შეეხნენ.
„მოძრაობა საქართველოსთვის” და „შეცვალეს” აქტივისტების განცხადებით, გიორგი გახარია საქართველოში წარმოადგენს რუსეთს და „ის არის „ქართული ოცნების” გეგმა ბ“.
მათივე თქმით, გახარია ყველაზე წარუმატებელი პრემიერი იყო.