მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს სტუმრობს, მიმდინარეობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიება
ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს სტუმრობს, მიმდინარეობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიება

ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, რა­დეკ პო­ლი­ცა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, მან გა­ნი­ხი­ლა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზე­ბი, რო­გორც კო­ვიდ პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ასე­ვე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­დეკ პო­ლი­ცარ­მა ქარ­თველ კო­ლე­გას, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში გა­უ­ზი­ა­რა ჩე­ხე­თის გა­მოც­დი­ლე­ბა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში და გა­ნი­ხი­ლა მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

„და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის მსვლე­ლო­ბი­სას გა­ნი­ხი­ლეს არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. გარ­და დამ­ცა­ვი მა­სა­ლე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ექი­მე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი­სა, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა და­ეხ­მა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტა­ლის შექ­მნა­ში, რაც ხელს უწყობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ში. მხა­რე­ებ­მა ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს ონ­კო­ლო­გი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ესტრის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხე­ბი.

რო­გორც ჩე­ხე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, პეტრ მი­კის­კამ აღ­ნიშ­ნა, ”ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი არის ჩე­ხე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სამი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სექ­ტო­რი­დან ერთ-ერთი და ჩვენ მო­მა­ვალ­შიც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­ღალ დო­ნეს”.

სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, რა­დეკ პო­ლი­ცარს თან ახ­ლდა ჩე­ხე­თის ბიზ­ნეს დე­ლე­გა­ცია.

„სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჩე­ხურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია წა­რუდ­გი­ნეს სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჰოლ­დინ­გი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ამას­თა­ნა­ვე, მო­ი­ნა­ხუ­ლეს აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა და ორი კერ­ძო სა­ა­ვად­მყო­ფო - „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ და „მე­დიქ­ლაბ ჯორ­ჯია“. 28 მა­ისს, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უმას­პინ­ძლა სა­მე­დი­ცი­ნო ბიზ­ნეს ფო­რუ­მის დაკსვნით ღო­ნის­ძი­ე­ბას, სა­დაც ჩე­ხურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა: „LINET“, „Codaco“, „PharmData“, „TestLine“, „ProSpon“, „MZ Liberec“, „TSE“, „SMT“, „Advanced Medical Solutions“, „Nafigo“, „WPA Nanotechnologies“ და „PROMA REHA“ წა­რუდ­გი­ნეს თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია 15 ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტსა და დის­ტრი­ბუ­ცი­ას და ამას­თა­ნა­ვე, აწ­ვდი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კას სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის წარ­მო­ე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ჩე­ხუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი არი­ან გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე.

„ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ჩე­ხუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტე­ბით პა­სუ­ხო­ბენ ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­სა და ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში. ჩე­ხე­თი მზა­დაა, გა­აგ­რძე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გორც არ­სე­ბულ ისე ახალ პარტნი­ო­რებ­თან, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბე­ბი­სათ­ვის”, - გა­ნა­ცხა­და ჩე­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, რა­დეკ პო­ლი­ცარ­მა.

რეზო
0

ჩეხეთში 35% ია ერთჯერადად და 13% ორჯერადად აცრილი.ჩვენისთანა წყალწაღებულებთან რას მიაღწევს? ამათ რაც არ უნდა არიგოს და რაც არ უნდა ასწავლოს ჯიუტი მოსწავლეებივით მხოლოდ საკუთარ სარგებელზე იზრუნებენ და არა ქვეყნის სარგებელზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს სტუმრობს, მიმდინარეობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიება

ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს სტუმრობს, მიმდინარეობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიება

ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადეკ პოლიცარი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ცნობით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მან განიხილა თანამშრომლობის გზები, როგორც კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.

მათი ინფორმაციით, რადეკ პოლიცარმა ქართველ კოლეგას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას შეხვედრის ფარგლებში გაუზიარა ჩეხეთის გამოცდილება პანდემიასთან ბრძოლაში და განიხილა მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. გარდა დამცავი მასალების მიწოდებისა და სოფლად მცხოვრები ექიმების ტრენინგებისა, ჩეხეთის რესპუბლიკა დაეხმარა საქართველოს ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალის შექმნაში, რაც ხელს უწყობს ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით ასაკობრივი ჯგუფებისთვის პრიორიტეტების მინიჭებაში. მხარეებმა ასევე განიხილეს ონკოლოგიის ადგილობრივი რეესტრის სამომავლო განვითარების საკითხები.

როგორც ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ აღნიშნა, ”ჯანდაცვის სექტორი არის ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სამი პრიორიტეტული სექტორიდან ერთ-ერთი და ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის მაღალ დონეს”.

საელჩოს ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რადეკ პოლიცარს თან ახლდა ჩეხეთის ბიზნეს დელეგაცია.

„სამედიცინო სექტორის წარმომადგენელმა ჩეხურმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგისა და რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს. ამასთანავე, მოინახულეს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ორი კერძო საავადმყოფო - „ნიუ ჰოსპიტალსი“ და „მედიქლაბ ჯორჯია“. 28 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში უმასპინძლა სამედიცინო ბიზნეს ფორუმის დაკსვნით ღონისძიებას, სადაც ჩეხურმა კომპანიებმა: „LINET“, „Codaco“, „PharmData“, „TestLine“, „ProSpon“, „MZ Liberec“, „TSE“, „SMT“, „Advanced Medical Solutions“, „Nafigo“, „WPA Nanotechnologies“ და „PROMA REHA“ წარუდგინეს თავიანთი პროდუქცია 15 ქართულ კომპანიას, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას და ამასთანავე, აწვდიან მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საელჩოს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკას სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩეხური კომპანიები წარმატებულები, კონკურენტუნარიანები არიან გლობალურ ბაზარზე.

„ძალიან ვამაყობ, რომ ჩეხური კომპანიები ინოვაციური მიდგომებით და მაღალი ხარისხის პროდუქტებით პასუხობენ ჯანმრთელობის სფეროში არსებულ გამოწვევებს. საერთაშორისო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პანდემიასთან ბრძოლასა და ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩეხეთი მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა. თანამშრომლობა როგორც არსებულ ისე ახალ პარტნიორებთან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან არის უმნიშვნელოვანესი ერთობლივი ქმედებებისათვის”, - განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რადეკ პოლიცარმა.

მარიამ საჯაია ცნობილ ფოტოგრაფზეა შეყვარებული - როგორ ცხოვრობს წყვილი ულამაზეს გარემოში, რომელიც ექსდეპუტატმა თავად შექმნა

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე - "მამის დღე" დაწესდეს - საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

თეა წულუკიანი მცხეთაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან