პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოუში გადამწყვეტი ბრძოლები იწყება" - რისთვის ემზადება "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ექვსეული და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ
"შოუში გადამწყვეტი ბრძოლები იწყება" - რისთვის ემზადება "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ექვსეული და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ

„ფორ­მუ­ლას“ „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში“ კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა. ექ­ვსი წყვი­ლი იბ­რძვის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, სა­დაც თი­თო­ე­ულს კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, ცოდ­ნა, ბრძო­ლის ჟინი კი­დევ უფრო სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე. თუმ­ცა რო­გორც არ უნდა წა­ვი­დეს საქ­მე, ისი­ნი უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რად­გან ხუმ­რო­ბა არ არის, ასეთ რთულ მა­რა­თონს გა­უძ­ლო და ამ­დე­ნი კარ­გი კონ­კურ­სან­ტი უკან ჩა­მო­ი­ტო­ვო. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთს სა­უ­კე­თე­სო ექ­ვსე­უ­ლი შე­ე­ჯიბ­რე­ბა.

AMBEBI.GE კი ახ­ლოს ორ წყვილს გა­გაც­ნობთ. ქი­ზი­ყელ ძმებს - დი­მიტ­რი და ომარ ბე­ნაშ­ვი­ლებს და თორღვა გო­გო­ჭურ­სა და ნი­კო­ლოზ მჭედ­ლიშ­ვილს. დი­მიტ­რი და ომა­რი პრო­ფე­სი­ით მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან, ორი­ვეს უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე და უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბენ. დი­მიტ­რი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ხელი აქვს. „პირ­ველ რიგ­ში ვარ კრე­ა­ტი­უ­ლი და ვფიქ­რობ, ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის აქამ­დე ნა­ოც­ნე­ბა­რის მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა - მე­ტის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს ის.

ომა­რი:

- მომ­წონს ჩემი პრო­ფე­სია, საქ­მეს გუ­ლით ვუდ­გე­ბი და ასე­ვე ვა­კე­თებ თი­თო­ე­ულ კერძს. ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნია, სა­დაც უკვე საკ­მა­ოდ კარგ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ეთ, გარ­კვე­ულ სა­ფე­ხურ­ზე ავე­დით. ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი ვართ.

დი­მიტ­რი:

- ჩვემ­თვის მთა­ვა­რი მხო­ლოდ ბი­ნის მო­გე­ბა არ არის. რო­გორც გი­თხა­რით, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, ვართ კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი და ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, რომ ეს პრო­ექ­ტი ჩვენ­თვის პრო­ფე­სი­უ­ლად კი­დევ მეტი წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. ამის­თვის მო­ვე­დით შო­უ­ში. ამას­თან, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. კარ­გად გა­მოგ­ვდის გე­მო­ე­ბის შე­ხა­მე­ბა ისე, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ და თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი კერ­ძი იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. ამი­ტომ არა­ნა­ი­რი სი­ურპრი­ზის არ გვე­ში­ნია. სა­ერ­თოდ კი, ქი­ზი­ყე­ლე­ბი ვართ და ჩვენ­თვის შიში არა­ნა­ირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, უკან არ ვი­ხევთ, ეს არ გვჩ­ვე­ვია. მხო­ლოდ წინ და წინ!

ომა­რი:

- სწო­რად ამ­ბობს დი­მიტ­რი, ასეა. ვფიქ­რობ, რომ მარ­თლაც ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად ვართ, რომ ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯოთ და მაქ­სი­მუ­მი დავ­დოთ.

- კონ­კურ­სან­ტებ­ზე, ანუ თქვენს კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას გვე­ტყვით და სა­ერ­თოდ, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ შოუს მო­ნა­წი­ლე­ებს?

დი­მიტ­რი:

- ყვე­ლა­ნი ერ­თად ვართ, ერ­თად ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს და თი­თო­ე­უ­ლი ვიბ­რძვით. არა­ვის­თან არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ გვაქვს, პი­რი­ქით, ჩვენ შო­რის უფრო მე­გობ­რუ­ლი წრე შე­იკ­რა. ყო­ველ ტურ­ზე წყვი­ლე­ბი გვე­თი­შე­ბა, რა­ზეც გული გვტკი­ვა. არა­და, კონ­კურ­სია - ბო­ლოს მხო­ლოდ ერთი წყვი­ლი უნდა დარ­ჩეს. ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლა ერ­თად ვართ, მე­გობ­რუ­ლად, ისე გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, რომ ვერც კი ვგრძნობთ, რომ კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ. პრო­ექ­ტი­დან წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხომ ძნე­ლია გა­ვარ­დნა და ჩვენ­თვი­საც რთუ­ლია, ვინც გვტო­ვებს, მათ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მათ, ვინც პრო­ექ­ტში დარ­ჩნენ, ყვე­ლა­ნი კარ­გე­ბი არი­ან, მომ­ზა­დე­ბა კარ­გად შე­უძ­ლი­ათ. ჩვე­ნი წყვი­ლი ისე­თი ჟი­ნით იბ­რძო­ლებს, არც კრე­ა­ტივს და­ვაკ­ლებთ, არც ცოდ­ნას და ეს კი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გე­მო­ე­ბის მე­ტად დახ­ვე­წას და­ეხ­მა­რე­ბა.

ომა­რი:

- თა­ვი­დან რომ მო­ვე­დით, არა­ვის ვიც­ნობ­დით. პრო­ექ­ტმა დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებთ. ჩვენ ხომ გვწყდე­ბა იმ წყვი­ლებ­ზე გული, ვინც შოუს ეთი­შე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენც რომ დავ­ტო­ვოთ, გული ყვე­ლას და­წყდე­ბა. დიდი ოჯა­ხი­ვით ვართ. მოკ­ლედ, კონ­კუ­რენ­ტე­ბი კი ვართ, მაგ­რამ რო­გორც ქი­ზი­ყე­ლე­ბი - „ჟილ­კი­ა­ნე­ბი“ და კონ­კურ­სან­ტე­ბის არ გვე­ში­ნია.

- თქვენ­თვის ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი კერ­ძე­ბი რომ­ლე­ბია?

დი­მიტ­რი:

- მწვა­დი, ხინ­კა­ლი და ჩა­ნა­ხი რო­გორც არის, ისე უნდა დარ­ჩეს, მათი ინ­ტერპრე­ტა­ცია არ შე­იძ­ლე­ბა.

ომა­რი:

- მე ჩა­ქა­ფულ­საც და­ვა­მა­ტებ­დი, რაც წი­ნაპ­რებ­მა ის­ტო­რი­უ­ლად დაგ­ვი­ტო­ვეს თა­ვის ყვე­ლაფ­რით, ეს გე­მო­ე­ბი არ უნდა და­ირ­ღვეს.

- და რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი - ფი­ნალ­ში გახ­ვალთ?

დი­მიტ­რი:

- მი­უ­ხე­დად იმი­სა, რომ გვყავს ძა­ლი­ან კარ­გი კონ­კურ­სან­ტე­ბი, ვიბ­რძვით იმის­თვის, რომ ვი­ყოთ პირ­ვე­ლე­ბი. აქამ­დე რომ მო­ვე­დით, ეს უკვე დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა, არა მარ­ტო ჩვენ­თვის, არა­მედ მათ­თვის, ვინც დავ­რჩით, მაგ­რამ ბრძო­ლა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

თორღვა გო­გო­ჭუ­რი ხევ­სუ­რია, მისი მე­წყვი­ლე ნი­კო­ლოზ მჭედ­ლიშ­ვი­ლი ქარ­თლე­ლი, წარ­მო­შო­ბით კას­პი­დან:

„კი, ხევ­სუ­რი ვარ, ერთი დიდი მომ­ღე­რა­ლი ოჯა­ხი­დან. მომ­ღე­რა­ლი „დები გო­გო­ჭუ­რე­ბი“ ჩემი დები არი­ან. ასე­ვე მო­ცეკ­ვა­ვეც ვი­ყა­ვი, „ერი­სი­ონ­ში“ ვცეკ­ვავ­დი. მეღ­ვი­ნე­ო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ მერე კუ­ლი­ნა­რი­ას წავ­ყე­ვი. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ მოვ­ხვდი შე­ფებ­თან და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ისე ცუდ სა­ფე­ხურ­ზე აღ­მოვ­ჩნდი. ახლა ამ შოუს კონ­კურ­სან­ტი ვარ“, - გვე­უბ­ნე­ბა თორღვა, რო­მელ­საც მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად, პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა უნდა, რა­ღაც დო­ნე­ზე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თა­ვის გაც­ნო­ბაც.

