ავტორი:

"ახლა გავიგე, რომ ხვალ სასამართლო პროცესი მაქვს - არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის თუნდაც იოტისოდენა ნაწილი ამაზე იყოს მიმართული" - მელია

"ახლა გავიგე, რომ ხვალ სასამართლო პროცესი მაქვს - არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის თუნდაც იოტისოდენა ნაწილი ამაზე იყოს მიმართული" - მელია

"ახლა გავიგე, რომ ხვალ მაქვს სასამართლო პროცესი - არც ვაკვირდები და არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის და ყურადღების თუნდაც იოტისოდენა ნაწილი მიმართული იყოს ამაზე, არ მინდა ამაზე ფიქრით დავკავდე ან მით უმეტეს ანალიზის კეთებას მივყო ხელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ხვალ ჩანიშნული მისი სასამართლო პროცესის თაობაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა მისი მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და შემდგომი ნაბიჯების საზოგადოებისთვის გაცნობაა.

"ახლა გავიგე, რომ ხვალ მაქვს სასამართლო პროცესი, იმდენად ვერ ვახერხებ თვალ-ყურის დევნას. ადვოკატებთან დგება ურთიერთობა. ერთი ის ვიცი, რომ თუ არ ვცდები კვირაში 2 პროცესი ჩაინიშნა. არც ვაკვირდები და არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის და ყურადღების თუნდაც იოტისოდენა ნაწილი მიმართული იყოს ამაზე, არ მინდა ამაზე ფიქრით დავკავდე ან მით უმეტეს ანალიზის კეთებას მივყო ხელი.

მე ვიცი, რა არის გასაკეთებელი, მე ვიცი, რომ მინიმალური ამოცანაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომელიც შემდეგ უნდა შევასრულოთ - რას ვთავაზობთ საზოგადოებას, რა გეგმით ვართ, რა სტრატეგიით ვართ, როგორ გამოგვყავს კრიზისიდან ქვეყანა“, - განაცხადა მელიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ საქართველოში შიდა არეულობა იქნება, ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება გართულდება" - რა განაცხადა  ლიეტუვის პრეზიდენტმა?

"როცა სიტუაცია არაჯანსაღია, ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩარევა ადეკვატურია... სიცრუის დეტექტორიც უნდა დავაყენოთ" - "ოცნების" დეპუტატი