მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ  ექსპრემიერის გვერდით?
გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ  ექსპრემიერის გვერდით?

29 მა­ისს, "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“ ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. Ambebi.ge -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბა ხვალ 5 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას სა­ხე­ლად ერ­ქმე­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის". ყრი­ლო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან დე­ლე­გა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რია უკვე თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან ერ­თად ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხედ­ვას გა­აც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის იქ­ნე­ბა დე­პუ­ტა­ტი გიგი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლიც. პარ­ტი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბიც. მათ შო­რის: გი­ორ­გი გო­გუ­ა­ძე, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან მო­დის, ყო­ფი­ლი ელჩი ნა­ტო­ში ლე­ვან დო­ლი­ძე და გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხთა ექ­სპერ­ტი რუ­სუ­დან თევ­ზა­ძე, რო­მელ­საც გა­ხა­რი­ას მო­მა­ვა­ლი პარ­ტი­ის­თვის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე დიდი პოს­ტი აქვს მი­ძღვნი­ლი. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს:

"რაც უფრო ახ­ლოვ­დე­ბა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ის დრო, მით უფრო აბ­სურ­დუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი ხდე­ბა ის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლებ­საც ვის­მენთ და ვკი­თხუ­ლობთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­ურ წევრთა და მხარ­დამ­ჭერ­თა მხრი­დან. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ დროს მშვი­დი, თა­ვის თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი და­უ­ფა­რავ აგ­რე­სი­ა­სა და ის­ტე­რი­ის ნიშ­ნებ­საც კი ავ­ლენს ჯე­რაც არარ­სე­ბუ­ლი პარ­ტი­ი­სა და მისი მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რის მი­მართ, რო­მელ­მაც დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა აკა­დე­მი­უ­რი სიმ­შვი­დე და ნი­აღ­ვა­რი­ვით წა­მო­სულ არ­ცერთ უარ­ყო­ფით, და­მამ­ცი­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­სა თუ დამ­ცი­ნავ კო­მენ­ტარს არ უპა­სუ­ხა.ფაქ­ტია, რომ დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი „ბა­ლა­გა­ნის“ შემ­ხედ­ვა­რე, გა­ხა­რი­ას ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, საკ­მა­ოდ წო­ნა­დი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა გახ­დე­ბა, რო­მელ­მაც, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნიშა უნდა და­ი­კა­ვოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში..."

ჩვე­ნი წყა­როს თქმით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ პარ­ტი­ის რი­გებ­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი ძა­ლო­სა­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე, სი­მარ­თლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­ხა­რი­ას გვერ­დით, რო­გორც პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არ იქ­ნე­ბი­ან ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბიც, თუმ­ცა მის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ კი­დეც.

გახ­რი­ას გუნდს უერ­თდე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლიც. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

რო­გორც აბა­შიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მისი და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხედ­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ემ­თხვე­ვა.

"ორი თვის წინ აღ­ვნიშ­ნე და ვი­სურ­ვე, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, დარ­ჩა და აქ­ტი­ურ­დე­ბა. მე მისი პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა მომ­წონს, ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი ძა­ლი­ან ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს! ვა­ფა­სებ მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს და შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხა­რი და­ვუ­ჭი­რო და შე­ვუ­ერ­თდე გა­ხა­რი­ას გუნდს!“- წერს აბა­შიშ­ვი­ლი.

გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის ლოგო კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა 18 თე­ბერ­ვალს და­ტო­ვა. რო­გორც მან გან­მარ­ტა, გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­აჩ­ნდა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არ­სე­ბობ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხე. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი ასე­ვე იყო ის, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნდთან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წია

მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძინ პინი
19

თუ გავითვალისწინებთ რომ ივანიშვილი ბიზნესში იყენებდა დეცენტრალიზაციის და შემდეგომ შევიწროვების გზას კაპიტალის დაგროვების კუთხით რაც გამოიხატებოდა ერთის მხრივ პარტნიორებთან და აქციონერებთან მეგობრობით ხოლო მეორეს მხრივ საკუთარი კაპიტალით კომპანიის აქტივების ზრდას რითაც იძულებულს ხდიდა რომ ან გაეზარდათ საპირწონეთ კაპიტალი მათ კომპანიებში ან უბრალოდ მიეყიდათ ესეც მორიგი მისი დაგეგმილია :) გამომდინარე იქედანრ ომ ქართული ოცნება დასრულებულია მაგრამ მის ძალას უნარჩუნებს მოსყიდული ოპოზიცია რომელიც ასევე კარგად თამაშობს ყველა ფლანგზე და სულელურად ხალხის თვალში რა თქმა უნდა გახარია და მისი გუნდი რომელიც იმ სისტემის ნაწილია რომელიც ამ ხალხმა გაააგრძელეს სააკაშვილის თამადობით იქნებიან გეგმა ბ ... მაგრამ აი 30 წელი რომ ერთნაირები ხდება და შენ ჩვეულებრივ მოქალაქეს გჯერა ეს უკვე სერიოზული კლინიკაა ... ჩვენ კლინიკურად დაავადებული ერი ვართ, ერთმა რუსმა პროფესორმა თქვა ეს 30 წლის წინ და სწორი ყოფილა... 

!!!
87

არადა და არა! არავინ არქმევს, ჩემი ჯიბისთვის, ჩემი მუცლისთვის! საოცარია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ  ექსპრემიერის გვერდით?

გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ  ექსპრემიერის გვერდით?

29 მაისს, "ექსპო ჯორჯიაში“ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. Ambebi.ge -ს ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ 5 საათზე დაიწყება. გახარიას პარტიას სახელად ერქმევა "საქართველოსთვის". ყრილობაზე წარმოდგენილი იქნებიან დელეგატები საქართველოს ყველა რეგიონიდან. პრეზენტაციაზე გიორგი გახარია უკვე თანაპარტიელებთან ერთად ახალი ორგანიზაციის ხედვას გააცნობს საზოგადოებას. დამფუძნებლებს შორის იქნება დეპუტატი გიგი ხოჯევანიშვილიც. პარტიაში იქნებიან ახალი სახეებიც. მათ შორის: გიორგი გოგუაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მოდის, ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე და განათლების საკითხთა ექსპერტი რუსუდან თევზაძე, რომელსაც გახარიას მომავალი პარტიისთვის "ფეისბუქის" პირად გვერდზე დიდი პოსტი აქვს მიძღვნილი. გთავაზობთ ამონარიდს:

"რაც უფრო ახლოვდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციის დრო, მით უფრო აბსურდული და გაუგებარი ხდება ის გამონათქვამები, რომლებსაც ვისმენთ და ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ აქტიურ წევრთა და მხარდამჭერთა მხრიდან. მმართველი პარტიის ერთ დროს მშვიდი, თავის თავში დარწმუნებული და მეტნაკლებად გაწონასწორებული პოლიტიკოსების ნაწილი დაუფარავ აგრესიასა და ისტერიის ნიშნებსაც კი ავლენს ჯერაც არარსებული პარტიისა და მისი მომავალი ლიდერის მიმართ, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა აკადემიური სიმშვიდე და ნიაღვარივით წამოსულ არცერთ უარყოფით, დამამცირებელ შეფასებასა თუ დამცინავ კომენტარს არ უპასუხა.ფაქტია, რომ დღევანდელი პოლიტიკური „ბალაგანის“ შემხედვარე, გახარიას ახალი პოლიტიკური პარტია, დიდი ალბათობით, საკმაოდ წონადი და ანგარიშგასაწევი ძალა გახდება, რომელმაც, კონსტრუქციული ოპოზიციის სერიოზული და მნიშვნელოვანი ნიშა უნდა დაიკავოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში..."

ჩვენი წყაროს თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის რიგებში იქნება ცნობილი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, სიმართლეს არ შეეფერება, დიდი ალბათობით, გახარიას გვერდით, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ იქნებიან ძმები არველაძეებიც, თუმცა მის მხარდამჭერთა შორის შეიძლება ვიხილოთ კიდეც.

გახრიას გუნდს უერთდება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, მისი და გიორგი გახარიას ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.

"ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“- წერს აბაშიშვილი.

გახარიას პარტიის ლოგო კი ასე გამოიყურება:

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ხელისუფლებაში ყოფნისას რა გააკეთა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა" - სერგეენკო გახარიაზე

"დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია" - რას ამბობს ევროპარლამენტარი იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს