ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები რუსეთის შს სამინიტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან.
"21 სექტემბერს, ღამით თოფურია საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს", - განუცხადეს "ინტერფაქსს" შს სამინისტროში.
მათივე ცნობით, ქართველი კანონიერი ქურდის გარდაცვალება ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებას უკავშირდება.
ანდრო თოფურია მოსკოვში 2010 წლის 3 აპრილს დააკავეს. თოფურიას სამმართალდაცვავებმა სამი გრამი მეტადონი აღმოუჩინეს. სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მაისში შეუფარდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ციხეებში უკვე მესამე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი იპოვეს გარდაცვლილი; 13 ივლისს - გია მანაგაძე, იგივე "გია ქუთაისკი", ხოლო 16 სექტემბერს - გელა ტაკიძე, მეტსახელად "გელა ქობულეთსკი".