მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაჟონა თუ არა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან? - რატომ აღარ უწოდებენ მოსაზრებას შეთქმულების თეორიას და რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა
გაჟონა თუ არა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან? - რატომ აღარ უწოდებენ მოსაზრებას შეთქმულების თეორიას და რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა

ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში Covid-19-ის აღ­მო­ჩე­ნი­დან თით­ქმის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და კი­თხვა, რო­გორ გაჩ­ნდა, რო­გორ წარ­მო­იშ­ვა ვირუ­სი, მი­უ­ხე­და­ვად უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­მო­ძი­ე­ბი­სა, ამ დრომ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნა, შე­საძ­ლოა, თავ­და­ყი­რა დად­გეს. ჯან­მოს დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვირუ­სის გა­და­ცე­მა, ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო სცე­ნა­რია. თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა მა­სა­ლებ­მა ახა­ლი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

  • რა მა­სა­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­მა?

მა­ი­სის და­სა­წყის­ში წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­დაზ­ვერ­ვო კო­მი­ტე­ტის რეს­პუბ­ლი­კელ­მა წევ­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ან­გა­რი­ში, სა­დაც ყუ­რა­დღე­ბა უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე იყო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რომ კო­ვიდ-19-ის გავ­რცე­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, ინ­სტი­ტუ­ტი­დან ვირუ­სის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია, ვი­ნა­ი­დან უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რია ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კვლე­ვას აწარ­მო­ებ­და". დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პე­კი­ნი ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის და­ფარ­ვას ცდი­ლობ­და.

ამას­თან, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იკ­ვლე­ვენ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სამი მკვლე­ვა­რი 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში "სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ვად­და" და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და მა­ნამ, სა­ნამ ვირუ­სი ქა­ლაქ­ში ცირ­კუ­ლა­ცი­ას და­ი­წყებ­და.

ვა­შინგტო­ნი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მო­უ­წო­დებს, კო­ვიდ 19-ის წარ­მო­შო­ბის გა­მოკ­ვლე­ვის მე­ო­რე ეტა­პი და­ი­წყოს.თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მაც. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი სხვა­დას­ხვა თე­ო­რი­ებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მათ შო­რის, ვირუ­სის უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცე­ლე­ბას და ცხა­რედ კა­მა­თო­ბენ, რო­მე­ლი უფრო რე­ა­ლუ­რია.

ბა­ი­დენ­მა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის 90 დღე მის­ცა

ახლა მე ვთხო­ვე სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებს, გა­ორ­მაგ­დეს ძა­ლის­ხმე­ვა, შე­აგ­რო­ვონ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვანს და 90 დღე­ში წარ­მო­მიდ­გი­ნონ მოხ­სე­ნე­ბა, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა

  • რას გუ­ლის­ხმობს თე­ო­რია ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟონ­ვის შე­სა­ხებ?

არ­სე­ბობს ეჭვი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­საძ­ლოა, შემ­თხვე­ვით, ან სხვა მი­ზე­ზით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან. ამ მო­საზ­რე­ბის მომ­ხრე­ე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ ქა­ლაქ­ში დიდი ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­თი ობი­ექ­ტის არ­სე­ბო­ბა­ზე. უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­რი ათწლე­ულ­ზე მე­ტია სწავ­ლობს კო­რო­ნა­ვირუ­სებს. ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში კი მდე­ბა­რე­ობს ბა­ზა­რი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ო­რი­ის მომ­ხრე­ე­ბი შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვირუ­სი გავ­რცელ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან და ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ინ­ფი­ცი­რა.

მო­საზ­რე­ბა პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე გაჩ­ნდა და მის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას აშშ-ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმაც შე­უ­წყო ხელი, რო­მე­ლიც ამ თე­ო­რი­ას იზი­ა­რებ­და და ჩი­ნეთს, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა­ში სდებ­და ბრალს. ზო­გი­ერ­თე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ საქ­მე გვქონ­და შე­საძ­ლო ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღ­თან.

მა­შინ მე­დი­ის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა მო­საზ­რე­ბა უარ­ყო და მას "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია" უწო­დეს, თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­საშ­ვე­ბად მი­აჩ­ნდათ და ამ­ბობ­დნენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებ­და,

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ა­ჩე­რა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან ვირუ­სის გა­ჟონ­ვის შე­სა­ხებ. გა­მო­ძი­ე­ბა მისი წი­ნა­მორ­ბე­დის, დო­ნალდ ტრამ­პის ბრძა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ჩემ­თვის ეს თა­ვი­დან­ვე აშ­კა­რა იყო, მაგ­რამ რო­გორც ყო­ველ­თვის, მა­ში­ნაც სა­შინ­ლად გა­მაკ­რი­ტი­კეს, ახლა კი ამ­ბო­ბენ - "ის მარ­თა­ლი იყო" - უთხრა დო­ნალდ ტრამპმა "ნიუ იორკ თა­იმსს" სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

  • ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნა და 4 თე­ო­რია ვირუ­სის წარ­მო­შო­ბა­ზე

2021 წლის 14 იან­ვარს ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში ჩა­ვი­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა ჯგუ­ფი, 17-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით, რათა სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მო­ეკვლი­ათ კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის და მისი ადა­მი­ან­ში გავ­რცე­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო.

ეს­ქპერტთა ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­ა­ზე, რო­მელ­თა შო­რი­საც ერთი ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნოდ მი­აჩ­ნი­დათ, ორი - შე­საძ­ლებ­ლად, ხოლო ერთი "უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოდ".

  1. კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ცე­მა ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო სცე­ნა­რია.
  2. ზო­ო­ნო­ტი­კუ­რი თე­ო­რია - აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სი პირ­და­პირ ცხო­ვე­ლი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ღა­მუ­რი­დან გა­და­ვი­და ადა­მი­ან­ზე. აღ­ნიშ­ნულ თე­ო­რი­ა­ზე ჯან­მო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის "და­საშ­ვე­ბია."
  3. "გა­ყი­ნუ­ლი საკ­ვე­ბი - ამ თე­ო­რი­ის თა­ნამ­ხად, SARS-CoV-2 შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდა გა­ყი­ნუ­ლი და უკვე საჭ­მე­ლად არა­ვარ­გი­სი საკ­ვე­ბით. ასე შე­საძ­ლოა, ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ცხო­ველ­თან პირ­და­პი­რი შემ­ხებ­ლო­ბის გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნულ თე­ო­რი­ა­საც მეც­ნი­ე­რე­ბი "შე­საძ­ლოს" უწო­დე­ბენ.
  4. ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცე­ლე­ბის თე­ო­რია - ეს არის თე­ო­რია, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხა­ვენ და ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აღარ აპი­რე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯან­მომ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებ­ზე კი ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­ვი­დის 169,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, ვირუსს ჯამ­ში 3,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
13

თუ ჩინეთს პასუხი არ მოეთხოვება, შესაძლებელია უარესიც გააკეთონ. ეს იგივე მსოფლოი ომის დაწყებას ნიშნავს, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს მკაცრად, საკმაოდ დიდი საფუძველია ომის დაწყებისათვისაც, არ უნდა აპატიონ

beso
48

საქმედია, როცა ადამიანს ებრძვი და აუბედურებ მას ეს ცოდვის კლიენტურობაა და ის იმ წერტილიდან მოგეკითხება, რა წერტილშიდაც იღებ გადაწყვეტილებას. თუ არა ჰეროიკა ბრძოლის ველზე კვდება, რანაირადაც ეს ქრისტემ გააკეთა და ავიდა ზეცაში. დიდება უფალს!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

გაჟონა თუ არა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან? - რატომ აღარ უწოდებენ მოსაზრებას შეთქმულების თეორიას და რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა

გაჟონა თუ არა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან? - რატომ აღარ უწოდებენ მოსაზრებას შეთქმულების თეორიას და რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა

ჩინეთის ქალაქ უხანში Covid-19-ის აღმოჩენიდან თითქმის წელიწადნახევარი გავიდა და კითხვა, როგორ გაჩნდა, როგორ წარმოიშვა ვირუსი, მიუხედავად უკვე ჩატარებული სხვადასხვა გამოძიებისა, ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული დასკვნა, შესაძლოა, თავდაყირა დადგეს. ჯანმოს დასკვნაში ნათქვამია, რომ ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით ვირუსის გადაცემა, ყველაზე სარწმუნო სცენარია. თუმცა ბოლო დღეებში აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა ახალი ეჭვები გააჩინა.

  • რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა?

მაისის დასაწყისში წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც ყურადღება უხანის ლაბორატორიაზე იყო გამახვილებული. რესპუბლიკელების მოხსენების თანახმად, "მნიშვნელოვანი გარემოებითი მტკიცებულებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ კოვიდ-19-ის გავრცელება, შესაძლოა, ინსტიტუტიდან ვირუსის გაჟონვამ გამოიწვია, ვინაიდან უხანის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის კვლევას აწარმოებდა". დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პეკინი ვირუსის წარმოშობის დაფარვას ცდილობდა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები იკვლევენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უხანის ლაბორატორიის სამი მკვლევარი 2019 წლის ნოემბერში "სერიოზულად დაავადდა" და საავადმყოფოში მკურნალობდა მანამ, სანამ ვირუსი ქალაქში ცირკულაციას დაიწყებდა.

ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის წარმოშობის გამოკვლევის მეორე ეტაპი დაიწყოს.თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც. პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის სააგენტოები სხვადასხვა თეორიებს განიხილავენ, მათ შორის, ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელებას და ცხარედ კამათობენ, რომელი უფრო რეალურია.

ბაიდენმა დაზვერვის სამსახურს გამოძიებისთვის 90 დღე მისცა

ახლა მე ვთხოვე სადაზვერვო სამსახურებს, გაორმაგდეს ძალისხმევა, შეაგროვონ და გააანალიზონ ინფორმაცია, რომელიც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს და 90 დღეში წარმომიდგინონ მოხსენება, - განაცხადა ბაიდენმა

  • რას გულისხმობს თეორია ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესახებ?

არსებობს ეჭვი, რომ კორონავირუსი შესაძლოა, შემთხვევით, ან სხვა მიზეზით, გავრცელებულიყო ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან. ამ მოსაზრების მომხრეები მიუთითებენ ქალაქში დიდი ბიოლოგიური კვლევითი ობიექტის არსებობაზე. უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტური ათწლეულზე მეტია სწავლობს კორონავირუსებს. ლაბორატორიიდან რამდენიმე კილომეტრში კი მდებარეობს ბაზარი, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

აღნიშნული თეორიის მომხრეები შესაძლებლად მიიჩნევენ, რომ ვირუსი გავრცელდა ლაბორატორიიდან და ბაზარში მომუშავე ადამიანები დააინფიცირა.

მოსაზრება პანდემიის პირველივე ეტაპზე გაჩნდა და მის ფართოდ გავრცელებას აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც შეუწყო ხელი, რომელიც ამ თეორიას იზიარებდა და ჩინეთს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ინფორმაციის დამალვაში სდებდა ბრალს. ზოგიერთები ვარაუდობდნენ, რომ საქმე გვქონდა შესაძლო ბიოლოგიურ იარაღთან.

მაშინ მედიის, პოლიტიკოსებისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა მოსაზრება უარყო და მას "შეთქმულების თეორია" უწოდეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ზემოთ აღნიშნული მოსაზრება დასაშვებად მიაჩნდათ და ამბობდნენ, რომ ყოველივე შესწავლას საჭიროებდა,

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თავდაპირველად შეაჩერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოძიება უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესახებ. გამოძიება მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის ბრძანებით მიმდინარეობდა.

ჩემთვის ეს თავიდანვე აშკარა იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, მაშინაც საშინლად გამაკრიტიკეს, ახლა კი ამბობენ - "ის მართალი იყო" - უთხრა დონალდ ტრამპმა "ნიუ იორკ თაიმსს" საკითხის კომენტირებისას.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიების დასკვნა და 4 თეორია ვირუსის წარმოშობაზე

2021 წლის 14 იანვარს ჩინეთის ქალაქ უხანში ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, 17-კაციანი შემადგენლობით, რათა სიღრმისეულად გამოეკვლიათ კორონავირუსის წარმოშობის და მისი ადამიანში გავრცელების საიდუმლო.

ესქპერტთა ჯგუფი მუშაობდა რამდენიმე თეორიაზე, რომელთა შორისაც ერთი ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიდათ, ორი - შესაძლებლად, ხოლო ერთი "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოდ".

  1. კვლევის თანახმად, კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია.
  2. ზოონოტიკური თეორია - აღნიშნული თეორიის მიხედვით, კორონავირუსი პირდაპირ ცხოველიდან, სავარაუდოდ, ღამურიდან გადავიდა ადამიანზე. აღნიშნულ თეორიაზე ჯანმოში ამბობენ, რომ ის "დასაშვებია."
  3. "გაყინული საკვები - ამ თეორიის თანამხად, SARS-CoV-2 შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში მოხვდა გაყინული და უკვე საჭმელად არავარგისი საკვებით. ასე შესაძლოა, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილიყო ცხოველთან პირდაპირი შემხებლობის გარეშე. აღნიშნულ თეორიასაც მეცნიერები "შესაძლოს" უწოდებენ.
  4. ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თეორია - ეს არის თეორია, რომელსაც აბსოლუტურად გამორიცხავენ და ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ჯანმომ გამოძიების შედეგები მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა, შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე, გლობალური მასშტაბით, კოვიდის 169,6 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, ვირუსს ჯამში 3,5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: BBC.com

გაერთიანებულ სამეფოში "ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს

ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა -  დაღუპულია 3 ადამიანი

როგორი იყო ენტონი ფაუჩის შეხედულებები ვირუსზე პანდემიის დასაწყისში და რა წერია მის პირად მიმოწერებში - ელექტრონული შეტყობინებების სკანდალის დეტალები