პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ - „რედიზაინის“ წამყვანები ერთმანეთის შესახებ
ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ - „რედიზაინის“ წამყვანები ერთმანეთის შესახებ

ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე, ხა­რის­ხი­ა­ნი და სრუ­ლი­ად უფა­სოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი და შე­დე­გით გა­ო­ცე­ბუ­ლი ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი - ეს იმ გა­და­ცე­მის მოკ­ლე აღ­წე­რაა, რო­მელ­მაც უკვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სახ­ლს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა.

გა­და­ცე­მა„რე­დი­ზა­ი­ნი“ ცოტა ხნის წინ TV პირ­ველ­ზე და­ი­წყო და ათა­სო­ბით ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­ი­ძი­ნა. მისი მხი­ა­რუ­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ანა ქურ­თუ­ბა­ძე და ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კი მა­ყუ­რებ­ლის ფა­ვო­რი­ტი დუ­ე­ტი გახ­და.

ანას და ნო­დოს ხა­ლი­სი­ა­ნი წაყ­ვა­ნის სტი­ლი და ერ­თმა­ნე­თით „უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა“ ფე­ის­ბუქ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან გან­ხილ­ვის თემა ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე. გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ სა­კი­თხზე ორი­ვე წამ­ყვა­ნი ჩაგ­ვე­წე­რა და ცოტა რამ ერ­თმა­ნეთ­ზეც გვე­კი­თხა:

ანა „რე­დი­ზა­ინ­ზე“ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს და გვი­ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და ემო­ცი­უ­რია, როცა გა­ხა­რე­ბუ­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­ებს ხე­დავ და ამ ყვე­ლა­ფერ­ში წვლი­ლი თა­ვა­დაც მი­გი­ძღვის.

თა­ვის მხრივ, ნო­დომ აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, „რე­დი­ზა­ი­ნი“ მის­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გან­სხვა­ვე­ბულ ფორ­მატს ით­ვა­ლის­წი­ნებს და თან ემო­ცი­უ­რი ფონი ახ­ლავს.

კი­თხვა­ზე, რო­გო­რია ნო­დოს­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, ანა გვპა­სუ­ხობს, რომ მას­თან ერ­თად გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის პრო­ცე­სი „კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნოა“:

„ჩვე­ნი დუ­ე­ტი მა­ყუ­რებ­ლის­გან ხში­რად და­დე­ბით გა­მოხ­მა­უ­რე­ბას იღებს. ხში­რად „ვმა­ი­მუ­ნობთ“, ვხუმ­რობთ, „ცუ­დად ვიქ­ცე­ვით“... პი­რა­დად ჩვენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი ბევრ და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას გვწე­რენ ხოლ­მე. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის, გა­ვარ­თოთ მა­ყუ­რე­ბე­ლი და კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ვა­ყე­ნოთ. იმის ფონ­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­უ­რი ვით­რე­ბაა და მო­წყე­ნის ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, ვცდი­ლობთ, მხი­ა­რუ­ლი გა­და­ცე­მა შევ­ქმნათ და მა­ყუ­რე­ბელს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის­გან გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ“, - აღ­ნიშ­ნა ანამ.

თა­ვის თა­ნა­წამ­ყვან­ზე სულ სხვა რა­მეს გვე­უბ­ნე­ბა ნოდო. რო­გორც თა­ვად გვი­ამ­ბობს, ანას­თან მუ­შა­ო­ბა „რთუ­ლი“ და ხან­და­ხან აუ­ტა­ნე­ლია, თუმ­ცა ისი­ნი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

„ანას­თან მუ­შა­ო­ბა არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, აუ­ტა­ნე­ლი, თან მე­ცი­ნე­ბა ამას რომ ვამ­ბობ. მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ დიდი ხა­ნია, ვმე­გობ­რობთ, თუმ­ცა გა­და­ცე­მა­ში კი­დევ უფრო სხვა­ნა­ი­რად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და კადრს მიღ­მა კი­დევ უფრო და­ვახ­ლოვ­დით. ალ­ბათ ეს სირ­თუ­ლეც ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვაა და ალ­ბათ ამა­საც ორი­ვე ვუმკლავ­დე­ბით. კადრში არ ჩანს, რომ ჩვენ „მტრუ­ლად“ ვმუ­შა­ობთ ერ­თმა­ნეთ­თან, რად­გან ზოგ­ჯერ სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი გვაქვს ხოლ­მე“, - გან­გვი­მარ­ტა ნო­დომ.

კი­თხვა­ზე, ასე­თი სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო რო­გორ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ წამ­ყვა­ნე­ბი, ნოდო აღ­ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი რამ ეკ­რა­ნებ­ზე არ ჩანს.

„თუკი სკო­ლის ასაკ­ში თქვენ­თვის თმა მო­უ­წიწ­კნი­ათ, უფრო მსგავ­სია ჩემი და ანას ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან გა­და­ცე­მა­ში ყვე­ლა­ფე­რი არ ჩანს და ალ­ბათ არც უნდა ჩან­დეს, ამა­ზე ალ­ბათ შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ, რო­დე­საც პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი დას­რულ­დე­ბა. მა­ნამ­დე მე ჩემ­სა და ანას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. მე და ანა ადრე ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ახლა კი­დევ უფრო ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ნო­დომ.

ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­და, წამ­ყვა­ნე­ბი „რე­დი­ზა­ი­ნის“ გუნდთან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გვი­ზი­ა­რე­ბენ. მათი თქმით, „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და ხე­ლოს­ნე­ბი მთე­ლი თა­ვი­ან­თი რე­სურ­სით არი­ან გა­და­ცე­მა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი და­დონ.

„რე­მონ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ როცა ვნა­ხუ­ლობ გა­ნახ­ლე­ბულ ოთახს და შემ­დეგ ძველს ვიხ­სე­ნებ, ვხვდე­ბი, რამ­ხე­ლა საქ­მე გა­ა­კე­თეს „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რებ­მა და მინ­და, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო კომ­პა­ნი­ებს და მთელს გუნდს, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს. რაც მთა­ვა­რია, ის ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი, რო­მელ­საც ბი­ნის ჩა­ბა­რე­ბი­სას ვუ­ყუ­რებ, ალ­ბათ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რად­გან ეს არის ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი - ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა, მათ­თვის რა­ი­მე სა­სი­კე­თოს გა­კე­თე­ბა. როცა ფე­ის­ბუქ გვერ­დზე უამ­რა­ვი მად­ლო­ბის წე­რი­ლი შე­მოგ­ვდის, ვხვდე­ბით, რომ პრო­ექ­ტი შედ­გა და ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად და კარ­გა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს ნოდო.

„შე­იძ­ლე­ბა, ცოტა ბა­ნა­ლუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ერთი ოჯა­ხი­ვით ვართ, ნამ­დვი­ლად ასეა, არ მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ. ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ და სამ­სა­ხურს ვერ ვარ­ქმევ, იმ­დე­ნად ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოა და ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. რე­მონ­ტის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­სა და მთე­ლი იმ გუნ­დის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, ბევ­რი სი­ახ­ლე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ალ­ბათ ასეა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც.

თუ გსურთ, „რე­დი­ზა­ი­ნის“ მხი­ა­რუ­ლი წამ­ყვა­ნე­ბი თქვენ­თა­ნაც მო­ვიდ­ნენ, ამი­სათ­ვის გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი ოთა­ხის ფო­ტო­ე­ბი და წე­რი­ლი გა­და­ცე­მის ფე­ის­ბუქ გვერდს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით უნდა გა­უგ­ზავ­ნოთ. შერ­ჩე­ვის შემ­დეგ კი ისი­ნი პი­რა­დად გეს­ტუმ­რე­ბი­ან და „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და ხე­ლოს­ნე­ბი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს და­ი­წყე­ბენ.

რა ემო­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა?

ანა ქურ­თუ­ბა­ძე: ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პირ­ვე­ლად შე­ვე­ჩე­ხე რე­მონ­ტის თე­მას, აქამ­დე სა­ერ­თოდ არ ვი­ყა­ვი რა რო­გორ უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და მეც ძა­ლი­ან ბევ­რს ვსწავ­ლობ. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და ემო­ცი­უ­რია, როცა ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ერ სა­ხე­ებს, როცა მათ­თან მივ­დი­ვართ და მე და ნოდო ვუ­კა­კუ­ნებთ კარ­ზე და ვხე­დავთ მათ ბედ­ნი­ერ სა­ხე­ებს. ბო­ლოს შე­დე­გიც რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა გა­ო­ცე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შე­დი­ან ხოლ­მე გა­ნახ­ლე­ბულ ოთახ­ში და ვე­ღარ ცნო­ბენ მას.

ნო­დოს­თან მუ­შა­ო­ბა რო­გო­რია?

ეს ჩვენ­თვის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი არ არის, შუა დღე­შიც ერ­თად ვართ და ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ აქ უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რო­ბა მოგ­ვი­წია და გა­და­ცე­მა­ში ვხუმ­რობთ ხოლ­მე, რომ ერ­თმა­ნეთს ვი­თომ ვერ ვი­ტანთ და ჩემ­ზე ამ­ბობს ხოლ­მე „ძა­ლი­ან მძი­მე­აო“, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ და ძა­ლი­ან კარ­გია მას­თან მუ­შა­ო­ბა, კარ­გი პარტნი­ო­რე­ბია რაც მთა­ვა­რია. მე მა­ინც მსა­ხი­ო­ბი ვარ და უფრო პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით ვუ­ყუ­რებ, სცე­ნა­ზე ვა­ფა­სებ პარტნი­ორს გვერ­დით, ასე­ვე ვა­ფა­სებ გა­და­ცე­მა­შიც და ძა­ლი­ან კარ­გი პარტნი­ო­რია.

ჩვე­ნი დუ­ე­ტი მა­ყუ­რებ­ლის­გან ყო­ველ­თვის და­დე­ბით გა­მოხ­მა­უ­რე­ბას იღებს. ჩვენ ხში­რად ვმა­ი­მუ­ნობთ და შემ­დე­გი გა­და­ცე­მე­ბი რაც ჩავ­წე­რეთ, იქაც „ცუ­დად ვიქ­ცე­ვით“. ძი­რი­თა­დად, სულ და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბაა, რაც მო­უ­წე­რი­ათ პი­რა­დად ჩვენ­თვის, რაც და­უ­წე­რი­ათ რე­დი­ზა­ი­ნის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე და ერ­თო­ბი­ან. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის, რომ გა­ვარ­თოთ მა­ყუ­რე­ბე­ლი, კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ვა­ყე­ნოთ, თან იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ახლა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ვი­თა­რე­ბაა, რა­ღაც­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, მხი­ა­რუ­ლი გა­და­ცე­მა შევ­ქმნათ, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ნიტ­ვირ­თოს ამ ცუდი ემო­ცი­ე­ბის­გან.

ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, ცოტა ბა­ნა­ლუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ერთი ოჯა­ხი­ვით ვართ, ნამ­დვი­ლად ასეა, არ მაქვს მე შეგ­რძნე­ბა, რომ სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ, მაქვს შეგძნე­ბა, რომ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ და სამ­სა­ხურს ვერ ვარ­ქმევ, იმ­დე­ნად ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოა და ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.

წი­ნას­წარ გაქვთ თუ არა ტექ­სტი და­წე­რი­ლი?

არა, წი­ნას­წარ არა­ფე­რი არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი. წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი გვაქვს მხო­ლოდ ის, რომ პრო­დუ­სე­რებ­თან ვა­თან­ხმებთ ტექსტს.

რო­გო­რი გა­მოც­დი­ლე­ბაა თქვენ­თვის რე­დი­ზა­ი­ნის წაყ­ვა­ნა?

ნოდო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი: ჩემ­თვის გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არ არის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უცხო არ არის, რად­გან მა­ნამ­დეც ვყო­ფილ­ვარ წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში და სა­ინ­ტე­რე­სოა, სხვა­ნა­ი­რია და ის, რა­საც ვნა­ხუ­ლობთ და შემ­დე რა­საც აკე­თე­ბენ „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ხომ სა­ერ­თოდ ენით აღუ­წე­რე­ლია ალ­ბათ რად­გან რე­ა­ლუ­რად ამ საქ­მე­ში იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი და პრო­დუ­სე­რე­ბის გუნ­დი, კომ­პა­ნი­ე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და მარ­თლაც რომ უს­წრა­ფეს ვა­და­ში კეთ­დე­ბა სას­წა­უ­ლი. იმ მო­მენ­ტში, როცა შე­დი­ხარ, შე­იძ­ლე­ბა, ვერ აღიქ­ვა, მაგ­რამ დრო რომ გა­დის შემ­დეგ უფრო ხვდე­ბი, რამ­ხე­ლა რა­ღაც გა­ა­კე­თა ამ გუნ­დმა და რაც მთა­ვა­რია, ის ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი, რო­მელ­საც ბი­ნის ჩა­ბა­რე­ბი­სას ვუ­ყუ­რებ, ალ­ბათ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რად­გან ეს არის ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ პრო­ექ­ტი შედ­გა, მო­დის უამ­რა­ვი წე­რი­ლი და ის მად­ლო­ბის სი­ტყვე­ბი და ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­ექ­ტი სწო­რად და კარ­გა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი, რის­თვი­საც მე დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს.

რო­გო­რია თქვენს თა­ნა­წამ­ყვან­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა?

ანას­თან მუ­შა­ო­ბა არის ძა­ლი­ან რთუ­ლი. აუ­ტა­ნე­ლი, ოღონდ სა­ერ­თოდ არ მე­ცი­ნე­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლია იმი­ტომ, რომ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მთლი­ა­ნად და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცოტა რთუ­ლია, რად­გან აქამ­დეც ვმე­გობ­რობ­დით, თუმ­ცა გა­და­ცე­მა­ში კი­დევ სხვა­ნა­ი­რად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და კადრს მიღ­მა კი­დევ უფრო კარ­გად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და ზოგ­ჯერ გა­და­ღე­ბის დროს ისე­თი მო­მენ­ტე­ბია მას­თან ერ­თად რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ესეც ერთ-ერთი გა­მოწ­ვე­ვაა და ალ­ბათ ამ გა­მოწ­ვე­ვა­საც ორი­ვე ვუმკლავ­დე­ბით და კადრში არ ჩანს, რომ ჩვენ „მტრუ­ლად“ ვმუ­შა­ობთ ერ­თმა­ნეთ­თან, იმი­ტომ რომ სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს ხში­რად, ზოგ­ჯერ არა.

სირ­თუ­ლე­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ხში­რად გა­და­ღე­ბის დრო­ებ­ზე ვერ ვთან­ხმდე­ბით, სირ­თუ­ლე­ე­ბი გვაქვს ტექ­სტის გა­ნა­წი­ლე­ბის დროს, იმას რომ მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა იდეა მოგ­ვდის და კარ­გია, რომ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, თო­რემ ეს პრო­ექ­ტი რთუ­ლად გან­ვი­თარ­დე­ბო­და, იმას, რომ მა­გა­ლი­თად, მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით მე და ანა და ახ­ლაც მე­გობ­რე­ბი ვართ.

თუკი სკო­ლის ასაკ­ში თქვენ­თვის თმა მო­უ­წიწკვნი­ათ, უფრო ეგე­თი თე­მაა ჩემი და ანას ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან გა­და­ცე­მა­ში ყვე­ლა­ფე­რი არ ჩანს და ალ­ბათ არც უნდა ჩან­დეს, ამა­ზე ალ­ბათ გა­და­ცე­მის შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ, რო­დე­საც მორ­ჩე­ბა პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი, მა­ნამ­დე მე ვფიქ­რობ, რომ ჩემ­სა და ანას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. მე და ანა ადრე ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ახლა კი­დევ უფრო ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ.

