გრიგოლეთში საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძარი სამ საცხოვრებელ სახლს მოედო.
მათივე ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს, რომლებმაც შეტყობინებაზე დროული რეაგირება მოახდინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.