სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის
"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის

სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა ჯა­ნა­შია 71 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ შე­მოქ­მედს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ემ­შვი­დო­ბე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი ემო­ცი­ურ პოს­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ, მათ შო­რის არი­ან გარ­დაც­ვლი­ლის კო­ლე­გე­ბიც.

მარი ჯა­ნა­ში­ა­სად­მი მი­ძღვნი­ლი პოს­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა მსა­ხი­ობ მე­რაბ ნი­ნი­ძის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზეც".

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მშვე­ნი­ე­რი, მომ­ნუს­ხა­ვი მა­რი­ნა ჯა­ნა­შია (RIP). ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გიც­ნობ­დი და შენ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე, თუ კა­მე­რის წინ მუ­შა­ო­ბის შან­სი მო­მე­ცა. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის და პირ­ველ რიგ­ში, შენი წყა­ლი­ვით წმინ­და და რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის. შენი სი­ლა­მა­ზის­თვის.

მად­ლო­ბა "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის­თვის“, რა­დიო სპექ­ტაკ­ლის­თვის, რო­მელ­შიც პრინ­ცის როლს კი­თხუ­ლობ­დი... შენი ხმა ჩემი მე­გო­ბა­რი იყო მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა. არ და­მა­ვი­წყდე­ბა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა. მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი ვმუტ­ბუ­ტებ­დი შენს სა­ხელს და არ მჯე­რო­და, რომ ბედ­მა ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა. არ მჯე­რო­და, რომ ის ხმა სა­ბო­ლო­ოდ გა­ვი­ცა­ნი.

"რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა“ შენი ხათ­რით წა­ვი­კი­თხე, იმი­ტომ რომ ჯუ­ლი­ე­ტას როლ­ში გნა­ხე სცე­ნა­ზე...

და მა­რი­ნა,

კახი კავ­სა­ძემ რომ დას­ვა შე­კი­თხვა - "ნეტა, იმ ქვეყ­ნად თუ არის თე­ატ­რიო“... ალ­ბათ, არის...ალ­ბათ, კა­ხი­საც იქ ნა­ხავ და სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა იქ ვნა­ხავთ, იმ არ­სე­ბულ თუ არარ­სე­ბულ თე­ატ­რში“, - ვკი­თხუ­ლობთ მე­რაბ ნი­ნი­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

ძალიან სამწუხაროა. ჩემი სამძიმარი ოჯახს და კინო-თეატრს.

მიშა
1

ძალიან მომხიბლავი იყო ახალგაზრდობაშიც და ხანშიც!აცხონის ღმერთმა!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის

"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის

საქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველასთვის საყვარელ შემოქმედს საზოგადოება ემშვიდობება და ადამიანები ემოციურ პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, მათ შორის არიან გარდაცვლილის კოლეგებიც.

მარი ჯანაშიასადმი მიძღვნილი პოსტი გამოქვეყნდა მსახიობ მერაბ ნინიძის "ფეისბუქ-გვერდზეც".

"განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული, მშვენიერი, მომნუსხავი მარინა ჯანაშია (RIP). ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და შენთან ერთად სცენაზე, თუ კამერის წინ მუშაობის შანსი მომეცა. მადლობა ყველაფრისთვის და პირველ რიგში, შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის.

მადლობა "პატარა უფლისწულისთვის“, რადიო სპექტაკლისთვის, რომელშიც პრინცის როლს კითხულობდი... შენი ხმა ჩემი მეგობარი იყო მთელი ჩემი ბავშვობა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა. მოჯადოებული ვმუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა. არ მჯეროდა, რომ ის ხმა საბოლოოდ გავიცანი.

"რომეო და ჯულიეტა“ შენი ხათრით წავიკითხე, იმიტომ რომ ჯულიეტას როლში გნახე სცენაზე...

და მარინა,

კახი კავსაძემ რომ დასვა შეკითხვა - "ნეტა, იმ ქვეყნად თუ არის თეატრიო“... ალბათ, არის...ალბათ, კახისაც იქ ნახავ და საბოლოოდ, ერთმანეთს ყველა იქ ვნახავთ, იმ არსებულ თუ არარსებულ თეატრში“, - ვკითხულობთ მერაბ ნინიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.