მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წალკის სოფელ ახალშენში, გზის გაყვანისას, მიწა ჩაინგრა და შთამბეჭდავი სანახაობა გადაიშალა - რას ამბობენ არქეოლოგები ახალ აღმოჩენაზე?
წალკის სოფელ ახალშენში, გზის გაყვანისას, მიწა ჩაინგრა და შთამბეჭდავი სანახაობა გადაიშალა - რას ამბობენ არქეოლოგები ახალ აღმოჩენაზე?

24 მა­ისს, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­შენ­ში, გზის გაყ­ვა­ნი­სას, მიწა ჩა­ინ­გრა და მო­სახ­ლე­ო­ბის თვალ­წინ შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა გა­და­ი­შა­ლა. უეც­რად გა­ჩე­ნი­ლი გვი­რა­ბის სიღ­რმე­ში გა­მოჩ­ნდა დარ­ბა­ზი, რო­მელ­შიც ძვე­ლი პე­რი­ო­დის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი იყო მი­მობ­ნე­უ­ლი. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­დნენ და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს.

ად­გილ­ზე ჩა­სულ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მათ წი­ნა­შე იყო და­რა­ნი - კლდე­ში ნაკ­ვე­თი ან მი­წიქ­ვე­შა სა­მა­ლა­ვი ოთა­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მტრის­გან თავ­და­სა­ცა­ვად აშე­ნებ­დნენ. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ძეგლს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა.

"იმ ად­გი­ლის სი­ახ­ლო­ვეს, სა­დაც და­რა­ნი აღ­მოჩ­ნდა, გზას აგე­ბენ, მძი­მე ტექ­ნი­კა მოძ­რა­ობს, ე.წ. კა­ტო­კი გა­უ­ტა­რე­ბი­ათ და რო­გორც ჩანს, ამის გამო ჩა­ინ­გრა გზა. მა­შინ­ვე ჩა­ვე­დით, შე­ვის­წვლეთ ნა­გე­ბო­ბა და ეს გახ­ლავთ კლა­სი­კუ­რი და­რა­ნი. მას­ში მი­წის ზე­მო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3-7 მეტრში ჩა­დის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გვი­რა­ბი, რომ­ლის შე­მორ­ჩე­ნი­ლი სი­მაღ­ლე 40-80 სმ-ია, სი­გა­ნე კი - და­ახ­ლო­ე­ბით 60-80 სმ-მდე აღ­წევს. მთლი­ა­ნად და­რა­ნის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 17 მეტ­რია. რაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვნა­ხეთ, ნა­გე­ბო­ბა შედ­გე­ბა ერთი გვი­რა­ბი­სა და დარ­ბა­ზის­გან. ოთახ­ში დაგ­ვხდა 14 სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჭურ­ჭე­ლი: დო­ქე­ბი, ქოთ­ნე­ბი, ჭრა­ქი და სხვა. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა თი­ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ჭურ­ჭლის ქრონ­ლო­გი­ი­სა და ტი­პო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ირ­კვე­ვა, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი და­რა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით მე-16 სა­უ­კუ­ნის ნა­გე­ბო­ბაა. დო­კუ­მენ­ტა­ცია აღ­ვნუს­ხეთ, კე­რა­მი­კუ­ლი მა­სა­ლა ამო­ვი­ღეთ, რა­საც შე­იძ­ლე­ბა რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დეს, ჩა­უ­ტარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სა­მო­მავ­ლო პო­ზი­ცი­ას, ვფიქ­რობ, რომ ძეგლს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუსს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ა­ნი­ჭე­ბენ", - ეუბ­ნე­ბა ambebi.ge -ს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არ­ქე­ო­ლო­გი დი­მიტ­რი ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი.

დი­მიტ­რი ნა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი

უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან, კლდე­ში ნაკ­ვე­თი მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბა­თა სის­ტე­მე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში კარ­გად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა თურ­ქეთ­ში, კა­ბა­დო­კი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქე­ბი, რომ­ლებ­საც არა მხო­ლოდ სა­მა­ლა­ვად, მუდ­მივ სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც იყე­ნებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ და­რა­ნებს, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა გვხვდე­ბა ბევ­რად გვი­ან­დე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბიც.

სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით:

და­რა­ნი ლო­დე­ბით ამოყ­ვა­ნილ, ქვის სქე­ლი ფი­ლე­ბით გა­და­ხუ­რულ უქ­ვით­კი­რო ნა­გე­ბო­ბა­თა სის­ტე­მა­აა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა დახ­ლარ­თუ­ლი გა­სას­ვლელ-გა­მო­სას­ვლე­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ზო­მის სა­თავ­სო­ე­ბის­გან. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ფა­რუ­ლად გა­და­ად­გილ­დებ­დნენ, გა­დაჰ­ყავ­დათ მებ­რძო­ლე­ბი, იყე­ნებ­დნენ რო­გორც მტრის­გან და­სა­მა­ლა­ვად, ისე დაზ­ვერ­ვა-თვალ­თვა­ლი­სა და მათ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის­თვის".

"წარ­მოდ­გე­ნის­თვის, და­რა­ნის აგე­ბუ­ლე­ბა ასე­თია: მი­წი­დან ჩა­დის გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც ზოგ ად­გი­ლას ფარ­თეა, ისე­თი რომ ასე თუ ისე გა­მარ­თუ­ლად შე­გიძ­ლია გა­ი­ა­რო, ზოგ ად­გი­ლას იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ მხო­ლოდ გა­ცო­ცე­ბა შე­გიძ­ლია, შემ­დეგ უეც­რად გვი­რა­ბი ფარ­თოვ­დე­ბა და დარ­ბა­ზე­ბი­ვით ოთა­ხე­ბია გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ეს იმი­ტომ, რომ ზოგ­ჯერ როცა მტე­რი დიდ­ხანს აყოვ­ნებ­და, მათ იქ ცხოვ­რე­ბა უწევ­დათ. ამი­ტომ მო­მა­რა­გე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თე­ბი და საკ­ვე­ბი.

და­რან­ში ხში­რად გვხვდე­ბა ქვის. ე.წ. კარი, გა­და­სა­გო­რე­ბე­ლი ლო­დე­ბი, რომ­ლი­თაც გვი­რაბს გმა­ნავ­დნენ. გვი­რა­ბე­ბი ისე იყო გაყ­ვა­ნი­ლი, რომ ერ­თმა­ნე­თის სახ­ლებს უკავ­შირ­დე­ბო­და. რო­დე­საც მტე­რი გარს შე­მო­ერ­ტყმე­ბო­დათ, სახ­ლებ­ში შე­უც­ვივ­დე­ბოდ­ნენ, იქ არა­ვინ ხვდე­ბო­დათ.

მა­შინ არც ბუ­ნებ­რი­ვი აირი იყო, არც ხელ­ყუმ­ბა­რა ან რა­ი­მე მსგავ­სი, რომ შე­ეგ­დოთ შიგ­ნით, ამი­ტომ საკ­მა­ოდ უსაფრ­თხო ად­გი­ლი იყო და­სა­მა­ლად“, - გვიხ­სნის არ­ქე­ო­ლო­გი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ნო­დარ ბახ­ტა­ძე.

ნო­დარ ბახ­ტა­ძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე ათზე მეტი და­რა­ნია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ მეს­ხეთ­სა და მის შე­მო­გა­რენ­შია (ზედა თმოგ­ვი­სა და ვარ­ძი­ის მახ­ლობ­ლად, ბერ­თყა­ნა­ში, ხი­ზა­ბავ­რა­ში, აწყვი­ტა­ში და ა.შ.) ნა­პოვ­ნი, რა­საც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ მხა­რის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით ხსნი­ან. და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყის სა­ფა­რი ნაკ­ლე­ბად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც იქა­უ­რებს სა­მა­ლა­ვი ად­გი­ლე­ბის მო­ძებ­ნა მი­წის ქვეშ უწევ­დათ.

ნო­დარ ბახ­ტა­ძე ამ­ბობს, რომ მი­წის­ქვე­შა სა­მა­ლა­ვე­ბის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს. მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის აღ­მო­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი და­რა­ნი შუა ბრინ­ჯა­ოს ხა­ნით თა­რიღ­დე­ბა. არ­ქე­ო­ლო­გი ვა­რა­უ­დობს, რომ ამ ეტა­პის­თვის აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძეგ­ლე­ბი მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბა­თა სის­ტე­მე­ბი­სა, რაც მი­წის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს.

"კარ­გად რომ მო­ხერ­ხდეს ამ მი­წის­ქვე­შა შე­ნო­ბე­ბის შეს­წავ­ლა, შე­საძ­ლოა მი­წის ქვეშ მთე­ლი ქა­ლა­ქი აღ­მოჩ­ნდეს. მხო­ლოდ სა­მა­ლა­ვე­ბი კი არა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბიც იქ­ნე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი, რო­გო­რიც კა­პა­დო­კი­ა­შია, მაგ­რამ ამას შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი და შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს ambebi.ge -სთან ნო­დარ ბახ­ტა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
1

უძველესი ისტორიის ქვეყანა ვართ,რომელსაც სათანადო ყურადღება ჭირდება ხელისუფლების მხრიდან

ბონდო
3

გისურვებთ წარმატებას სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

წალკის სოფელ ახალშენში, გზის გაყვანისას, მიწა ჩაინგრა და შთამბეჭდავი სანახაობა გადაიშალა - რას ამბობენ არქეოლოგები ახალ აღმოჩენაზე?

წალკის სოფელ ახალშენში, გზის გაყვანისას, მიწა ჩაინგრა და შთამბეჭდავი სანახაობა გადაიშალა - რას ამბობენ არქეოლოგები ახალ აღმოჩენაზე?

24 მაისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, გზის გაყვანისას, მიწა ჩაინგრა და მოსახლეობის თვალწინ შთამბეჭდავი სანახაობა გადაიშალა. უეცრად გაჩენილი გვირაბის სიღრმეში გამოჩნდა დარბაზი, რომელშიც ძველი პერიოდის საყოფაცხოვრებო ნივთები იყო მიმობნეული. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ადგილზე ჩასულმა არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ მათ წინაშე იყო დარანი - კლდეში ნაკვეთი ან მიწიქვეშა სამალავი ოთახები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები მტრისგან თავდასაცავად აშენებდნენ. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ძეგლს, დიდი ალბათობით, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.

"იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც დარანი აღმოჩნდა, გზას აგებენ, მძიმე ტექნიკა მოძრაობს, ე.წ. კატოკი გაუტარებიათ და როგორც ჩანს, ამის გამო ჩაინგრა გზა. მაშინვე ჩავედით, შევისწვლეთ ნაგებობა და ეს გახლავთ კლასიკური დარანი. მასში მიწის ზემოდან დაახლოებით 3-7 მეტრში ჩადის დამაკავშირებელი გვირაბი, რომლის შემორჩენილი სიმაღლე 40-80 სმ-ია, სიგანე კი - დაახლოებით 60-80 სმ-მდე აღწევს. მთლიანად დარანის სიგრძე დაახლოებით 17 მეტრია. რაც ჯერჯერობით ვნახეთ, ნაგებობა შედგება ერთი გვირაბისა და დარბაზისგან. ოთახში დაგვხდა 14 სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ჭურჭელი: დოქები, ქოთნები, ჭრაქი და სხვა. მათი უმრავლესობა თიხისგან არის დამზადებული. ჭურჭლის ქრონლოგიისა და ტიპოლოგიის საფუძველზე ირკვევა, რომ ეს კონკრეტული დარანი დაახლოებით მე-16 საუკუნის ნაგებობაა. დოკუმენტაცია აღვნუსხეთ, კერამიკული მასალა ამოვიღეთ, რასაც შეიძლება რესტავრაცია ჩაუტარდეს, ჩაუტარდება. რაც შეეხება სახელმწიფოს სამომავლო პოზიციას, ვფიქრობ, რომ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს აუცილებლად მიანიჭებენ", - ეუბნება ambebi.ge -ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, არქეოლოგი დიმიტრი ნარიმანიშვილი.

დიმიტრი ნარიმანიშვილი

უძველესი დროიდან, კლდეში ნაკვეთი მიწისქვეშა ნაგებობათა სისტემები მთელს მსოფლიოში კარგად იყო განვითარებული. განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა თურქეთში, კაბადოკიაში აღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქები, რომლებსაც არა მხოლოდ სამალავად, მუდმივ საცხოვრებლადაც იყენებდნენ. რაც შეეხება უშუალოდ დარანებს, ისინი საქართველოში ძირითადად, შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული, თუმცა გვხვდება ბევრად გვიანდელი ნაგებობებიც.

სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით:

დარანი ლოდებით ამოყვანილ, ქვის სქელი ფილებით გადახურულ უქვითკირო ნაგებობათა სისტემააა, რომელიც შედგება დახლართული გასასვლელ-გამოსასვლელებისა და სხვადასხვა ზომის სათავსოებისგან. მისი საშუალებით ადამიანები ფარულად გადაადგილდებდნენ, გადაჰყავდათ მებრძოლები, იყენებდნენ როგორც მტრისგან დასამალავად, ისე დაზვერვა-თვალთვალისა და მათზე მოულოდნელი თავდასხმისთვის".

"წარმოდგენისთვის, დარანის აგებულება ასეთია: მიწიდან ჩადის გვირაბი, რომელიც ზოგ ადგილას ფართეა, ისეთი რომ ასე თუ ისე გამართულად შეგიძლია გაიარო, ზოგ ადგილას იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ გაცოცება შეგიძლია, შემდეგ უეცრად გვირაბი ფართოვდება და დარბაზებივით ოთახებია გამოყვანილი. ეს იმიტომ, რომ ზოგჯერ როცა მტერი დიდხანს აყოვნებდა, მათ იქ ცხოვრება უწევდათ. ამიტომ მომარაგებული ჰქონდათ ელემენტარული საჭიროების ნივთები და საკვები.

დარანში ხშირად გვხვდება ქვის. ე.წ. კარი, გადასაგორებელი ლოდები, რომლითაც გვირაბს გმანავდნენ. გვირაბები ისე იყო გაყვანილი, რომ ერთმანეთის სახლებს უკავშირდებოდა. როდესაც მტერი გარს შემოერტყმებოდათ, სახლებში შეუცვივდებოდნენ, იქ არავინ ხვდებოდათ.

მაშინ არც ბუნებრივი აირი იყო, არც ხელყუმბარა ან რაიმე მსგავსი, რომ შეეგდოთ შიგნით, ამიტომ საკმაოდ უსაფრთხო ადგილი იყო დასამალად“, - გვიხსნის არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ბახტაძე.

ნოდარ ბახტაძე

საქართველოში ამ ეტაპზე ათზე მეტი დარანია აღმოჩენილი, ყველა მათგანი სამხრეთ საქართველოში, კერძოდ მესხეთსა და მის შემოგარენშია (ზედა თმოგვისა და ვარძიის მახლობლად, ბერთყანაში, ხიზაბავრაში, აწყვიტაში და ა.შ.) ნაპოვნი, რასაც მეცნიერები ამ მხარის გეოგრაფიული თავისებურებებით ხსნიან. დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ისტორიული მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორიაზე ტყის საფარი ნაკლებად არის გავრცელებული, ამიტომაც იქაურებს სამალავი ადგილების მოძებნა მიწის ქვეშ უწევდათ.

ნოდარ ბახტაძე ამბობს, რომ მიწისქვეშა სამალავების კულტურა საქართველოში უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს. მისი თქმით, ამ დროისთვის აღმოჩენილი რამდენიმე ქართული დარანი შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. არქეოლოგი ვარაუდობს, რომ ამ ეტაპისთვის აღმოჩენილი ძეგლები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მიწისქვეშა ნაგებობათა სისტემებისა, რაც მიწის ქვეშ შეიძლება არსებობდეს.

"კარგად რომ მოხერხდეს ამ მიწისქვეშა შენობების შესწავლა, შესაძლოა მიწის ქვეშ მთელი ქალაქი აღმოჩნდეს. მხოლოდ სამალავები კი არა, საცხოვრებელი ნაგებობებიც იქნება. დაახლოებით მსგავსი, როგორიც კაპადოკიაშია, მაგრამ ამას შესაბამისი რესურსები და შესწავლა სჭირდება", - ამბობს ambebi.ge -სთან ნოდარ ბახტაძე.