ჩვენ­თან რომ შე­მო­დის წე­რი­ლე­ბი, იბეჭ­დე­ბა, შემ­დეგ გუნ­დი ვსხდე­ბით და ვარ­ჩევთ ხოლ­მე ერთ-ერთს. ტექ­სტი, კი­ბე­ზე არ­ბე­ნა, რეპ­ლი­კა, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა იმ მო­მენ­ტში, არა­ფე­რი არაა დად­გმუ­ლი. ყვე­ლა გა­და­ცე­მა, რაც კი არის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, არ­ცერ­თი არ კეთ­დე­ბა წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი ტექ­სტით, მა­გი­ტომ ვამ­ბობ, რომ ეს არის სხვა­ნა­ი­რი გა­და­ცე­მა და არის ქარ­თუ­ლი­სა და ამე­რი­კუ­ლის ნა­ზა­ვი რე­ა­ლუ­რად, რად­გან ხე­ლოვ­ნუ­რად არ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მე ვფიქ­რობ, რომ გუნ­დი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ისეთ გუნდთან ერ­თად ვმუ­შა­ობ, რო­გორ­თან ერ­თა­დაც მინ­დო­და მუ­შა­ო­ბა და მი­ხა­რია და გა­და­ღე­ბა­ზე რომ მივ­დი­ვარ, ვხვდე­ბი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი რა­ღაც მოხ­დე­ბა, იმი­ტომ რომ ოპე­რა­ტო­რე­ბი­ან და­წყე­ბუ­ლი პრო­დუ­სე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი არის ძა­ლი­ან კარ­გი გა­რე­მო.

ეს პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბა ალ­ბათ სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე და მა­ნამ­დე ყვე­ლას აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გად­მო­აგ­ზავ­ნოს წე­რი­ლი და ყვე­ლამ ერ­თად და­ვუ­კა­კუ­ნოთ კარ­ზე გა­ვა­ხა­როთ ადა­მი­ა­ნე­ბი.

ახა­ლი სე­ზო­ნი იქ­ნე­ბა თუ არა, ალ­ბათ სექ­ტემ­ბრი­დან გა­ვი­გებთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ - „რედიზაინის“ წამყვანები ერთმანეთის შესახებ

ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ - „რედიზაინის“ წამყვანები ერთმანეთის შესახებ

ულტრათანამედროვე, ხარისხიანი და სრულიად უფასოდ შესრულებული ინტერიერის დიზაინი და შედეგით გაოცებული ბედნიერი სახეები - ეს იმ გადაცემის მოკლე აღწერაა, რომელმაც უკვე უამრავი ადამიანის სახლს ახალი სიცოცხლე შესძინა.

გადაცემა „რედიზაინი“ ცოტა ხნის წინ TV პირველზე დაიწყო და ათასობით ერთგული მაყურებელი შეიძინა. მისი მხიარული წამყვანები ანა ქურთუბაძე და ნოდარ ჯავახიშვილი კი მაყურებლის ფავორიტი დუეტი გახდა.

ანას და ნოდოს ხალისიანი წაყვანის სტილი და ერთმანეთით „უკმაყოფილება“ ფეისბუქ მომხმარებლების მხრიდან განხილვის თემა ხშირად ხდება ხოლმე. გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე ორივე წამყვანი ჩაგვეწერა და ცოტა რამ ერთმანეთზეც გვეკითხა:

ანა „რედიზაინზე“ მუშაობის გამოცდილებას გვიზიარებს და გვიამბობს, რომ ძალიან სასიამოვნო და ემოციურია, როცა გახარებული და აღფრთოვანებული ადამიანების ემოციებს ხედავ და ამ ყველაფერში წვლილი თავადაც მიგიძღვის.

თავის მხრივ, ნოდომ აღნიშნა, რომ მიუხედავად გადაცემის წაყვანის წარსული გამოცდილებისა, „რედიზაინი“ მისთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან განსხვავებულ ფორმატს ითვალისწინებს და თან ემოციური ფონი ახლავს.

კითხვაზე, როგორია ნოდოსთან ერთად მუშაობა, ანა გვპასუხობს, რომ მასთან ერთად გადაცემის წაყვანის პროცესი „კარგი და სასიამოვნოა“:

„ჩვენი დუეტი მაყურებლისგან ხშირად დადებით გამოხმაურებას იღებს. ხშირად „ვმაიმუნობთ“, ვხუმრობთ, „ცუდად ვიქცევით“... პირადად ჩვენ მაყურებლები ბევრ დადებით შეფასებას გვწერენ ხოლმე. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, გავართოთ მაყურებელი და კარგ ხასიათზე დავაყენოთ. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში პანდემიური ვითრებაა და მოწყენის ბევრი მიზეზი არსებობს, ვცდილობთ, მხიარული გადაცემა შევქმნათ და მაყურებელს უარყოფითი ემოციებისგან განტვირთვის საშუალება მივცეთ“, - აღნიშნა ანამ.

თავის თანაწამყვანზე სულ სხვა რამეს გვეუბნება ნოდო. როგორც თავად გვიამბობს, ანასთან მუშაობა „რთული“ და ხანდახან აუტანელია, თუმცა ისინი უახლოესი მეგობრები არიან.

„ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ. მთელი ეს პროცესი ემოციებთანაა დაკავშირებული. ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ, თუმცა გადაცემაში კიდევ უფრო სხვანაირად გავიცანით ერთმანეთი და კადრს მიღმა კიდევ უფრო დავახლოვდით. ალბათ ეს სირთულეც ერთ-ერთი გამოწვევაა და ალბათ ამასაც ორივე ვუმკლავდებით. კადრში არ ჩანს, რომ ჩვენ „მტრულად“ ვმუშაობთ ერთმანეთთან, რადგან ზოგჯერ სხვადასხვა ინტერესი გვაქვს ხოლმე“, - განგვიმარტა ნოდომ.

კითხვაზე, ასეთი სირთულეების გამო როგორ ურთიერთობას ინარჩუნებენ წამყვანები, ნოდო აღნიშნავს, რომ ბევრი რამ ეკრანებზე არ ჩანს.

„თუკი სკოლის ასაკში თქვენთვის თმა მოუწიწკნიათ, უფრო მსგავსია ჩემი და ანას ურთიერთობა, რადგან გადაცემაში ყველაფერი არ ჩანს და ალბათ არც უნდა ჩანდეს, ამაზე ალბათ შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც პირველი გადაღებები დასრულდება. მანამდე მე ჩემსა და ანას ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე და ანა ადრე ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ახლა კიდევ უფრო ახლო მეგობრები ვართ“, - აღნიშნა ნოდომ.

ერთმანეთთან ურთიერთობის გარდა, წამყვანები „რედიზაინის“ გუნდთან მუშაობის გამოცდილებასაც გვიზიარებენ. მათი თქმით, „მიჰაუსის“ დიზაინერები და ხელოსნები მთელი თავიანთი რესურსით არიან გადაცემაში ჩართულები და ცდილობენ, მაქსიმალური შედეგი დადონ.

„რემონტის დასრულების შემდეგ როცა ვნახულობ განახლებულ ოთახს და შემდეგ ძველს ვიხსენებ, ვხვდები, რამხელა საქმე გააკეთეს „მიჰაუსის“ დიზაინერებმა და მინდა, ამ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო კომპანიებს და მთელს გუნდს, რომელიც პროექტზე მუშაობს. რაც მთავარია, ის ბედნიერი სახეები, რომელსაც ბინის ჩაბარებისას ვუყურებ, ალბათ ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება, რადგან ეს არის ჩვენი პროექტის მიზანი - ადამიანების გაბედნიერება, მათთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთება. როცა ფეისბუქ გვერდზე უამრავი მადლობის წერილი შემოგვდის, ვხვდებით, რომ პროექტი შედგა და ყველაფერი სწორად და კარგადაა გაკეთებული“, - აღნიშნავს ნოდო.

„შეიძლება, ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ერთი ოჯახივით ვართ, ნამდვილად ასეა, არ მაქვს შეგრძნება, რომ სამსახურში მივდივარ. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და სამსახურს ვერ ვარქმევ, იმდენად ოჯახური გარემოა და ერთმანეთთან კომუნიკაციაც ძალიან სასიამოვნოა. რემონტის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ დიზაინერებისა და მთელი იმ გუნდის დახმარებით, რომელიც პროექტზე მუშაობს, ბევრი სიახლე აღმოვაჩინე, ალბათ ასეა ჩვენი მაყურებლის შემთხვევაშიც.

თუ გსურთ, „რედიზაინის“ მხიარული წამყვანები თქვენთანაც მოვიდნენ, ამისათვის გასარემონტებელი ოთახის ფოტოები და წერილი გადაცემის ფეისბუქ გვერდს შეტყობინების სახით უნდა გაუგზავნოთ. შერჩევის შემდეგ კი ისინი პირადად გესტუმრებიან და „მიჰაუსის“ დიზაინერები და ხელოსნები სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FRedesign.ge%2Fvideos%2F127393162718381%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

რა ემოციებთან არის დაკავშირებული გადაცემის წაყვანა?

ანა ქურთუბაძე: ძალიან საინტერესოა პროექტზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად შევეჩეხე რემონტის თემას, აქამდე საერთოდ არ ვიყავი რა როგორ უნდა გაკეთებულიყო და მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ. რაც მთავარია, ძალიან სასიამოვნო და ემოციურია, როცა ვხედავთ ადამიანების ბედნიერ სახეებს, როცა მათთან მივდივართ და მე და ნოდო ვუკაკუნებთ კარზე და ვხედავთ მათ ბედნიერ სახეებს. ბოლოს შედეგიც რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა გაოცებული თვალებით შედიან ხოლმე განახლებულ ოთახში და ვეღარ ცნობენ მას.

ნოდოსთან მუშაობა როგორია?

ეს ჩვენთვის პირველი პროექტი არ არის, შუა დღეშიც ერთად ვართ და ვმეგობრობთ, მაგრამ აქ უშუალო პარტნიორობა მოგვიწია და გადაცემაში ვხუმრობთ ხოლმე, რომ ერთმანეთს ვითომ ვერ ვიტანთ და ჩემზე ამბობს ხოლმე „ძალიან მძიმეაო“, მაგრამ რეალურად, ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ძალიან კარგია მასთან მუშაობა, კარგი პარტნიორებია რაც მთავარია. მე მაინც მსახიობი ვარ და უფრო პროფესიული კუთხით ვუყურებ, სცენაზე ვაფასებ პარტნიორს გვერდით, ასევე ვაფასებ გადაცემაშიც და ძალიან კარგი პარტნიორია.

ჩვენი დუეტი მაყურებლისგან ყოველთვის დადებით გამოხმაურებას იღებს. ჩვენ ხშირად ვმაიმუნობთ და შემდეგი გადაცემები რაც ჩავწერეთ, იქაც „ცუდად ვიქცევით“. ძირითადად, სულ დადებითი შეფასებაა, რაც მოუწერიათ პირადად ჩვენთვის, რაც დაუწერიათ რედიზაინის ფეისბუქ გვერდზე და ერთობიან. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ გავართოთ მაყურებელი, კარგ ხასიათზე დავაყენოთ, თან იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, რაღაცნაირად ვცდილობთ, მხიარული გადაცემა შევქმნათ, რომ მაყურებელი განიტვირთოს ამ ცუდი ემოციებისგან.

ჩვენ შემთხვევაში, შეიძლება, ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ერთი ოჯახივით ვართ, ნამდვილად ასეა, არ მაქვს მე შეგრძნება, რომ სამსახურში მივდივარ, მაქვს შეგძნება, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და სამსახურს ვერ ვარქმევ, იმდენად ოჯახური გარემოა და ერთმანეთთან კომუნიკაციაც ძალიან სასიამოვნოა.

წინასწარ გაქვთ თუ არა ტექსტი დაწერილი?

არა, წინასწარ არაფერი არ არის განსაზღვრული. წინასწარ განსაზღვრული გვაქვს მხოლოდ ის, რომ პროდუსერებთან ვათანხმებთ ტექსტს.

როგორი გამოცდილებაა თქვენთვის რედიზაინის წაყვანა?

ნოდო ჯავახიშვილი: ჩემთვის გადაცემის წაყვანა ახალი გამოცდილება არ არის და აქედან გამომდინარე, უცხო არ არის, რადგან მანამდეც ვყოფილვარ წამყვანის ამპლუაში და საინტერესოა, სხვანაირია და ის, რასაც ვნახულობთ და შემდე რასაც აკეთებენ „მიჰაუსის“ დიზაინერები ხომ საერთოდ ენით აღუწერელია ალბათ რადგან რეალურად ამ საქმეში იმდენი ადამიანია ჩართული და პროდუსერების გუნდი, კომპანიები, დიზაინერები და მართლაც რომ უსწრაფეს ვადაში კეთდება სასწაული. იმ მომენტში, როცა შედიხარ, შეიძლება, ვერ აღიქვა, მაგრამ დრო რომ გადის შემდეგ უფრო ხვდები, რამხელა რაღაც გააკეთა ამ გუნდმა და რაც მთავარია, ის ბედნიერი სახეები, რომელსაც ბინის ჩაბარებისას ვუყურებ, ალბათ ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება, რადგან ეს არის ყველაფერი, რადგან ეს ნიშნავს, რომ პროექტი შედგა, მოდის უამრავი წერილი და ის მადლობის სიტყვები და ის ყველაფერი, რაც ხდება ნიშნავს იმას, რომ პროექტი სწორად და კარგადაა გაკეთებული, რისთვისაც მე დიდ მადლობას ვუხდი გუნდის თითოეულ წევრს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს.

როგორია თქვენს თანაწამყვანთან ერთად მუშაობა?

ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული. აუტანელი, ოღონდ საერთოდ არ მეცინება. ძალიან რთულია იმიტომ, რომ ემოციებთანაა დაკავშირებული მთლიანად და აქედან გამომდინარე ცოტა რთულია, რადგან აქამდეც ვმეგობრობდით, თუმცა გადაცემაში კიდევ სხვანაირად გავიცანით ერთმანეთი და კადრს მიღმა კიდევ უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი და ზოგჯერ გადაღების დროს ისეთი მომენტებია მასთან ერთად რაღაცების გაკეთება, მაგრამ ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა და ალბათ ამ გამოწვევასაც ორივე ვუმკლავდებით და კადრში არ ჩანს, რომ ჩვენ „მტრულად“ ვმუშაობთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერესები გვაქვს ხშირად, ზოგჯერ არა.

სირთულეში ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად გადაღების დროებზე ვერ ვთანხმდებით, სირთულეები გვაქვს ტექსტის განაწილების დროს, იმას რომ მაგალითად, სხვადასხვა იდეა მოგვდის და კარგია, რომ დიზაინერები არიან ჩართულები, თორემ ეს პროექტი რთულად განვითარდებოდა, იმას, რომ მაგალითად, მეგობრები ვიყავით მე და ანა და ახლაც მეგობრები ვართ.

თუკი სკოლის ასაკში თქვენთვის თმა მოუწიწკვნიათ, უფრო ეგეთი თემაა ჩემი და ანას ურთიერთობა, რადგან გადაცემაში ყველაფერი არ ჩანს და ალბათ არც უნდა ჩანდეს, ამაზე ალბათ გადაცემის შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც მორჩება პირველი გადაღებები, მანამდე მე ვფიქრობ, რომ ჩემსა და ანას ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე და ანა ადრე ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ახლა კიდევ უფრო ახლო მეგობრები ვართ.

ჩვენთან რომ შემოდის წერილები, იბეჭდება, შემდეგ გუნდი ვსხდებით და ვარჩევთ ხოლმე ერთ-ერთს. ტექსტი, კიბეზე არბენა, რეპლიკა, ყველაფერი ხდება იმ მომენტში, არაფერი არაა დადგმული. ყველა გადაცემა, რაც კი არის ტელევიზიაში, არცერთი არ კეთდება წინასწარ დაწერილი ტექსტით, მაგიტომ ვამბობ, რომ ეს არის სხვანაირი გადაცემა და არის ქართულისა და ამერიკულის ნაზავი რეალურად, რადგან ხელოვნურად არ ხდება ეს ყველაფერი.

მე ვფიქრობ, რომ გუნდი არის მნიშვნელოვანი და ისეთ გუნდთან ერთად ვმუშაობ, როგორთან ერთადაც მინდოდა მუშაობა და მიხარია და გადაღებაზე რომ მივდივარ, ვხვდები, რომ ძალიან კარგი რაღაც მოხდება, იმიტომ რომ ოპერატორებიან დაწყებული პროდუსერებით დამთავრებული არის ძალიან კარგი გარემო.

ეს პროექტი გაგრძელდება ალბათ სეზონის ბოლომდე და მანამდე ყველას აქვს საშუალება, რომ გადმოაგზავნოს წერილი და ყველამ ერთად დავუკაკუნოთ კარზე გავახაროთ ადამიანები.

ახალი სეზონი იქნება თუ არა, ალბათ სექტემბრიდან გავიგებთ.

R

ზუგდიდში  „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ იხსნება

ევექსი კლინიკები სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მომხმარებელს საქართველოს ბანკის 0%-იან განვადებას სთავაზობს