„ასე­ვე ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ის არის, რომ ახალ­გაზ­რდა მზა­რე­უ­ლე­ბი ვართ და სურ­ვი­ლი გვაქვს, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში და გან­ვა­ვი­თა­როთ. მერე კი სურ­ვი­ლი მაქვს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლა ეს­პა­ნეთ­ში, ან ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში გა­ვაგ­რძე­ლო, სა­დაც სა­თა­ნა­დო სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას მი­ვი­ღებ. ეს იმის­თვის, რომ მე­ტად გა­ვამ­დიდ­რო, გა­ვა­ცო­ცხლო და უკე­თე­სად წარ­მო­ვა­ჩი­ნო ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია.

- შე­ფე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ და­ვა­ლე­ბებ­ზე რას იტყვი. თან­და­თან რთულ­დე­ბა ამო­ცა­ნე­ბი...

- კი, და­ვა­ლე­ბე­ბი ყო­ველ ეტაპ­ზე რთულ­დე­ბა და შო­უ­ში სულ უფრო ცოტა კონ­კურ­სან­ტი რჩე­ბა. ამის გამო სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის რჩე­ბი­ან. ემა­ტე­ბა ტუ­რე­ბი, რო­მელ­შიც უფრო რთულ, და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წარ­მო­ვა­ჩენთ თავს. ამას­თან, წინ მეტი სი­ურპრი­ზი გვე­ლო­დე­ბა, კი­დევ ძა­ლი­ან უნდა გამ­წვავ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან შო­უ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლე­ბი და­ი­წყე­ბა. წინ მივ­დი­ვართ და თან­და­თან აზარ­ტი გვე­მა­ტე­ბა, სტი­მუ­ლიც გვეძ­ლე­ვა. გვინ­და, ჩვენს თავ­ზე უფრო ვი­მუ­შა­ვოთ და ამ პრო­ექ­ტში მე­ტად განვვი­თარ­დეთ.

- ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო რა არის შენ­თვის, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ ხევ­სუ­რი ხარ?

- ჩემი აზ­რით, პირ­ველ რიგ­ში, ის ტრა­დი­ცი­ი­დან მო­დის, შემ­დეგ თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლი­დან და აქე­დან გმომ­დი­ნა­რე, გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­დან. ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ისე­თი კერ­ძე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია. მას არ უნდა შე­ე­ხო, თუმ­ცა არის ისე­თიც, გან­ვი­თა­რე­ბა რომ უნდა. გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი ბევ­რია. სა­ერ­თოდ კი, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი შე­დევ­რე­ბის ქვე­ყა­ნა ვართ.

- რა არის ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და გან­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი?

- მა­გა­ლი­თად, ხინ­კა­ლი და კე­ცე­უ­ლი, ჩვენ­თან ხევ­სუ­რეთ­ში ერთ-ერთ კერძს კე­ცე­ულს ეძა­ხი­ან. სვა­ნუ­რი კუპ­და­რის მსგავ­სად ცომ­ში გულ­სარ­თად სა­ქონ­ლის ხორ­ცი აქვს. მას 30% ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცის და­მა­ტე­ბაც უნდა, ასე­ვე ხახ­ვი, ცოტა ღან­ძი­ლი, ბექ­ქონ­და­რა, ხოლო მა­რი­ლი და და­ღერ­ღი­ლი წი­წა­კა კი - გე­მოვ­ნე­ბით. შემ­დეგ კი „ფეჩ­ზე“ ორი­ვე მხრი­დან ცხვე­ბა, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. ეს ხელ­შე­უ­ხებ­ლად მი­მაჩ­ნია, ასე­ვე ჩა­ქა­ფუ­ლიც. ჩემი აზ­რით, გან­ვი­თა­რე­ბა ისეთ კერ­ძებს უნდა, რო­მე­ლიც მი­ვი­წყე­ბუ­ლია. ახალ­გზარ­და მზა­რე­უ­ლე­ბი და კუ­ლი­ნა­რე­ბი მაგ მო­ტი­ვა­ცი­ით უნდა ვი­ყოთ, რომ ძვე­ლი, მი­ვი­წყე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი გან­ვა­ვი­თა­როთ და ახა­ლი სი­ცო­ცხლე შევ­ძი­ნოთ.

- მე­წყვი­ლე­ზე რას გვე­ტყვი?

- ჩემი და ჩემი მე­წყვი­ლეს აზ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. სა­დღაც ერთი წე­ლია, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ და პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. უფრო სწო­რად, კუ­ლი­ნა­რი­ამ დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ვი­ნა­ი­დან ამ შო­უს­თვის ორი­ვე მე­წყვი­ლეს ვე­ძებ­დით, მო­ვი­ფიქ­რეთ, რომ ერ­თმა­ნე­თის წყვი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ასე რომ, შე­ვე­წყეთ ხა­სი­ა­თით, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კუ­თხი­თაც და კარ­გი ტან­დე­მი გა­მოგ­ვი­ვი­და.

ლილი
0

,,მასტერშეფთან" ახლოს ვერ მივა ვერავინ. მართლა სანახაობაა-ცოცხალი, კარგი რეჟისურით, კარგი მონტაჟით, საინტერესო, განსხვავებული პერსონაჟებითვდა და განსაკუთრებით შეფებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"შოუში გადამწყვეტი ბრძოლები იწყება" - რისთვის ემზადება "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ექვსეული და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ

"შოუში გადამწყვეტი ბრძოლები იწყება" - რისთვის ემზადება "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ექვსეული და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ

„ფორმულას“ „სამზარეულოს ომებში“ კიდევ უფრო დაიძაბა მდგომარეობა. ექვსი წყვილი იბრძვის გამარჯვებისთვის, სადაც თითოეულს კრეატიულობა, ცოდნა, ბრძოლის ჟინი კიდევ უფრო სჭირდება, ვიდრე აქამდე. თუმცა როგორც არ უნდა წავიდეს საქმე, ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რადგან ხუმრობა არ არის, ასეთ რთულ მარათონს გაუძლო და ამდენი კარგი კონკურსანტი უკან ჩამოიტოვო. მოკლედ, ერთმანეთს საუკეთესო ექვსეული შეეჯიბრება.

AMBEBI.GE კი ახლოს ორ წყვილს გაგაცნობთ. ქიზიყელ ძმებს - დიმიტრი და ომარ ბენაშვილებს და თორღვა გოგოჭურსა და ნიკოლოზ მჭედლიშვილს. დიმიტრი და ომარი პროფესიით მზარეულები არიან, ორივეს უყვარს თავისი საქმე და უკვე რამდენიმე წელია, თავიანთი პროფესიით მუშაობენ. დიმიტრი ამბობს, რომ ძალიან კარგი ხელი აქვს. „პირველ რიგში ვარ კრეატიული და ვფიქრობ, ეს პროექტი ჩემთვის აქამდე ნაოცნებარის მიღწევა იქნება - მეტის სწავლა შეიძლება,“ - აღნიშნავს ის.

ომარი:

- მომწონს ჩემი პროფესია, საქმეს გულით ვუდგები და ასევე ვაკეთებ თითოეულ კერძს. ეს პროექტი ჩემთვის წარმატების მომტანია, სადაც უკვე საკმაოდ კარგ შედეგს მივაღწიეთ, გარკვეულ საფეხურზე ავედით. ერთ-ერთი წარმატებული მზარეულები ვართ.

დიმიტრი:

- ჩვემთვის მთავარი მხოლოდ ბინის მოგება არ არის. როგორც გითხარით, დიდი გამოცდილება გვაქვს, ვართ კრეატიულები და ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ჩვენთვის პროფესიულად კიდევ მეტი წარმატების მომტანი იქნება. ამისთვის მოვედით შოუში. ამასთან, ძალიან გვიყვარს ქართული სამზარეულო. კარგად გამოგვდის გემოების შეხამება ისე, რომ ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოვიყვანოთ და თითოეული ჩვენი კერძი იყოს მრავალფეროვანი. ამიტომ არანაირი სიურპრიზის არ გვეშინია. საერთოდ კი, ქიზიყელები ვართ და ჩვენთვის შიში არანაირ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს, უკან არ ვიხევთ, ეს არ გვჩვევია. მხოლოდ წინ და წინ!

ომარი:

- სწორად ამბობს დიმიტრი, ასეა. ვფიქრობ, რომ მართლაც ყველანაირი გამოწვევისთვის მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და მაქსიმუმი დავდოთ.

- კონკურსანტებზე, ანუ თქვენს კონკურენტებზე რას გვეტყვით და საერთოდ, როგორი ურთიერთდამოკიდებულება გაქვთ შოუს მონაწილეებს?

დიმიტრი:

- ყველანი ერთად ვართ, ერთად ვაკეთებთ ყველაფერს და თითოეული ვიბრძვით. არავისთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ შორის უფრო მეგობრული წრე შეიკრა. ყოველ ტურზე წყვილები გვეთიშება, რაზეც გული გვტკივა. არადა, კონკურსია - ბოლოს მხოლოდ ერთი წყვილი უნდა დარჩეს. ხომ ვამბობ, ყველა ერთად ვართ, მეგობრულად, ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ ვერც კი ვგრძნობთ, რომ კონკურენტები ვართ. პროექტიდან წასული ადამიანებისთვის ხომ ძნელია გავარდნა და ჩვენთვისაც რთულია, ვინც გვტოვებს, მათთან დამშვიდობება. რაც შეეხება მათ, ვინც პროექტში დარჩნენ, ყველანი კარგები არიან, მომზადება კარგად შეუძლიათ. ჩვენი წყვილი ისეთი ჟინით იბრძოლებს, არც კრეატივს დავაკლებთ, არც ცოდნას და ეს კი ქართული სამზარეულოს გემოების მეტად დახვეწას დაეხმარება.

ომარი:

- თავიდან რომ მოვედით, არავის ვიცნობდით. პროექტმა დაგვაახლოვა. ერთად დიდ დროს ვატარებთ. ჩვენ ხომ გვწყდება იმ წყვილებზე გული, ვინც შოუს ეთიშება, დარწმუნებული ვარ, ჩვენც რომ დავტოვოთ, გული ყველას დაწყდება. დიდი ოჯახივით ვართ. მოკლედ, კონკურენტები კი ვართ, მაგრამ როგორც ქიზიყელები - „ჟილკიანები“ და კონკურსანტების არ გვეშინია.

- თქვენთვის ქართული სამზარეულოდან ხელშეუხებელი კერძები რომლებია?

დიმიტრი:

- მწვადი, ხინკალი და ჩანახი როგორც არის, ისე უნდა დარჩეს, მათი ინტერპრეტაცია არ შეიძლება.

ომარი:

- მე ჩაქაფულსაც დავამატებდი, რაც წინაპრებმა ისტორიულად დაგვიტოვეს თავის ყველაფრით, ეს გემოები არ უნდა დაირღვეს.

- და როგორია თქვენი მოლოდინი - ფინალში გახვალთ?

დიმიტრი:

- მიუხედად იმისა, რომ გვყავს ძალიან კარგი კონკურსანტები, ვიბრძვით იმისთვის, რომ ვიყოთ პირველები. აქამდე რომ მოვედით, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მათთვის, ვინც დავრჩით, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

თორღვა გოგოჭური ხევსურია, მისი მეწყვილე ნიკოლოზ მჭედლიშვილი ქართლელი, წარმოშობით კასპიდან:

„კი, ხევსური ვარ, ერთი დიდი მომღერალი ოჯახიდან. მომღერალი „დები გოგოჭურები“ ჩემი დები არიან. ასევე მოცეკვავეც ვიყავი, „ერისიონში“ ვცეკვავდი. მეღვინეობა მინდოდა, მაგრამ მერე კულინარიას წავყევი. აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია დავამთავრე. შემდეგ მოვხვდი შეფებთან და 2 წლის განმავლობაში არც ისე ცუდ საფეხურზე აღმოვჩნდი. ახლა ამ შოუს კონკურსანტი ვარ“, - გვეუბნება თორღვა, რომელსაც მეწყვილესთან ერთად, პირველ რიგში, ძალების მოსინჯვა უნდა, რაღაც დონეზე ფართო საზოგადოებისთვის თავის გაცნობაც.

„ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ახალგაზრდა მზარეულები ვართ და სურვილი გვაქვს, წვლილი შევიტანოთ ქართულ კულინარიაში და განვავითაროთ. მერე კი სურვილი მაქვს, ამ მიმართულებით სწავლა ესპანეთში, ან ევროპის რომელიმე წამყვან ქვეყანაში გავაგრძელო, სადაც სათანადო სწავლა-განათლებას მივიღებ. ეს იმისთვის, რომ მეტად გავამდიდრო, გავაცოცხლო და უკეთესად წარმოვაჩინო ქართული კულინარია.

- შეფების შემოთავაზებულ დავალებებზე რას იტყვი. თანდათან რთულდება ამოცანები...

- კი, დავალებები ყოველ ეტაპზე რთულდება და შოუში სულ უფრო ცოტა კონკურსანტი რჩება. ამის გამო საუკეთესოები საუკეთესოთა შორის რჩებიან. ემატება ტურები, რომელშიც უფრო რთულ, დაძაბულ სიტუაციაში წარმოვაჩენთ თავს. ამასთან, წინ მეტი სიურპრიზი გველოდება, კიდევ ძალიან უნდა გამწვავდეს მდგომარეობა, რადგან შოუში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ბრძოლები დაიწყება. წინ მივდივართ და თანდათან აზარტი გვემატება, სტიმულიც გვეძლევა. გვინდა, ჩვენს თავზე უფრო ვიმუშავოთ და ამ პროექტში მეტად განვვითარდეთ.

- ქართული სამზარეულო რა არის შენთვის, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხევსური ხარ?

- ჩემი აზრით, პირველ რიგში, ის ტრადიციიდან მოდის, შემდეგ თითოეული კუთხის ინდივიდუალური მახასიათებლიდან და აქედან გმომდინარე, გემოვნური თვისებებიდან. ქართულ კულინარიაში ისეთი კერძები არსებობს, რომლებიც ხელუხლებელია. მას არ უნდა შეეხო, თუმცა არის ისეთიც, განვითარება რომ უნდა. გასავითარებელი ბევრია. საერთოდ კი, გასტრონომიული შედევრების ქვეყანა ვართ.

- რა არის ხელშეუხებელი და განსავითარებელი?

- მაგალითად, ხინკალი და კეცეული, ჩვენთან ხევსურეთში ერთ-ერთ კერძს კეცეულს ეძახიან. სვანური კუპდარის მსგავსად ცომში გულსართად საქონლის ხორცი აქვს. მას 30% ცხიმიანი ხორცის დამატებაც უნდა, ასევე ხახვი, ცოტა ღანძილი, ბექქონდარა, ხოლო მარილი და დაღერღილი წიწაკა კი - გემოვნებით. შემდეგ კი „ფეჩზე“ ორივე მხრიდან ცხვება, ძალიან გემრიელია. ეს ხელშეუხებლად მიმაჩნია, ასევე ჩაქაფულიც. ჩემი აზრით, განვითარება ისეთ კერძებს უნდა, რომელიც მივიწყებულია. ახალგზარდა მზარეულები და კულინარები მაგ მოტივაციით უნდა ვიყოთ, რომ ძველი, მივიწყებული კერძები განვავითაროთ და ახალი სიცოცხლე შევძინოთ.

- მეწყვილეზე რას გვეტყვი?

- ჩემი და ჩემი მეწყვილეს აზრები ერთმანეთს ემთხვევა. სადღაც ერთი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და პროფესიული თვალსაზრისითაც გავიცანით ერთმანეთი. უფრო სწორად, კულინარიამ დაგვაახლოვა. ვინაიდან ამ შოუსთვის ორივე მეწყვილეს ვეძებდით, მოვიფიქრეთ, რომ ერთმანეთის წყვილი ვყოფილიყავით. ასე რომ, შევეწყეთ ხასიათით, კულინარიული კუთხითაც და კარგი ტანდემი გამოგვივიდა.

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას

17 ივლისს საქართველოს ლეგენდარული DJ Terrence Parker ეწვევა

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა