Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამნისტიის პროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - რა ბრალდებებს უყურნებენ ერთმანეთს მხარეები
ამნისტიის პროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - რა ბრალდებებს უყურნებენ ერთმანეთს მხარეები

19-20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე მომ­ზა­დე­ბულ ამ­ნის­ტი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით მმარ­თველ გუნდსა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა.

რო­გორც ფრაქ­ცია „ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვას კა­ბი­ნეტ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, სა­კუ­თარ ვერ­სი­ას გა­ი­ტანს, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას ვერ მო­ი­პო­ვებს.

მი­სი­ვე თქმით, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტთან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ოპო­ზი­ცი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი.

„ვერ შევ­თან­ხმდით. ვერ შევ­თან­ხმდით ჩვენს პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ტყვი­სო­ბა­შია შარლ მი­შე­ლის მე­დი­ა­ცი­ით მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბას­თან. ჩვე­ნი პრო­ექ­ტით, ამ­ნის­ტია ორ მუხ­ლზე უნდა გავ­რცელ­დეს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ვერ­სი­ით, ამ­ნის­ტია იმ მუხ­ლებ­ზეც უნდა გავ­რცელ­დეს, რომ­ლი­თაც დღეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა საქ­მე შემ­დგომ­ში აღიძ­რას. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა თან­ხმო­ბა, რათა ამ­ნის­ტია იმ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე გავ­რცელ­დეს, რო­მელ­თა მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ვერ­სი­ა­ში ასე­თი თან­ხმო­ბა არ არის. ჩვე­ნი პრო­ექ­ტით, სა­ჭი­რო არ არის ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პი­რის თან­ხმო­ბა, რომ მას­ზე ამ­ნის­ტია გავ­რცელ­დეს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი თან­ხმო­ბა სა­ჭი­როა და პირ­მა წე­რი­ლო­ბით უნდა და­ა­დას­ტუ­როს, რომ ამ­ნის­ტი­ა­ზე უარს არ ამ­ბობს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აცხა­დებს, რომ პრო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვი­სას რიგი ჩვე­ნი შე­ნიშ­ვნე­ბი­სა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ დღეს, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, სე­სი­ა­ზე თა­ვი­ან­თი პრო­ექ­ტის გა­ტა­ნას აპი­რე­ბენ", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 19-20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ნის­ტი­ა­ზე შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რი­საა.

რო­გორც დღეს გა­მარ­თუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ოხა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მათ ერ­თი­ა­ნი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია არა აქვთ.

„ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი ერ­თი­ან პო­ზი­ცი­ა­ზე თვი­თონ არ არი­ან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ამი­ტომ ერთი ფაქ­ტო­რი, თუ რა­ტომ ვერ შე­ვა­ჯე­რეთ პო­ზი­ცი­ე­ბი დღეს, არის ის, რომ თვი­თონ ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით არის გა­ურ­კვევ­ლო­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, „ლე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ისეთ კა­ტე­გო­რი­ულ მო­თხოვ­ნებს აყე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც შარლს მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში გა­წე­რი­ლი ამ­ნის­ტი­ის პრო­ექ­ტის არსს არ­ღვევს. მათ კა­ტე­გო­რი­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი აქვთ და­ყე­ნე­ბუ­ლი და გა­ზი­ა­რე­ბა რომც გვინ­დო­დეს, შარლ მი­შე­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბას და­არ­ღვევს. „ლე­ლოს" პო­ზი­ცი­აა, რომ მათ აღარ უნდა იკის­რონ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ტვირ­თი, რაც პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა აი­ღეს. სამ­წუ­ხა­როდ, ის­რე­ბის გა­და­ტა­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე სურთ, რაც სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი არ არის და ამ მო­თხოვ­ნის თა­ნა­ზი­ა­რი ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით. სხვა ოპო­ზი­ცი­ურ ჯგუ­ფებს აქვთ უფრო მეტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­ლო­დი­ნი, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შე­თა­ვა­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, რომ პრო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვი­სას, გაგ­რძელ­დეს მსჯე­ლო­ბა და მოხ­დეს პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა.

„ის, რაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გა­აჟ­ღე­რა, ჩვენ ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად არ ვსა­უბ­რობთ. გაჟ­ღერ­და რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან არის მათ­ზე მსჯე­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მზა­ო­ბა. და­ვე­ლო­დოთ, რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბათ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს", - აღ­ნიშ­ნა ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
6

ვერ შედგა და ვერ შედგა... ყველაფერზე ხომ ვერ შეთანხმდებიან. ოპოზიციას თუ უნდა რომ მთავრობამ ხალისუფლება გადააბაროს, ვერ გამოვა ბიჭებო...

tngh
16

"ლელოს" დემაგოგიამ ამ ეტაპზე ყველას "გადუჯოკრა"... "ნაცებზე" და "მეგრანტეებზე" უფრო "ნაცები" და "მეგრანტეები" გახდნენ... საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას ვერ ხვდებოდა.

ავტორი:

ამნისტიის პროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - რა ბრალდებებს უყურნებენ ერთმანეთს მხარეები

ამნისტიის პროექტზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - რა ბრალდებებს უყურნებენ ერთმანეთს მხარეები

19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნება" პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკუთარ ვერსიას გაიტანს, რომელიც დიდი ალბათობით ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ შესაბამისობაშია ოპოზიციის კანონპროექტი.

„ვერ შევთანხმდით. ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე, რომელიც სრულ შესატყვისობაშია შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. „ქართული ოცნების" ვერსიით, ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. გარდა ამისა, ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. ჩვენი პროექტით, საჭირო არ არის ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს. "ქართული ოცნების" შემთხვევაში, ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას რიგი ჩვენი შენიშვნებისა გათვალისწინებული იქნება, მაგრამ დღეს, პირველი მოსმენით, სესიაზე თავიანთი პროექტის გატანას აპირებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე შეუთანხმებლობა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაა.

როგორც დღეს გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ ოხანაშვილმა განაცხადა, მათ ერთიანი, ჩამოყალიბებული პოზიცია არა აქვთ.

„ოპოზიციური ჯგუფები ერთიან პოზიციაზე თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. ამიტომ ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ შევაჯერეთ პოზიციები დღეს, არის ის, რომ თვითონ ოპოზიციის შიგნით არის გაურკვევლობა. უფრო კონკრეტულად, „ლელოს" წარმომადგენლები ისეთ კატეგორიულ მოთხოვნებს აყენებენ, რომელიც შარლს მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის პროექტის არსს არღვევს. მათ კატეგორიული კრიტერიუმები აქვთ დაყენებული და გაზიარება რომც გვინდოდეს, შარლ მიშელის სულისკვეთებას დაარღვევს. „ლელოს" პოზიციაა, რომ მათ აღარ უნდა იკისრონ ის პოლიტიკური ტვირთი, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს. სამწუხაროდ, ისრების გადატანა დაზარალებულებზე სურთ, რაც სრულიად მიუღებელია. ეს შეთანხმების ნაწილი არ არის და ამ მოთხოვნის თანაზიარი ჩვენ ვერ ვიქნებით. სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს აქვთ უფრო მეტი თანამშრომლობის მოლოდინი, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ გამოთქვამს მზაობას, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, გაგრძელდეს მსჯელობა და მოხდეს პოზიციების დაახლოება.

„ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა, ჩვენ ამაზე კონკრეტულად არ ვსაუბრობთ. გაჟღერდა რამდენიმე საკითხი და "ქართული ოცნების" მხრიდან არის მათზე მსჯელობის გაგრძელების მზაობა. დაველოდოთ, რა პოზიცია ექნებათ ოპოზიციის წარმომადგენლებს", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"