კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით კორონავირუსის "ინდური შტამის" შესახებ - რამდენად სწრაფად ვრცელდება და როგორ მოქმედებენ მასზე ვაქცინები
რა ვიცით კორონავირუსის "ინდური შტამის" შესახებ - რამდენად სწრაფად ვრცელდება და როგორ მოქმედებენ მასზე ვაქცინები

კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ვირუ­სის ეს ვა­რი­ან­ტი 53 ქვე­ყა­ნა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­ტი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ჯერ არ გა­მო­უვ­ლე­ნი­ათ, თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა, რომ­ლებ­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით სწავ­ლო­ბენ.

"შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ გახ­ლავთ. ყველ­გან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი [გავ­რცე­ლე­ბა], სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­რო­პა­ში გა­მოჩ­ნდა ინ­დუ­რი შტა­მი, ისე­ვე რო­გორც ბრა­ზი­ლი­უ­რი და სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი. პროგ­ნო­ზი არის, რომ ინ­დურ­მა შტამ­მა ევ­რო­პა­ში თან­და­თან ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი ჩა­ა­ნაც­ვლოს" - გა­ნა­ცხა­და 23 მა­ისს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

  • რას წარ­მო­ად­გენს კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი და რამ­დე­ნად სა­ში­შია?

SARSCOV2-მა მისი არ­სე­ბო­ბის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და, რის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ვირუ­სის შემ­დე­გი შტა­მე­ბი: ბრი­ტა­ნუ­ლი, ბრა­ზი­ლი­უ­რი, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი და ინ­დუ­რი. ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლი­ლის­გან ინ­დუ­რი იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ იგი ორ­მა­გად მუ­ტი­რე­ბუ­ლია. B.1.617 (ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ინ­დო­ეთ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კო­რო­ნა­ვირუსს) ინ­დო­ეთ­ში გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ფიქ­სირ­და.

ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სის აღ­რი­ცხუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მე­ო­თხედ­ზე მეტი სწო­რედ ამ ახალ შტამ­ზე მო­დის. სარ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, "ინ­დუ­რი შტა­მი" ბევ­რად უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ვიდ­რე SARSCOV2 და "ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი".

ამას­თან, ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რის მო­საზ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ის გა­ცი­ლე­ბით აგ­რე­სი­უ­ლიც არის, რაც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის უფრო მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას შე­ფა­სე­ბით, ინ­დო­ეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სი კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა შტა­მებ­თან შე­და­რე­ბით რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბით არ უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს.

მისი თქმით, ამის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.

"ინ­დო­ეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იმით, რომ ეს შტა­მია გან­სა­კუთ­რე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი. უბ­რა­ლოდ, იქ ეპიდსი­ტუ­ა­ცია უმარ­თა­ვია, პა­ცი­ენ­ტე­ბი ვერ იღე­ბენ შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვისს, რაც ზრდის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს. მარ­თა­ლია, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მუ­ტა­ცი­ის შე­დე­გად უფრო აგ­რე­სი­უ­ლი შტა­მე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ასე არ არის. რად­გა­ნაც ინ­დუ­რი შტა­მი ორ­მა­გად მუ­ტა­ცი­უ­რი ვირუ­სია, მისი გენი უფრო მე­ტად არის შეც­ვლი­ლი, ვიდ­რე სხვა ვა­რი­ან­ტე­ბის, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ იგი უფრო სა­ში­შია.

მარ­თა­ლია, ერთ-ერთი კვლე­ვის პირ­ვე­ლად­მა შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ "ინ­დუ­რი შტა­მის" შემ­თხვე­ვა­ში უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა, თუმ­ცა ეს არ არის სა­ბო­ლოო დას­კვნა, ამი­ტომ მტკი­ცე­ბით ამა­ზე სა­უ­ბა­რი მარ­თე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დიდი სხვა­ო­ბა "ინ­დურ შტამ­სა“ და კლა­სი­კურ კო­რო­ნა­ვირუსს შო­რის და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მის მხრივ არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა მისი გავ­რცე­ლე­ბის დო­ნეს, ეს ნამ­დვი­ლად არის გა­მოკ­ვლე­უ­ლი - ბევ­რად უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ვიდ­რე SARSCOV2 და მისი სხვა შტა­მე­ბი“ - ამ­ბობს AMBEBI.GE - სთან ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის "ინ­დუ­რი ვა­რი­ან­ტი" რომ უფრო გა­დამ­დე­ბია, ვიდ­რე კო­ვი­დის უჰა­ნუ­რი ვერ­სია, ამა­ზე ჯან­მოც ლა­პა­რა­კობს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, სარ­თო ჯამ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ინ­დუ­რი შტა­მი“ ღელ­ვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა.

  • რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი "ინ­დურ შტამ­ზე"?

ინ­გლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის უახ­ლე­სი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო „ფა­ი­ზე­რი­სა“ და „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნებ­მა ე.წ.ინ­დუ­რი შტა­მის მი­მართ მა­ღა­ლი ეფექ­ტი აჩ­ვე­ნეს. სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია კვლე­ვის დას­კვნა­ზე დაყ­რდნო­ბით 23 მა­ისს გა­ავ­რცე­ლა BBC-მ.

გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ინ­დუ­რი ვა­რი­ან­ტის მი­მართ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა ორი­ვე ვაქ­ცი­ნამ ერთი დო­ზის გა­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აჩ­ვე­ნა თა­ნა­ბა­რი, 33%-იანი და­ცუ­ლო­ბა. შე­დე­გი თვალ­სა­ჩი­ნო პირ­ვე­ლი დო­ზის მი­ღე­ბი­დან 3 კვი­რა­ში აღ­მოჩ­ნდა. ხოლო სრულ­ყო­ფი­ლად, ანუ ორი დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, „ფა­ი­ზერ­მა“88%, ხოლო „ ას­ტრა­ზე­ნე­კამ“ – 60%-იანი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა.

  • იცავს თუ არა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის­გან?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და ვირუ­სის ახა­ლი შტა­მე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ი­მე­დე­ბელ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. ჯან­მოს თა­ნახ­მად, ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ა­ნი­ჭა, ეფექ­ტი­ა­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის აღი­ა­რე­ბუ­ლი აქვს ხუთი ვაქ­ცი­ნა: „პფა­ი­ზე­რი“, „ას­ტრა­ზე­ნე­კა“, „მო­დერ­ნა“, „ჯონ­სო­ნი და ჯონ­სო­ნი“ და „სი­ნო­ფარ­მი“.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას ელო­დე­ბა ჩი­ნუ­რი "სი­ნო­ვა­კი". გა­მო­დის, რომ „ინ­დუ­რი შტა­მის­გან“ და­ი­ცავს ჩი­ნუ­რი „სი­ნო­ფარ­მიც“, რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ავ­ტო­რი­ზა­ცია მა­ი­სის და­სა­წყის­ში მი­ა­ნი­ჭა.

"ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი ფა­რა­ვენ ინ­დურ შტამს, არ არ­სე­ბობს. ანუ ეს კვლე­ვე­ბით არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ამ ატაპ­ზე, მაგ­რამ პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს. სხვა­დას­ხვა მეც­ნი­ე­რის და კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, „სი­ნო­ფარ­მი“ და „სი­ნო­ვა­კიც“ ეფექ­ტი­ა­ნე­ბი უნდა იყ­ვნენ და ალ­ბათ ასეც იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით და­ი­ცა­ვენ ისი­ნი მუ­ტა­ცი­უ­რი შტა­მის­გან" - ამ­ბობს ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.

ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მტკი­ცე­ბით, ჩი­ნეთ­ში წარ­მო­ე­ბულ ვაქ­ცი­ნებს შე­უძ­ლი­ათ „გარ­კვე­უ­ლი დო­ზით“ ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის­გან დაც­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, თუ ისე მოხ­და, რომ არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ვირუ­სის რო­მე­ლი­მე შტა­მის მი­მართ, არც ეს იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა.

"ჩი­ნე­თი მზა­დაა ამ გა­მოწ­ვე­ვას სწრა­ფად უპა­სუ­ხოს, რად­გან წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი უკვე კარ­გა­დაა მომ­წი­ფე­ბუ­ლი და არ სა­ჭი­რო­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს მუ­ტა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­საქ­მნე­ლად“. - აცხა­დებს ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტი, შაო იმინ­გი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
4

თქვენ შეგჭამათ კორონავირუსმა

რამაზი
8

დღეის ინფორმაციით ინდური შტამი 53 ქვეყნის ტერიტორიას მოედო და ალბათ მალე საქართველოშიც ვიხილავთ, რადგან 50% ით სწრაფად ვრცელდება ვიდრე დანარჩენი ვირუსი.ბრიტანულზე ძლიერი რომ არის ფაქტია-აფრიკულის და ბრაზილიურის ნაერთია.ერჩის დიდსაც და პატარასაც.ამის საპასუხოდ სხვა ქვეყნებში გამალებული ვაქცინაცია მიმდინარეობს. ესმით რომ აუცილებელია ტემპის გაზრდა,რათა ახალი უარესი მუტაცია არ განიცადოს ვირუსმა.საქართველოში ხელისუფლება საპირისპიროდ იქცევა.ძალიან ნელი ტემპით ცრის მოსახლეობას,ბევრად ჩამოვრჩებით,ბოლო რიგებში ვართ წარუმატებელი ვაქცინაციით. ადამიანების მსხვერპლიც საგრძნობია, დაღუპულებით მოსახლეობაზე თუ გადავიანგარიშებთ მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში.აცრებით აფრიკის დონეზე.ფაიზერის ვაქცინა რაც ესე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის 1 000 000 მილიონი დოზა მარტო ჩამოტანას ელოდება უკვე კაი ხანია მაგრამ შეგნებულად თუ შეუგნებლად არ ჩამოაქვთ. გეგმა წლის ბოლომდე აიცრას მოსახლეობის 60% ორჯერადად ამ ხელისუფლების ხელში უტოპიაა. ანტივაქსერების აცრისთვის სხვა ქვეყნებში ლატარიას და ფულად დაინტერესებას ანხორციელებს ხელისუფლებები.ჩვენთან კიდევ ხალხს აცრა უნდა და ვაქცინა არაა.აბა ეს დანაშაული თუ არაა მოსახლეობის წინაშე აბა რაა?

ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის "ინდური შტამის" შესახებ - რამდენად სწრაფად ვრცელდება და როგორ მოქმედებენ მასზე ვაქცინები

რა ვიცით კორონავირუსის "ინდური შტამის" შესახებ - რამდენად სწრაფად ვრცელდება და როგორ მოქმედებენ მასზე ვაქცინები

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოში სულ უფრო სწრაფად ვრცელდება. ამჟამად ვირუსის ეს ვარიანტი 53 ქვეყანაშია დაფიქსირებული. საქართველოში მუტირებული კორონავირუსი ჯერ არ გამოუვლენიათ, თუმცა არსებობს რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევებით სწავლობენ.

"შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი [გავრცელება], საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ, ევროპაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული. პროგნოზი არის, რომ ინდურმა შტამმა ევროპაში თანდათან ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს" - განაცხადა 23 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

  • რას წარმოადგენს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი და რამდენად საშიშია?

SARSCOV2-მა მისი არსებობის 2 წლის განმავლობაში რამდენიმე მუტაცია განიცადა, რის შედეგად ჩამოყალიბდა ვირუსის შემდეგი შტამები: ბრიტანული, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური. ყველა ჩამოთვლილისგან ინდური იმით განსხვავდება, რომ იგი ორმაგად მუტირებულია. B.1.617 (ასე მოიხსენიებენ ოფიციალურად ინდოეთში გავრცელებულ კორონავირუსს) ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად კორონავირუსის აღრიცხული შემთხვევების მეოთხედზე მეტი სწორედ ამ ახალ შტამზე მოდის. სართაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ინდური შტამი" ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე SARSCOV2 და "ბრიტანული შტამი".

ამასთან, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრების მიხედვით, ის გაცილებით აგრესიულიც არის, რაც სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელში გამოიხატება.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას შეფასებით, ინდოეთში გავრცელებული ვირუსი კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით რაიმე განსაკუთრებული საშიშროებით არ უნდა გამოირჩეოდეს.

მისი თქმით, ამის შესახებ საბოლოო დადასტურებული ცნობები არ არსებობს.

"ინდოეთში არსებული სიტუაცია არ არის განპირობებული იმით, რომ ეს შტამია განსაკუთრებით აგრესიული. უბრალოდ, იქ ეპიდსიტუაცია უმართავია, პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო სერვისს, რაც ზრდის სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მართალია, უმეტეს შემთხვევაში მუტაციის შედეგად უფრო აგრესიული შტამები წარმოიქმნება, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. რადგანაც ინდური შტამი ორმაგად მუტაციური ვირუსია, მისი გენი უფრო მეტად არის შეცვლილი, ვიდრე სხვა ვარიანტების, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი უფრო საშიშია.

მართალია, ერთ-ერთი კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ "ინდური შტამის" შემთხვევაში უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, თუმცა ეს არ არის საბოლოო დასკვნა, ამიტომ მტკიცებით ამაზე საუბარი მართებული არ იქნება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დიდი სხვაობა "ინდურ შტამსა“ და კლასიკურ კორონავირუსს შორის დაავადების სიმძიმის მხრივ არ არის. რაც შეეხება მისი გავრცელების დონეს, ეს ნამდვილად არის გამოკვლეული - ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე SARSCOV2 და მისი სხვა შტამები“ - ამბობს AMBEBI.GE - სთან ინფექციონისტი.

კორონავირუსის "ინდური ვარიანტი" რომ უფრო გადამდებია, ვიდრე კოვიდის უჰანური ვერსია, ამაზე ჯანმოც ლაპარაკობს. ორგანიზაციის შეფასებით, სართო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ "ინდური შტამი“ ღელვის საფუძველს იძლევა.

  • როგორ მოქმედებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები "ინდურ შტამზე"?

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის უახლესი კვლევის შედეგებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებმა ე.წ.ინდური შტამის მიმართ მაღალი ეფექტი აჩვენეს. სასიხარულო ინფორმაცია კვლევის დასკვნაზე დაყრდნობით 23 მაისს გაავრცელა BBC-მ.

გამოცემის თანახმად, ინდური ვარიანტის მიმართ ზემოთ აღნიშნულმა ორივე ვაქცინამ ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, აჩვენა თანაბარი, 33%-იანი დაცულობა. შედეგი თვალსაჩინო პირველი დოზის მიღებიდან 3 კვირაში აღმოჩნდა. ხოლო სრულყოფილად, ანუ ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში, „ფაიზერმა“88%, ხოლო „ ასტრაზენეკამ“ – 60%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

  • იცავს თუ არა ჩინური ვაქცინები ე.წ. ინდური შტამისგან?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინებისა და ვირუსის ახალი შტამების შესახებ დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს. ჯანმოს თანახმად, ყველა ვაქცინა, რომელსაც ორგანიზაციამ ავტორიზაცია მიანიჭა, ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ. ორგანიზაციას ამ მომენტისათვის აღიარებული აქვს ხუთი ვაქცინა: „პფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ჯონსონი და ჯონსონი“ და „სინოფარმი“.

ავტორიზაციას ელოდება ჩინური "სინოვაკი". გამოდის, რომ „ინდური შტამისგან“ დაიცავს ჩინური „სინოფარმიც“, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია მაისის დასაწყისში მიანიჭა.

"ზუსტი ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინები ფარავენ ინდურ შტამს, არ არსებობს. ანუ ეს კვლევებით არ არის დადასტურებული ამ ატაპზე, მაგრამ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. სხვადასხვა მეცნიერის და კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, „სინოფარმი“ და „სინოვაკიც“ ეფექტიანები უნდა იყვნენ და ალბათ ასეც იქნება, მაგრამ საინტერესოა რამდენი პროცენტით დაიცავენ ისინი მუტაციური შტამისგან" - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მტკიცებით, ჩინეთში წარმოებულ ვაქცინებს შეუძლიათ „გარკვეული დოზით“ ვირუსის ახალი ვარიანტებისგან დაცვა. უწყების ცნობით, თუ ისე მოხდა, რომ არსებული ვაქცინები რეზისტენტული აღმოჩნდა ვირუსის რომელიმე შტამის მიმართ, არც ეს იქნება პრობლემა.

"ჩინეთი მზადაა ამ გამოწვევას სწრაფად უპასუხოს, რადგან წარმოების პროცესი უკვე კარგადაა მომწიფებული და არ საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მუტაციების წინააღმდეგ ახალი ვაქცინების შესაქმნელად“. - აცხადებს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტი, შაო იმინგი.

"მეწყერი დაძრულია, ნაპრალები ვითარდება სწრაფად... - 35 ფოტო ლისი-მუხათწყაროდან, სადაც გეოლოგები მუშაობენ

ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის" - რას ყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი?