პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წლის თერჯოლელი ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას 4 წელი მიესაჯა
11 წლის თერჯოლელი ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას 4 წელი მიესაჯა

თერ­ჯო­ლა­ში 11 წლის ავთო აბ­ჟან­და­ძის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მა­მას 4 წელი მი­ე­სა­ჯა. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ოჯა­ხის წევ­რის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით ოჯა­ხის წევ­რის სის­ტე­მა­ტურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ოჯა­ხის წევ­რის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით ოჯა­ხის წევ­რის სის­ტე­მა­ტურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ფ.ა. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძევრში, ფ.ა. არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის ა.ა.-ს თან­დას­წრე­ბით მე­უღ­ლეს ნ.ა.-ს ამ­ცი­რებ­და და სის­ტე­მა­ტურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ფ.ა. არას­რულ­წლო­ვან შვილს ა.ა-ს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბო­და, სის­ტე­მა­ტუ­რად აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას, ამ­ცი­რებ­და, ემუქ­რე­ბო­და და ნა­თე­სა­ვებ­თან ყოფ­ნას უკ­რძა­ლავ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ძლი­ე­რი ფსი­ქი­კუ­რი ტკი­ვი­ლის და მო­რა­ლუ­რი ტან­ჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგ­ვის­ტოს, სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ოჯა­ხის წევ­რის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით ოჯა­ხის წევ­რის სის­ტე­მა­ტურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ფ.ა. დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, ხოლო ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში გა­ა­მარ­თლა, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­სა­ჩივ­რდე­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

ამ ბავშვის ცოდვით საერთოდ როგორ ცოცხლობს, ეგაა საკვირველი და მაგ არაადამიანისთვის მხოლოდ 4 წლის მისჯა ხომ სამარცხვინოა

ელგუჯა
0

ბარემ სასამართლოს დარბაზიდან გამოგეშვათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

11 წლის თერჯოლელი ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას 4 წელი მიესაჯა

11 წლის თერჯოლელი ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას 4 წელი მიესაჯა

თერჯოლაში 11 წლის ავთო აბჟანდაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას 4 წელი მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის ა.ა.-ს თანდასწრებით მეუღლეს ნ.ა.-ს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

"შვილიშვილმა ბებიას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა