სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს
რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს’’ მდი­ვა­ნი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის „ინ­დუ­რი შტა­მის“ მი­მართ ეფექ­ტუ­რია.

კერ­ძოდ, რო­გორც კა­ლო­ი­ა­ნი „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ აღ­ნიშ­ნავს, „ფა­ი­ზე­რი“ „ინ­დუ­რი შტა­მის“ მი­მართ 80%-ის ფარ­გლებ­შია ეფექ­ტუ­რი, "ას­ტრა­ზე­ნე­კა" 60%-იანი დაც­ვით ხა­სი­ათ­დე­ბა, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა „სი­ნო­ფარ­მის“ და „სი­ნო­ვა­კის“ ეფექ­ტუ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ციფ­რე­ბი ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა, სა­უბ­რო­ბენ, რომ ორი­ვე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის მი­მართ ეფექ­ტუ­რია.

"ფა­ი­ზერ­ზე" ვი­ცით, რომ 80%-ის ფარ­გლებ­ში არის მისი ეფექ­ტუ­რო­ბა ამ შტა­მის მი­მართ. ზო­გა­დად, "ფა­ი­ზე­რი" ყვე­ლა­ზე კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი და ბევრ კვლე­ვა­გავ­ლი­ლი ვაქ­ცი­ნაა. "ას­ტრა­ზე­ნე­კა" 60%-იანი დაც­ვით არის ამ კონ­კრე­ტუ­ლი შტა­მის მი­მართ. "სი­ნო­ფარ­მთან" და "სი­ნო­ვაკ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია. ეს ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წრე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­აა, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი არ არის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი“,- აღ­ნიშ­ნავს კა­ლო­ი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, "სი­ნო­ფარ­მი" არ არის სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის­გან დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა, ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით გვი­ცავს და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის­გან. „ფა­ი­ზე­რი“ და „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ კი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის­გან დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "სი­ნო­ფარ­მი" არ არის სა­უ­კე­თე­სო ვაქ­ცი­ნა ინ­ფექ­ცი­ის დამ­მარ­თე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით, ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით გვი­ცავს მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის­გან და 100%-ით გვი­ცავს გარ­დაც­ვა­ლე­ბის­გან. ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით ის საკ­მა­ოდ უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნაა, თუმ­ცა, მას აქვს არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი შე­დე­გე­ბი. პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­მა­მად შე­უძ­ლი­ათ ვურ­ჩი­ოთ, რომ აიც­რან.

რა თქმა უნდა, „ფა­ი­ზე­რიც“ და „ას­ტრა­ზე­ნე­კაც“ მეტი ეფექ­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ინ­ფექ­ცი­ის და­მარ­თე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა, „სი­ნო­ფარ­მით“ აც­რის შემ­თხვე­ვა­ში, კო­რო­ნა­ვირუსს გა­და­ვი­ტანთ ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვად. თუ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ და „ფა­ი­ზე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ 5%-ის ფარ­გლებ­შია და­მარ­თე­ბის რის­კი, აქ ეს რის­კი მა­ღა­ლია. გა­და­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი ამ ინ­ფექ­ცი­ას მსუ­ბუ­ქად გა­და­ვი­ტანთ“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ლო­ი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ 5 მოგ­ზა­ურს ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და იზო­ლი­რე­ბუ­ლია.

კოლა
3

კაი ვაქცინა რომელია ისედაც ვიცით.ეხლა ის გვინდა ვიცოდეთ როდის ჩამოვა? მარტო ისაა ცნობილი არცევნები ოქტომბერში რომ ჩატარდება,აი საყოველთაო ვაქცინაცია კი როდის დაიწყება აქამდე არ იცის ხალხმა.სერიოზული ვაქცინაცია და არა ეს მაიმუნობა წარუმატებელი ფორმით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს

რამდენად ეფექტურია საქართველოში არსებული ვაქცინები "ინდური შტამის" მიმართ - ვახტანგ კალოიანი კონკრეტულ ციფრებს ასახელებს

“ევროპული საქართველოს’’ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინები კორონავირუსის „ინდური შტამის“ მიმართ ეფექტურია.

კერძოდ, როგორც კალოიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნავს, „ფაიზერი“ „ინდური შტამის“ მიმართ 80%-ის ფარგლებშია ეფექტური, "ასტრაზენეკა" 60%-იანი დაცვით ხასიათდება, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ეფექტურობის ამსახველი ციფრები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, საუბრობენ, რომ ორივე ჩინური ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ ეფექტურია.

"ფაიზერზე" ვიცით, რომ 80%-ის ფარგლებში არის მისი ეფექტურობა ამ შტამის მიმართ. ზოგადად, "ფაიზერი" ყველაზე კარგად შესწავლილი და ბევრ კვლევაგავლილი ვაქცინაა. "ასტრაზენეკა" 60%-იანი დაცვით არის ამ კონკრეტული შტამის მიმართ. "სინოფარმთან" და "სინოვაკთან" დაკავშირებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის საკმაოდ ეფექტურია. ეს ჩინეთის ოფიციალური წრეების ინფორმაციაა, თუმცა, კონკრეტული ციფრები არ არის გამოქვეყნებული“,- აღნიშნავს კალოიანი.

მისივე თქმით, "სინოფარმი" არ არის საუკეთესო ვაქცინა კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის თვალსაზრისით, თუმცა, ის ძალიან მაღალი პროცენტით გვიცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ კი კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის თვალსაზრისით მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

„მიუხედავად იმისა, რომ "სინოფარმი" არ არის საუკეთესო ვაქცინა ინფექციის დამმართების დაცვის თვალსაზრისით, ის ძალიან მაღალი პროცენტით გვიცავს მძიმე მიმდინარეობისგან და 100%-ით გვიცავს გარდაცვალებისგან. ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ის საკმაოდ უსაფრთხო ვაქცინაა, თუმცა, მას აქვს არადამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური შედეგები. პროფესიული ეთიკის და პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოქალაქეებს თამამად შეუძლიათ ვურჩიოთ, რომ აიცრან.

რა თქმა უნდა, „ფაიზერიც“ და „ასტრაზენეკაც“ მეტი ეფექტურობით გამოირჩევიან ინფექციის დამართების თვალსაზრისით, თუმცა, „სინოფარმით“ აცრის შემთხვევაში, კორონავირუსს გადავიტანთ ბევრად უფრო მარტივად. თუ „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში მხოლოდ 5%-ის ფარგლებშია დამართების რისკი, აქ ეს რისკი მაღალია. გადატანის შემთხვევაშიც კი ამ ინფექციას მსუბუქად გადავიტანთ“, - აღნიშნავს კალოიანი.

ცნობისთვის, საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

პოლიციელი დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, ერთ-ერთი პოლიციელი შეუძლოდ გახდა (ვიდეო)

გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 195 პირი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ვითარება რეგიონებში

"დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც "ენკას" მუშები ისხდნენ, ეს პოლიციის ფუნქცია არ არის" - ახალი ცნობები რიონის ხეობიდან