ავტორი:

"პარლამენტში ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად" - იაგო ხვიჩია

"პარლამენტში ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად" - იაგო ხვიჩია

ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს პარლამენტში და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ - მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად,- ასე ეხმიანება „გირჩის“ ერთ- ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ფრაქციის შექმნის წესი იცვლება.

"ესე იგი, ჩვენთვის არ მოურგიათ და ცოტა ნაწყენი ვარ. თუ პატივისცემა იყო, ბარემ სამი ჩაეწერათ", - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რამდენად, შეიძლება ვიხილოთ „გირჩის“ წევრები სხვა ფრაქციაში, ხვიჩია აცხადებს, რომ პირიქით - სხვა შეიძლება ვიხილოთ მათ ფრაქციაში.

„ჯერ არ ვიცით ვინ იქნება, ვეძებთ შესაბამის კანდიდატებს, რომ გითხრათ, დიდი ვნება გვაქვს ფრაქციის შექმნის ამ წუთას, ასეც არაა, მაგრამ თუ მოგვცემდნენ საშუალებას, რატომაც არა. სამი რომ ყოფილიყო სიამოვნებით შევქმნიდით, მეოთხე სად ვიპოვოთ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი ის უფლებები განახორციელოს, რაც ფრაქციას გააჩნია. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით შეიქმნება და ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით გაუქმდება.

"რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე... ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავთ" - ირაკლი კობახიძე

სამი ახალი დეპუტატი, რომლებიც პარლამენტში, გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ შევიდნენ

"თბილისის აქციაზე თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რომელიც 25 ათასი დაჯდა" - გოლეთიანი