მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

27 და 28 მა­ისს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მე-11 სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ღო­ნის­ძი­ე­ბა წელს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა და მას­ში 16 ქვეყ­ნის 200-მდე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა ჩარ­თუ­ლი. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ფე­ნის სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი­სა და KIU-ს აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ მი­ი­ღონ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია.

გა­ნათ­ლე­ბის მე-11 სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე KIU-ს სივ­რცე უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ გახ­სნა. ამა­ვე დღეს, KIU-ს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის (მე­ნე­ჯმენ­ტი, მა­თე­მა­ტი­კა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი) ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, ნა­თია ზედ­გი­ნი­ძემ და რა­მაზ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ წა­რად­გი­ნეს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია.

28 მა­ისს, 12 სა­ათ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რი, მაგ­და მაღ­რა­ძე და KIU-ს სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ვა­ლე­რი გობ­რო­ნი­ძე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს გა­აც­ნო­ბენ, თუ რას სთა­ვა­ზობს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს (KIU).

KIU-ს სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის პროგ­რა­მე­ბი წარ­დგე­ნი­ლია გა­მო­ფე­ნის ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში KIU @ Expo Georgia Edu Fair.

KIU-ს შეხ­ვედ­რის ბმუ­ლი „IEFG 2021“-ზე:

28 მა­ი­სი, 12 სთ -https://us02web.zoom.us/.../reg.../WN_923GK7suTsSIXOhIZEgCKw

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2021-2022 სას­წავ­ლო წლის­თვის სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. მშობ­ლე­ბი­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი და ღია კა­რის დღე­ე­ბი. KIU სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ კამ­პუსს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. სტუ­დენ­ტე­ბი, გარ­და აკა­დე­მი­უ­რი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა, აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ კლუბ­ში, შიდა კონ­კურსსა თუ ოლიმ­პი­ა­და­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ინ­გლი­სურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტებს ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

27 და 28 მაისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება წელს ონლაინ რეჟიმში ტარდება და მასში 16 ქვეყნის 200-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული. ორი დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და KIU-ს აკადემიური პროგრამების შესახებ მიიღონ დეტალური ინფორმაცია.

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე KIU-ს სივრცე უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გახსნა. ამავე დღეს, KIU-ს ინგლისურენოვანი სკოლების (მენეჯმენტი, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) ხელმძღვანელებმა, ნათია ზედგინიძემ და რამაზ ბოჭორიშვილმა საერთაშორისო პროგრამების შესახებ წარადგინეს დეტალური ინფორმაცია.

28 მაისს, 12 საათზე უნივერსიტეტის კანცლერი, მაგდა მაღრაძე და KIU-ს სტუდენტური სერვისების სამსახურის უფროსი, ვალერი გობრონიძე დაინტერესებულ პირებს გააცნობენ, თუ რას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს (KIU).

KIU-ს საგამოფენო სივრცის პროგრამები წარდგენილია გამოფენის ვირტუალურ სივრცეში KIU @ Expo Georgia Edu Fair.

KIU-ს შეხვედრის ბმული „IEFG 2021“-ზე:

28 მაისი, 12 სთ -https://us02web.zoom.us/.../reg.../WN_923GK7suTsSIXOhIZEgCKw

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები. KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

NS

კორონავირუსის გადატანიდან ვაქცინის მიღებამდე დაწესებული 120-დღიანი პერიოდი შეიძლება შემცირდეს - რა განაცხადა პაატა იმნაძემ?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთო

"თემომ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო... ერთად უნდა ჩამეწერა და მოულოდნელად გახდა ავად" - როგორ იხსენებენ ცნობილ მსახიობს მეგობრები და კოლეგები?