მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში
"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში

კას­პში მოკ­ლუ­ლი 34 წლის ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ცნო­ბი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ღუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა კი­სერ­ში მი­ყე­ნე­ბულ­მა მრავ­ლო­ბით­მა - 19 ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლეტ­მა ჭრი­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, ის მის­მა მე­უღ­ლემ - ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძემ, რო­მე­ლიც ახლა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვი­საა და­კა­ვე­ბუ­ლი, თავ­ში საგ­ნის ჩარ­ტყმით მოკ­ლა, გა­მო­ი­რი­ცხა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ღუ­ნაშ­ვი­ლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლია, დამ­დგა­რი შე­დე­გი თხემ-კე­ფის მი­და­მო­ში მი­ყე­ნე­ბულ და­ჟე­ჟილ ჭრი­ლო­ბას­თან კავ­შირ­ში არაა.

ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექპ­სერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ამა­ვე დას­კვნის მი­ხედ­ვით, სის­ხლში მხო­ლოდ ერთი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქოტ­რო­პულ ნივ­თი­ე­რე­ბებს, ის ღუ­ნაშ­ვილს მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­და.

„ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია მწვა­ვე სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა, კის­რის მი­და­მო­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბე­ბი­დან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სის­ხლდე­ნის შე­დე­გად, მარ­ჯვე­ნა შიდა სა­უღ­ლე ვე­ნის და ზემო ფა­რი­სებ­რი არ­ტე­რი­ის და­ზი­ა­ნე­ბით. ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის გვამს აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი: კის­რის წინა, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა გვერ­დით ზე­და­პი­რებ­ზე ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბის, მარ­ჯვე­ნა შიგ­ნი­თა სა­უღ­ლე ვე­ნის და ზემო ფა­რი­სებ­რი არ­ტე­რი­ის და­ზი­ა­ნე­ბის, თხემ-კე­ფის მი­და­მო­ში და­ჟე­ჟი­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის, ქა­ლას რბილ-სა­ფა­რის შიგ­ნი­თა ზე­და­პირ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვის, სხე­ულ­ზე ნაჭ­დე­ვე­ბი­სა და მრავ­ლო­ბით ნა­კაწ­რე­ბის სა­ხით. ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლია, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სიკ­ვდი­ლამ­დე წინა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში. ნა­ჩხვლეტ-ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი - გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არი­ან რა­ი­მე მჩხვლე­ტავ-მჭრე­ლი საგ­ნის(საგ­ნე­ბის) მოქ­მე­დე­ბით, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ყუა და ლე­სი­ლი პირი. და­ჟე­ჟი­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი­დან ნაჭ­დე­ვე­ბი - გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი ბლაგ­ვი საგ­ნის(საგ­ნე­ბის) მოქ­მე­დე­ბით. ნა­კაწ­რე­ბი - გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უნდა იყოს რა­ი­მე მახ­ვი­ლი საგ­ნის(საგ­ნე­ბის) წვე­ტის, ან მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი კი­დის მქო­ნე მკვრი­ვი ბლაგ­ვი საგ­ნის(საგ­ნე­ბის) შემ­ხე­ბი ზე­და­პი­რის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბა ცო­ცხალ პირ­თა ექპ­სერ­ტი­ზის შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში მი­ე­კუთ­ვნე­ბა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მძი­მე ხა­რისხს, რო­გორც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო. კის­რის მი­და­მო­ში არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა (შიგ­ნი­თა სა­უღ­ლე ვე­ნის და­ზი­ა­ნე­ბით) ცო­ცხალ-პირ­თა ექპ­სერ­ტი­ზის შემ­თხვე­ვა­ში, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, მი­ე­კუთ­ვნე­ბა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მძი­მე ხა­რისხს, რო­გორც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და უშუ­ა­ლო მი­ზე­ზობ­რივ კავ­შირ­ში იმ­ყო­ფე­ბა დამ­დგარ შე­დეგ­თან - სიკ­ვდილ­თან. სხვა და­ნარ­ჩე­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ცო­ცხალ პირ­თა ექპ­სერ­ტი­ზის შემ­თხვე­ვა­ში ატა­რე­ბენ მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს და პირ­და­პირ მი­ზე­ზობ­რივ კავ­შირ­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან დამ­დგარ შე­დეგ­თან. ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ ექპ­სერ­ტი­ზა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ, ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის გვა­მი­დან აღე­ბულ სის­ხლში არ აღ­მოჩ­ნდა მე­თი­ლის, ეთი­ლის და იზოპ­რო­პი­ლის სპირ­ტე­ბი. სის­ხლში აღ­მოჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნო­ლი. სის­ხლში არ აღმჩნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შა­ლე­ბე­ბი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი: ოპი­ა­ტე­ბი, ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი, მე­თა­დო­ნი, ამ­ფე­ტა­მი­ნი, მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი, კო­კა­ი­ნი, ბარ­ბი­ტუ­რის მჟა­ვას ნა­წარ­მე­ბი და ტრი­ციკ­ლუ­რი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი. სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო დი­აგ­ნო­ზი: მწვა­ვე სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა, მრავ­ლო­ბი­თი - 19 ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბე­ბი კის­რის მი­და­მო­ში“, - ნათ­ქვა­მია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში.

ცნო­ბის­თვის, 13 მარტს, კას­პში 34 წლის ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლი მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­რე დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი მე­გო­ბა­რი, 30 წლის მა­მა­კა­ცი - ზუ­რაბ კა­ხიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ღუ­ნაშ­ვილს ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მომ­ხდა­რი­დან რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლე - 31 წლის ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძე და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ფაქ­ტებ­ზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძე მისი ქმრის - ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ზუ­რაბ კა­ხიშ­ვილ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მას მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია უნდა შე­ეც­ვა­ლოს. ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძე და­კა­ვე­ბამ­დე „ტვ პირ­ველ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ მისი მე­უღ­ლე „სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უა­რის გამო გაბ­რაზ­და და სცე­მა, შემ­დეგ დიდი ოდე­ნო­ბით სა­ძი­ლე წამ­ლე­ბი და­ლია“. ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ნო­დარ ღუ­ნაშ­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­ვარ­და და თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ღუ­ნაშ­ვი­ლი დაწ­ვა, თა­ვად კი ქმრის მე­გო­ბარს მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, რომ „აზ­რზე მო­სუ­ლი­ყო“. ქა­ლის ინ­ტერ­ვი­უს მი­ხედ­ვით, მე­უღ­ლე მე­გო­ბარ­თან ერ­თად სახ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით წა­ვი­და, უკან კი მხო­ლოდ მე­გო­ბა­რი მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღით - და­ნით დაბ­რუნ­და - „მოვ­კა­ლიო, სის­ხლე­ბი ჯერ ისევ ზედ ჰქონ­და... შენს გამო გა­ვა­კე­თე, ასეთ დღე­ში რომ გაგ­დებ­და, ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ და არა­ვის შე­გე­შინ­დე­ბაო, მი­თხრა“, - აცხა­დებ­და და­კა­ვე­ბამ­დე ქე­თე­ვან ჩხა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხვიჩა
2

ვახ ამ ქალის დედაც,სლის გულისთვის ქმარი მოაკვლევინა.ამსაწყალმა ალბათ ზმაკაცთან შეუსწრო,იმეებმაც კიდევ დაასწრეს რა წამებით მოკლეს,

ხატია
0

გინდა თუ არა მონაწილე ხდები ადამიანი იმ უბედურებების რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს, ძალიან შემაწუხა ამ ფაქტმა და თვალყურს ვადევნებდი მიმდინარე მოვლენებს. როგორ შეიძლება ვინმემ გაამართლოს კაცი რომელიც ცოლს ცემს ან ცემდა , მაგრამ ის ფაქტი რომ ამის გამო ადამიანი მოკლა ან ვინმეს მოაკვლევინო წარმოუდგენელია. ქალი ორი შვილის დედა ყვება რომ ქმართან არ წვებოდა იმის გამო რომ დრო ჭირდებოდა დასაფიქრებლად და როდესაც მთვრალ ქმას აძინებ სახლში მოგყავს მისი მეგობარი და მასთან საუბრობ საათობით. სად არის ლოგიკა? კაცი რომელიც გეუბნება რომ შენი ქმარი მოკლა მასთან ერთად ღამეს ათენებ და ეხმარები დანაშაულის დამალვაში. რამ გაგიციათ სისიხლი რამ გაგაგიჟათ ასე სხვა კეცებზე რომ სიკვდილისთვისაც იმეტებ ადამიანს . თუ არ გინდა გაეცალე მისგან ორი შვილი გყავს და შვილების მამას მაინც ეცი პატივი და არა როგორც ქმარს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში

"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში

კასპში მოკლული 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. აღნიშნული დასკვნა „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, ღუნაშვილის გარდაცვალება კისერში მიყენებულმა მრავლობითმა - 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტმა ჭრილობამ გამოიწვია.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის მისმა მეუღლემ - ქეთევან ჩხაიძემ, რომელიც ახლა დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული, თავში საგნის ჩარტყმით მოკლა, გამოირიცხა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ღუნაშვილისთვის მიყენებული ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, დამდგარი შედეგი თხემ-კეფის მიდამოში მიყენებულ დაჟეჟილ ჭრილობასთან კავშირში არაა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექპსერტიზის დასკვნის თანახმად, ნოდარ ღუნაშვილი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ამავე დასკვნის მიხედვით, სისხლში მხოლოდ ერთი ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა, რაც შეეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ის ღუნაშვილს მიღებული არ ჰქონდა.

„ნოდარ ღუნაშვილის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, კისრის მიდამოში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად, მარჯვენა შიდა საუღლე ვენის და ზემო ფარისებრი არტერიის დაზიანებით. ნოდარ ღუნაშვილის გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები: კისრის წინა, მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე ნაკვეთი ჭრილობების, მარჯვენა შიგნითა საუღლე ვენის და ზემო ფარისებრი არტერიის დაზიანების, თხემ-კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობების, ქალას რბილ-საფარის შიგნითა ზედაპირზე სისხლჩაქცევის, სხეულზე ნაჭდევებისა და მრავლობით ნაკაწრების სახით. ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში. ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები - განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის(საგნების) მოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი. დაჟეჟილი ჭრილობებიდან ნაჭდევები - განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის(საგნების) მოქმედებით. ნაკაწრები - განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის(საგნების) წვეტის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის(საგნების) შემხები ზედაპირის მოქმედების შედეგად. ყველა დაზიანება ცოცხალ პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში, ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. კისრის მიდამოში არსებული დაზიანება (შიგნითა საუღლე ვენის დაზიანებით) ცოცხალ-პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. სხვა დანარჩენი დაზიანებები, ცოცხალ პირთა ექპსერტიზის შემთხვევაში ატარებენ მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექპსერტიზაზე წარმოდგენილ, ნოდარ ღუნაშვილის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლი. სისხლში არ აღმჩნდა ნარკოტიკული საშალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სასამართლო სამედიცინო დიაგნოზი: მწვავე სისხლნაკლებობა, მრავლობითი - 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები კისრის მიდამოში“, - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

ცნობისთვის, 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე - 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, ქეთევან ჩხაიძე მისი ქმრის - ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში ზურაბ კახიშვილთან ერთად მონაწილეობდა და მას მუხლის კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს. ქეთევან ჩხაიძე დაკავებამდე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისი მეუღლე „სექსუალური ურთიერთობაზე უარის გამო გაბრაზდა და სცემა, შემდეგ დიდი ოდენობით საძილე წამლები დალია“. ჩხაიძის განცხადებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნოდარ ღუნაშვილი სამზარეულოში დავარდა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მოკლულის მეუღლის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ ღუნაშვილი დაწვა, თავად კი ქმრის მეგობარს მესიჯი გაუგზავნა და დახმარება სთხოვა, რომ „აზრზე მოსულიყო“. ქალის ინტერვიუს მიხედვით, მეუღლე მეგობართან ერთად სახლიდან საკუთარი ავტომანქანით წავიდა, უკან კი მხოლოდ მეგობარი მკვლელობის იარაღით - დანით დაბრუნდა - „მოვკალიო, სისხლები ჯერ ისევ ზედ ჰქონდა... შენს გამო გავაკეთე, ასეთ დღეში რომ გაგდებდა, ახლა თავისუფალი ხარ და არავის შეგეშინდებაო, მითხრა“, - აცხადებდა დაკავებამდე ქეთევან ჩხაიძე.

"ოფიციალური ხელშეკრულება მათ შორის არ არსებობს" - როგორ პასუხობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას ბრალდებას?

"სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც" - რას ჰყვება გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა

დააკავებულია პირი, რომელიც გუმათში თავს დაესხა პოლიციელს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?