მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე
რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

ვი­ნა­ი­დან ჯერ კი­დევ არ გვაქვს სა­ი­მე­დო მე­დი­კა­მენ­ტი COVID-19-ის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გან­სა­კურ­ნებ­ლად, ვაქ­ცი­ნა ერ­თა­დერ­თი სა­ი­მე­დო დაც­ვაა, ვაქ­ცი­ნა­ცია კი ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პან­დე­მი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რა­საც არა­ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნავს. „გარ­და ამი­სა, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, გა­ნა­ახ­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა ნიღ­ბის ტა­რე­ბის ან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის გა­რე­შე უკვე მა­შინ, როცა მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი“ - ამას კი უკვე ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი მა­დო­ნა დე­ვა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რო­მელ­თა­ნაც „კო­ვის-19“-ის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ. მან ჩვენ მიერ დას­მულ არა­ერთ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

- ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჰგო­ნია, გა­ი­კე­თებს თუ არა აც­რას, პირ­ბა­დე უნდა მო­იხ­სნას და იმ წუ­თი­დან ვირუ­სის­გან უკვე და­ცუ­ლია, ანუ აც­რილ ადა­მი­ანს რამ­დენ ხან­ში იცავს ვაქ­ცი­ნა?

- ვაქ­ცი­ნა იმუ­ნურ სის­ტე­მას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას აი­ძუ­ლებს მო­მა­ვალ­ში და­ა­ვა­დე­ბის­გან დაც­ვის მიზ­ნით. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას დრო სჭირ­დე­ბა. ორ­დო­ზი­ა­ნი ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჯერ არ ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ მე­ო­რე დო­ზით აცრა, ან თუ ერ­თდო­ზი­ა­ნი ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ ორ კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბია გა­სუ­ლი, სრუ­ლად არ ხართ და­ცუ­ლი. ამი­ტომ, უნდა გა­აგ­რძე­ლოთ ყვე­ლა პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სრუ­ლად აც­რი­დან ანუ სა­ბო­ლოო დო­ზი­დან კი­დევ 2 კვი­რის მან­ძილ­ზე. თუკი ადა­მი­ანს აქვს იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ან იღებს მე­დი­კა­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ასუს­ტებს იმუ­ნურ სის­ტე­მას, შე­იძ­ლე­ბა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შიც არ იყოს სრუ­ლად და­ცუ­ლი და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დე­გაც დას­ჭირ­დეს ყვე­ლა სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბის დაც­ვა.

- აცრა ხომ არ აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნურ სის­ტე­მას?

- COVID-19 ვაქ­ცი­ნე­ბი ჩვენს ორ­გა­ნიზმს ხელს უწყობს ვირუ­სის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რო­მე­ლიც COVID-19-ს იწ­ვევს, და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის გა­რე­შე. სხვა­დას­ხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად „მუ­შა­ობს“. თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი ორ­გა­ნიზმს უტო­ვებს "მეხ­სი­ე­რე­ბის" T- ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი­სა და B - ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის მა­რაგს, რომ­ლე­ბიც იმახ­სოვ­რე­ბენ სა­მო­მავ­ლოდ რო­გორ ებ­რძო­ლონ ამ ვირუსს. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ვაქ­ცი­ნე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ან­ტის­ხე­უ­ლებს მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და არ ასუს­ტე­ბენ იმუ­ნურ სის­ტე­მას.

- კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი რამ­დე­ნი ხნის მერე უნდა აიც­რას, ანუ აცრა მის­თვის სა­სურ­ვე­ლი რო­დის არის?

- COVID-19-ის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ჩვენ ჯერ არ ვი­ცით, რამ­დენ ხანს იცავს მას და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად, თუმ­ცა მა­ინც ფიქ­სირ­დე­ბა რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამი­ტომ, ვაქ­ცი­ნა­ცია და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ არის უფრო სა­ი­მე­დო დაც­ვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 120 დღის შემ­დეგ. ზო­გა­დად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლი აცრა, ყვე­ლა­ზე ადრე სიმპტო­მე­ბის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბი­დან 2 კვი­რის შემ­დეგ. თუკი პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და მკურ­ნა­ლო­ბა მო­ნოკ­ლო­ნა­ლუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით ან პლაზ­მით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ვაქ­ცი­ნა­ცია არ არის სა­ჭი­რო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 90 დღე­ზე ადრე. უმე­ტეს­წი­ლად, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ვაქ­ცი­ნა­ცია ნე­ბა­დარ­თუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბი­დან 90 დღე­ში. ეს უფრო და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნე­ბის შე­ზღუ­დულ რა­ო­დე­ნო­ბას­თან, რომ პირ­ველ რიგ­ში ვაქ­ცი­ნა შეხ­ვდეს იმ ადა­მი­ანს, ვი­საც სა­ერ­თოდ არ აქვს იმუ­ნი­ტე­ტი COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ.

- რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს შე­იძ­ლე­ბა კო­ვი­დი მა­ინც შეხ­ვდეს, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მი მას ად­ვი­ლად დაძ­ლევს და ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლიც ასეთ დროს თით­ქმის 0-ია.

- თუკი ადა­მი­ა­ნი არ არის სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი (ორ­დო­ზი­ა­ნი ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში არ აქვს ორი­ვე დოზა გა­კე­თე­ბუ­ლი) ან მე­ო­რე დო­ზი­დან არ გა­სუ­ლა მი­ნი­მუმ 2 კვი­რა და ის არ იცავს საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო წე­სებს, მისი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი დი­დია. სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნას სხვა­დას­ხვა დაც­ვა აქვს პრო­ცენ­ტუ­ლად და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ან მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­გან. თუმ­ცა ამ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის არ არის ძა­ლი­ან დიდი სხვა­ო­ბა და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მა, რა­საც ისი­ნი ლე­ტა­ლურ შე­დე­გამ­დე მიჰ­ყავთ, თით­ქმის არ უვი­თარ­დე­ბათ. თუ სრუ­ლად ხართ აც­რი­ლი, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სიკ­ვდი­ლის რის­კი COVID-19-ით გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია.

- ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არის თუ არა სხვე­ბის­თვის ინ­ფექ­ცი­ის გა­დამ­ცე­მი?

- შე­უძ­ლია თუ არა ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს ვირუ­სის გა­და­ტა­ნა და სხვე­ბის­თვის გა­და­ცე­მა, ეს ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლის სა­გა­ნია. მზარ­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის გა­რე­შე (90%-ით იშ­ვი­ა­თია ე.წ. ასიმპტო­მუ­რი ინ­ფექ­ცია) და ამი­ტომ პო­ტენ­ცი­უ­რად ნაკ­ლე­ბად ავ­რცე­ლე­ბენ ვირუსს, რო­მე­ლიც იწ­ვევს COVID-19-ს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ვაქ­ცი­ნებს, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი­დან არც ერთი არ შე­ი­ცავს ცო­ცხალ ვირუსს, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს, ამი­ტომ არ­ცერთ ვაქ­ცი­ნას არ შე­უძ­ლია COVID-19-ის გა­მოწ­ვე­ვა.

- აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტაბს ვგუ­ლის­ხმობ, თუ მი­გიწ­ვდე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და?

- რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, იმი­სათ­ვის, რომ ვაქ­ცი­ნამ თა­ვი­სი მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს, ორ­დო­ზი­ა­ნი ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ანს გა­კე­თე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს ორი­ვე დოზა და მე­ო­რე დო­ზი­დან უნდა იყოს გა­სუ­ლი მი­ნი­მუმ 2 კვი­რა. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ან­მა გა­ი­კე­თოს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და მა­ლე­ვე გა­მო­უვ­ლინ­დეს და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის ან უკვე იყო და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ან მე­ო­რე დო­ზის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე ინ­ტერ­ვალ­ში და­ინ­ფი­ცირ­და, ვი­ნა­ი­დან ჯერ მას სრუ­ლად და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ტე­ტი არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბია. რამ­დე­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვერ გე­ტყვით, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ჯერ არ­ცთუ ისე ბევ­რი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ორი­ვე დო­ზით. 2021 წლის 26 მა­ი­სის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბის დღი­დან ჯამ­ში უკვე 121 263 პი­რია აც­რი­ლი, აქე­დან მხო­ლოდ 17 518 პი­რია აც­რი­ლი ვაქ­ცი­ნის 2 დო­ზით.

- თუ ადა­მი­ან­მა არ იცის, რომ კო­ვი­დი აქვს, ანუ უსიმპტო­მოა და ამ პე­რი­ოდ­ში მო­უხ­და აცრა. რა რის­კებ­თან გვაქვს საქ­მე?

- რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი­დან არ­ცერ­თი არ შე­ი­ცავს ცო­ცხალ ვირუსს, ამი­ტომ თუკი ასიმპტო­მუ­რი პა­ცი­ენ­ტი გა­ი­კე­თებს ვაქ­ცი­ნას, ეს არ გა­მო­იწ­ვევს და­მა­ტე­ბით გარ­თუ­ლე­ბებს, აც­რის ერ­თა­დერ­თი მი­ნუ­სი ის იქ­ნე­ბა, რომ ჯერ იმუ­ნურ სის­ტე­მას არ ექ­ნე­ბა გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დაც­ვა ამ და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და და­ა­ვა­დე­ბა წა­რი­მარ­თე­ბა ისე­ვე, რო­გორც არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში წა­რი­მარ­თე­ბო­და.

- აც­რის შემ­დეგ ხში­რად სვა­მენ კი­თხვას - შე­იძ­ლე­ბა თუ არა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა ან რა­ი­მე დი­ე­ტუ­რი შე­ზღუდ­ვა ხომ არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი? შე­იძ­ლე­ბა თუ არა მა­გა­ლი­თად, ყა­ვის და­ლე­ვა? მზის სხი­ვე­ბის, ანუ რუ­ჯის მი­ღე­ბა, სო­ლა­რი­უმ­ში ვი­ზი­ტი ხომ არ გა­არ­თუ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას?

- ვი­ნა­ი­დან აც­რის შემ­დეგ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას იწყებს, შეგ­ვიძ­ლია, მო­ვი­საზ­როთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ხელს შე­უშ­ლის ორ­გა­ნიზმს სწო­რად მუ­შა­ო­ბა­ში და და­აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნი­ტეტს, არ არის სა­სურ­ვე­ლი (მაგ. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა, დიდ­ხანს და ხში­რად მზე­ზე ან სო­ლა­რი­უმ­ში ყოფ­ნა და ა.შ). ჩვე­ნი მი­ზა­ნია, შე­დე­გად კარ­გი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რომ მას მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ჰქონ­დეს.

- ალერ­გი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ვი­საც მა­გა­ლი­თად, ჭინჭრის ცი­ე­ბა და სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებთ, ვაქ­ცი­ნა­ცია რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და მათ­თვის რა­ი­მე სა­გან­გე­ბო გაფრ­თხი­ლე­ბა ხომ არ არის?

- მათ­თვის, ვი­საც ანამ­ნეზ­ში მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი აქვთ, რომ­ლე­ბიც არ უკავ­შირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნებს ან სა­ი­ნექ­ციო მე­დი­კა­მენ­ტებს, COVID-19 ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ყოვ­ნე­ბით. მათ­თვის, ვი­საც სხვა ვაქ­ცი­ნებ­ზე ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ი­ნექ­ციო ფორ­მებ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ჰქო­ნი­ათ, სა­ჭი­როა ალერ­გო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლა და ექიმ­თან ერ­თად რის­კი­სა და სარ­გებ­ლის შე­ფარ­დე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­წყვე­ტა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის აცრა. მათ­თვის, ვი­საც ოდეს­მე ჰქო­ნი­ათ და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ან მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია COVID-19 ვაქ­ცი­ნის რო­მე­ლი­მე ინ­გრე­დი­ენტზე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, არ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეს კონ­კრე­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნა. მათ­თვის, ვი­საც COVID-19 ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ვი­თარ­დათ და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი ან ძლი­ე­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, აკ­რძა­ლუ­ლია ამა­ვე ვაქ­ცი­ნის მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ალერ­გო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, შეძ­ლონ სხვა ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა მე­ო­რე დო­ზის­თვის.

- აც­რის შემ­დეგ თუ გავ­ცივ­დით, რო­გორ ვიქ­ცე­ვით?

- თუკი აც­რის შემ­დეგ გა­მოგ­ვივ­ლინ­და ე.წ. გა­ცი­ვე­ბის სიმპტო­მე­ბი, ეს დიდი ალ­ბა­თო­ბით ვაქ­ცი­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტია. ყვე­ლა­ზე ხში­რი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი­დან ინექ­ცი­ის ად­გილ­ზე გვხვდე­ბა ტკი­ვი­ლი, სი­წით­ლე და შე­შუ­პე­ბა, ხოლო ზო­გა­დი სიმპტო­მე­ბი­დან - დაღ­ლი­ლო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, შემ­ცივ­ნე­ბა, ცხე­ლე­ბა, გუ­ლის­რე­ვა. მე­ო­რე დო­ზის შემ­დეგ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი, ვიდ­რე პირ­ვე­ლი. ეს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი ნორ­მა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბია იმი­სა, რომ თქვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა იწყებს დაც­ვას და სიმპტო­მე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში უნდა გაქ­რეს. თუკი სიმპტო­მე­ბი გიგ­რძელ­დე­ბათ რამ­დე­ნი­მე დღე­ზე მეტ ხანს, შე­საძ­ლოა, თქვენ და­ა­ვად­დით COVID-19-ით ან სხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით, ასეთ დროს სა­ჭი­როა მი­მარ­თოთ ექიმს, ჩა­ი­ტა­როთ ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნად. COVID-19-ის გა­მო­რი­ცხვის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თეთ და­ა­ვა­დე­ბა ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა „გა­ცი­ვე­ბა“. მი­ი­ღეთ ბევ­რი სი­თხე, და­ის­ვე­ნეთ საკ­მა­რი­სად, ტკი­ვი­ლის ან ტემ­პე­რა­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღეთ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეკითხვა!
20

როდის გამოჩნდება საკმარისი ვაქცინები, ქვეყანა რომ დროულად აიცრას რათა სხვა ქვეყნებივით პირბადეები აღარ დაგვჭირდეს?

keke
7

ძალიან უყურადღებო ექიმია ეს გოგო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

ვინაიდან ჯერ კიდევ არ გვაქვს საიმედო მედიკამენტი COVID-19-ის მძიმე დაავადების განსაკურნებლად, ვაქცინა ერთადერთი საიმედო დაცვაა, ვაქცინაცია კი ერთადერთი გამოსავალი პანდემიის შესაჩერებლად, რასაც არაერთი სპეციალისტი აღნიშნავს. „გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, განაახლონ საქმიანობა ნიღბის ტარების ან სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე უკვე მაშინ, როცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იქნება ვაქცინირებული“ - ამას კი უკვე ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევაძე გვეუბნება, რომელთანაც „კოვის-19“-ის ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ. მან ჩვენ მიერ დასმულ არაერთ კითხვას უპასუხა.

- ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, გაიკეთებს თუ არა აცრას, პირბადე უნდა მოიხსნას და იმ წუთიდან ვირუსისგან უკვე დაცულია, ანუ აცრილ ადამიანს რამდენ ხანში იცავს ვაქცინა?

- ვაქცინა იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებას აიძულებს მომავალში დაავადებისგან დაცვის მიზნით. ანტისხეულების გამომუშავებას დრო სჭირდება. ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში, თუ ჯერ არ ჩაგიტარებიათ მეორე დოზით აცრა, ან თუ ერთდოზიანი ვაქცინის გამოყენების შემდეგ ორ კვირაზე ნაკლებია გასული, სრულად არ ხართ დაცული. ამიტომ, უნდა გააგრძელოთ ყველა პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება სრულად აცრიდან ანუ საბოლოო დოზიდან კიდევ 2 კვირის მანძილზე. თუკი ადამიანს აქვს იმუნოდეფიციტური მდგომარეობა ან იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებს იმუნურ სისტემას, შეიძლება, ვაქცინაციის შემთხვევაშიც არ იყოს სრულად დაცული და ვაქცინაციის შემდეგაც დასჭირდეს ყველა სიფრთხილის ზომების დაცვა.

- აცრა ხომ არ აქვეითებს იმუნურ სისტემას?

- COVID-19 ვაქცინები ჩვენს ორგანიზმს ხელს უწყობს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, რომელიც COVID-19-ს იწვევს, დაავადების გადატანის გარეშე. სხვადასხვა ტიპის ვაქცინა სხვადასხვანაირად „მუშაობს“. თუმცა ყველა მათგანი ორგანიზმს უტოვებს "მეხსიერების" T- ლიმფოციტებისა და B - ლიმფოციტების მარაგს, რომლებიც იმახსოვრებენ სამომავლოდ როგორ ებრძოლონ ამ ვირუსს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაქცინები გამოიმუშავებენ ანტისხეულებს მხოლოდ კონკრეტული დაავადებების წინააღმდეგ და არ ასუსტებენ იმუნურ სისტემას.

- კოვიდგადატანილი რამდენი ხნის მერე უნდა აიცრას, ანუ აცრა მისთვის სასურველი როდის არის?

- COVID-19-ისგან განკურნებული ადამიანი ვაქცინაციას საჭიროებს, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს იცავს მას დაავადების შედეგად განვითარებული ბუნებრივი იმუნიტეტი. შედარებით იშვიათად, თუმცა მაინც ფიქსირდება რეინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, ვაქცინაცია დაავადების გადატანის შემდეგ არის უფრო საიმედო დაცვა. საქართველოში COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია გამოჯანმრთელებიდან 120 დღის შემდეგ. ზოგადად რეკომენდებულია, რაც შეიძლება დროული აცრა, ყველაზე ადრე სიმპტომების არქონის შემთხვევაში, დაავადებიდან 2 კვირის შემდეგ. თუკი პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა მონოკლონალური ანტისხეულებით ან პლაზმით, ასეთ შემთხვევაში, ვაქცინაცია არ არის საჭირო გამოჯანმრთელებიდან 90 დღეზე ადრე. უმეტესწილად, სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციების მიხედვით, ვაქცინაცია ნებადართულია დაავადების დადასტურებიდან 90 დღეში. ეს უფრო დაკავშირებულია ვაქცინების შეზღუდულ რაოდენობასთან, რომ პირველ რიგში ვაქცინა შეხვდეს იმ ადამიანს, ვისაც საერთოდ არ აქვს იმუნიტეტი COVID-19-ის წინააღმდეგ.

- როგორც გვეუბნებიან, ვაქცინირებულს შეიძლება კოვიდი მაინც შეხვდეს, მაგრამ ორგანიზმი მას ადვილად დაძლევს და ლეტალური გამოსავალიც ასეთ დროს თითქმის 0-ია.

- თუკი ადამიანი არ არის სრულად ვაქცინირებული (ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში არ აქვს ორივე დოზა გაკეთებული) ან მეორე დოზიდან არ გასულა მინიმუმ 2 კვირა და ის არ იცავს საპროფილაქტიკო წესებს, მისი დაინფიცირების შანსი დიდია. სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა დაცვა აქვს პროცენტულად დაინფიცირებისგან ან მძიმე დაავადებების განვითარებისგან. თუმცა ამ მაჩვენებლებს შორის არ არის ძალიან დიდი სხვაობა და უმეტეს შემთხვევაში ვაქცინირებულ ადამიანებს დაავადების მძიმე ფორმა, რასაც ისინი ლეტალურ შედეგამდე მიჰყავთ, თითქმის არ უვითარდებათ. თუ სრულად ხართ აცრილი, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი COVID-19-ით გაცილებით დაბალია.

- ვაქცინირებული ადამიანი, დაინფიცირების შემთხვევაში, არის თუ არა სხვებისთვის ინფექციის გადამცემი?

- შეუძლია თუ არა ვაქცინირებულს ვირუსის გადატანა და სხვებისთვის გადაცემა, ეს ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. მზარდი მტკიცებულებების თანახმად, სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან სიმპტომების გამოვლენის გარეშე (90%-ით იშვიათია ე.წ. ასიმპტომური ინფექცია) და ამიტომ პოტენციურად ნაკლებად ავრცელებენ ვირუსს, რომელიც იწვევს COVID-19-ს. ხოლო რაც შეეხება თავად ვაქცინებს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან არც ერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რომელიც დაავადებას იწვევს, ამიტომ არცერთ ვაქცინას არ შეუძლია COVID-19-ის გამოწვევა.

- აცრილი ადამიანებიდან, საქართველოს მასშტაბს ვგულისხმობ, თუ მიგიწვდებათ ინფორმაციაზე ხელი, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, იმისათვის, რომ ვაქცინამ თავისი მაქსიმალური ეფექტურობა გამოავლინოს, ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში, ადამიანს გაკეთებული უნდა ჰქონდეს ორივე დოზა და მეორე დოზიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 2 კვირა. შესაძლოა, ადამიანმა გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და მალევე გამოუვლინდეს დაავადების სიმპტომები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ან უკვე იყო დაინფიცირებული ან მეორე დოზის გამოყენებამდე ინტერვალში დაინფიცირდა, ვინაიდან ჯერ მას სრულად დაავადების საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ ჩამოყალიბებია. რამდენია ასეთი შემთხვევა საქართველოში, ვერ გეტყვით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ არცთუ ისე ბევრი ადამიანია აცრილი ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაქცინების ორივე დოზით. 2021 წლის 26 მაისის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 121 263 პირია აცრილი, აქედან მხოლოდ 17 518 პირია აცრილი ვაქცინის 2 დოზით.

- თუ ადამიანმა არ იცის, რომ კოვიდი აქვს, ანუ უსიმპტომოა და ამ პერიოდში მოუხდა აცრა. რა რისკებთან გვაქვს საქმე?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან არცერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ამიტომ თუკი ასიმპტომური პაციენტი გაიკეთებს ვაქცინას, ეს არ გამოიწვევს დამატებით გართულებებს, აცრის ერთადერთი მინუსი ის იქნება, რომ ჯერ იმუნურ სისტემას არ ექნება გამომუშავებული დაცვა ამ დაავადების წინააღმდეგ და დაავადება წარიმართება ისევე, როგორც არავაქცინირების შემთხვევაში წარიმართებოდა.

- აცრის შემდეგ ხშირად სვამენ კითხვას - შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება ან რაიმე დიეტური შეზღუდვა ხომ არ არის მითითებული? შეიძლება თუ არა მაგალითად, ყავის დალევა? მზის სხივების, ანუ რუჯის მიღება, სოლარიუმში ვიზიტი ხომ არ გაართულებს სიტუაციას?

- ვინაიდან აცრის შემდეგ იმუნური სისტემა ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს, შეგვიძლია, მოვისაზროთ, რომ ყველაფერი ის, რაც ხელს შეუშლის ორგანიზმს სწორად მუშაობაში და დააქვეითებს იმუნიტეტს, არ არის სასურველი (მაგ. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, დიდხანს და ხშირად მზეზე ან სოლარიუმში ყოფნა და ა.შ). ჩვენი მიზანია, შედეგად კარგი იმუნური პასუხის ჩამოყალიბება, რომ მას მაქსიმალური ეფექტიანობა ჰქონდეს.

- ალერგიული პაციენტებისთვის, ვისაც მაგალითად, ჭინჭრის ციება და სხვადასხვა გართულება ახასიათებთ, ვაქცინაცია რამდენად რეკომენდებულია და მათთვის რაიმე საგანგებო გაფრთხილება ხომ არ არის?

- მათთვის, ვისაც ანამნეზში მწვავე ალერგიული რეაქციები აქვთ, რომლებიც არ უკავშირდება ვაქცინებს ან საინექციო მედიკამენტებს, COVID-19 ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში დაყოვნებით. მათთვის, ვისაც სხვა ვაქცინებზე ან მედიკამენტების საინექციო ფორმებზე დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია ჰქონიათ, საჭიროა ალერგოლოგის კონსულტაციის გავლა და ექიმთან ერთად რისკისა და სარგებლის შეფარდების მიხედვით გადაწყვეტა, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული პირის აცრა. მათთვის, ვისაც ოდესმე ჰქონიათ დაუყოვნებელი ან მწვავე ალერგიული რეაქცია COVID-19 ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, არ იქნას გამოყენებული ეს კონკრეტული ვაქცინა. მათთვის, ვისაც COVID-19 ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ განუვითარდათ დაუყოვნებლივი ან ძლიერი ალერგიული რეაქცია, აკრძალულია ამავე ვაქცინის მეორე დოზის მიღება, თუმცა შესაძლოა, ალერგოლოგის კონსულტაციის შემდეგ, შეძლონ სხვა ვაქცინის მიღება მეორე დოზისთვის.

- აცრის შემდეგ თუ გავცივდით, როგორ ვიქცევით?

- თუკი აცრის შემდეგ გამოგვივლინდა ე.წ. გაცივების სიმპტომები, ეს დიდი ალბათობით ვაქცინის გვერდითი ეფექტია. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებიდან ინექციის ადგილზე გვხვდება ტკივილი, სიწითლე და შეშუპება, ხოლო ზოგადი სიმპტომებიდან - დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა. მეორე დოზის შემდეგ გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს უფრო ინტენსიური, ვიდრე პირველი. ეს გვერდითი ეფექტები ნორმალური ნიშნებია იმისა, რომ თქვენი იმუნური სისტემა იწყებს დაცვას და სიმპტომები რამდენიმე დღეში უნდა გაქრეს. თუკი სიმპტომები გიგრძელდებათ რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, შესაძლოა, თქვენ დაავადდით COVID-19-ით ან სხვა ვირუსული ინფექციით, ასეთ დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად. COVID-19-ის გამორიცხვის შემთხვევაში, მართეთ დაავადება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა „გაცივება“. მიიღეთ ბევრი სითხე, დაისვენეთ საკმარისად, ტკივილის ან ტემპერატურის შემთხვევაში მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები "ფაიზერის" ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ

"ყველა მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია" - ამირან გამყრელიძე ახალ შტამებზე, შეზღუდვებსა და მასობრივ ვაქცინაციზე

"ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს..." - ამირან გამყრელიძე მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს