საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი" - დავით კაჭარავა ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე
"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი" - დავით კაჭარავა ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე

"სა­ერ­თოდ არ ვიცი დუ­გი­ნი თუ არის კრემ­ლის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი მო­რაგ­ბე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი, სა­ქარ­თვე­ე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე­ზე ლე­ვან ვა­სა­ძი­სა და ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის შეხ­ვედ­რის შე­ფა­სე­ბი­სას. კო­მენ­ტა­რი კა­ჭა­რა­ვამ "მთა­ვარ არხთან" გა­ა­კე­თა.

“არ მი­ნა­ხავს მათი შეხ­ვედ­რა, არც გა­მი­გია… სა­ერ­თოდ არ ვიცი დუ­გი­ნი თუ არის კრემ­ლის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი, მაგ­რამ ვა­სა­ძეს ბევ­რი კონ­ტაქ­ტი აქვს რუ­სეთ­ში, ის მოღ­ვა­წე­ობ­და რუ­სეთ­ში და მას უნდა ჰკი­თხოთ, რა სა­ხის შეხ­ვედ­რა იყო და რაზე ისა­უბ­რეს", - ამ­ბობს კა­ჭა­რა­ვა.

კი­თხვას, ვა­სა­ძის დუ­გინ­თან შეხ­ვედ­რა ხომ არ აჩენს გან­ცდას, რომ შე­საძ­ლოა, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ საქ­მე­ებ­ში ჩა­ე­რი­ოს, დე­პუ­ტა­ტი ასე პა­სუ­ხობს:

“რუ­სე­თის ჩა­რე­ვა? რას გუ­ლის­ხმობთ ჩა­რე­ვა­ში? შე­საძ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ფე­რია, მაგ­რამ თვი­თონ ბა­ტონ ლე­ვანს რომ ჰკი­თხოთ, რა სა­ხის შეხ­ვედ­რა იყო და რას მო­ი­ცავ­და, კი­თხვებს პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა მე მგო­ნი.

ლე­ვა­ნი არის გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ გა­უვ­ლია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, მას პი­რა­და­დაც ვიც­ნობ და ჩვენ არ გვი­სა­უბ­რია მის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე. რო­გორც ადა­მი­ანს, პა­ტივს ვცემ და ვა­ფა­სებ, და­ნარ­ჩე­ნი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ ვიცი”, - ამ­ბობს კა­ჭა­რა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!
17

ვინმემ გითხრა, რომ შენ უკეთესი ხარ, ან რამე ფასი აქვს შენს სიტყვას, პარლამენტის რკინის ჯებირების გარეთ????????? ურცხვი!

უკაცრავად
15

პარლამენტარიზმი არ იარსებებს სანამ მსგავსი გაუცნობიერებელ ადამიანებს ვირჩევთ უმაღლეს საკანონმდებლო ინსტიტუტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი" - დავით კაჭარავა ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე

"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი" - დავით კაჭარავა ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე

"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი", - ამბობს ყოფილი მორაგბე, "ქართული ოცნების" დეპუტატი, საქართვეელოს დამოუკიდებლობის დღეზე ლევან ვასაძისა და ალექსანდრ დუგინის შეხვედრის შეფასებისას. კომენტარი კაჭარავამ "მთავარ არხთან" გააკეთა.

“არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია… საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტი აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა რუსეთში და მას უნდა ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რაზე ისაუბრეს", - ამბობს კაჭარავა.

კითხვას, ვასაძის დუგინთან შეხვედრა ხომ არ აჩენს განცდას, რომ შესაძლოა, რუსეთი საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს, დეპუტატი ასე პასუხობს:

“რუსეთის ჩარევა? რას გულისხმობთ ჩარევაში? შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ თვითონ ბატონ ლევანს რომ ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რას მოიცავდა, კითხვებს პასუხი გაეცემა მე მგონი.

ლევანი არის გამოცდილი ადამიანი, ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, წარმატებული ბიზნესმენი, მას პირადადაც ვიცნობ და ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. როგორც ადამიანს, პატივს ვცემ და ვაფასებ, დანარჩენი მისი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი”, - ამბობს კაჭარავა.