საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 27 მაისის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე.
საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე.
პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში, სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის მოსმენა, პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.
სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისათვის ბმულის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 27 მაისის 11:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org.
NS