სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუბრები, რომ "კლანი" არსებობს, დემაგოგიაა -  შეგიძლიათ, ჩემი კავშირები გამოიკვლიოთ" - რას ამბობს იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი?
"საუბრები, რომ "კლანი" არსებობს, დემაგოგიაა -  შეგიძლიათ, ჩემი კავშირები გამოიკვლიოთ" - რას ამბობს იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი?

მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­შიც არ ვყო­ფილ­ვარ, რომ დღეს წარ­დგე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საბ­ჭოს წევ­რის კან­დი­და­ტუ­რად - სა­უბ­რე­ბი, რომ „კლა­ნი“ არ­სე­ბობს, ჩემი აზ­რით, დე­მა­გო­გი­აა, მი­მარ­თუ­ლია სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ , - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა მო­სა­მარ­თლე წევ­რმა, გოჩა აბუ­სე­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რად არ­ჩე­ვა ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. მი­სი­ვე თქმით, მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს, რომ სა­სა­მარ­თლო იყოს უკე­თე­სი, ვიდ­რე დღეს არის.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, რო­გორ შე­ა­ფა­სებს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რის, ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ის აღ­ნიშ­ნავს, რომ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი ის პი­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მო­სა­მარ­თლე­თა გავ­ლე­ნი­ა­ნი ლო­ბი­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, აბუ­სე­რი­ძე აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თვით სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

"მე ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვღე­ბუ­ლობ­დი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს წევ­რის კონ­კურ­სში და ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ზიმ არა­ერ­თხელ და­მის­ვა ეს შე­კი­თხვა.

მე თქმა უნდა მას ვუ­პა­სუ­ხე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, თუმ­ცა ამ­გვა­რი შე­კი­თხვა ჩემ­თვის პი­რა­დად რო­გორც, მო­სა­მარ­თლი­სათ­ვის არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იმი­ტომ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­კი­თხვა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თვით, ჩემი აზ­რით, მი­მარ­თუ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ. არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა დღეს, რა თქმა უნდა, არ ყო­ფი­ლა. ჩემ­თვი­საც მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­შიც არ ვყო­ფილ­ვარ, რომ დღეს წარ­დგე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საბ­ჭოს წევ­რის კან­დი­და­ტუ­რად. ერთ-ერ­თმა ჩემ­მა კო­ლე­გამ წარ­მად­გი­ნა“,- აღ­ნიშ­ნავს გოჩა აბუ­სე­რი­ძე.

რო­გორც გოჩა აბუ­სე­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­უბ­რე­ბით, რომ სა­სა­მარ­თლო­ში “კლა­ნი” არ­სე­ბობს დე­მა­გო­გი­აა და სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

„ამ­გვა­რი შე­კი­თხვა, სა­უბ­რე­ბი, რომ კლა­ნი არ­სე­ბობს, ჩემი აზ­რით, დე­მა­გო­გი­აა, მი­მარ­თუ­ლია სა­სა­მარ­თლოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ. შე­გიძ­ლი­ათ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა, წარ­სუ­ლი, კავ­ში­რე­ბი გა­მო­იკ­ვლი­ოთ. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს კორ­პო­რა­ცია, სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მარ­თავს“, - აღ­ნიშ­ნავს გოჩა აბუ­სე­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ოთხ მო­სა­მარ­თლე წევ­რად თე­მურ გო­გო­ხია, ლე­ვან მი­ქა­ბე­რი­ძე, ბად­რი შო­ნია და გოჩა აბუ­სე­რი­ძე აირ­ჩი­ეს. მათ კან­დი­და­ტუ­რას მო­სა­მარ­თლე­თა რიგ­გა­რე­შე XXIX კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მხა­რი მო­სა­მარ­თლე­თა კორ­პუ­სის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­უ­ჭი­რა.

ხმა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ასე გა­და­ნა­წილ­და: აბუ­სე­რი­ძე გოჩა - 274 ხმა, ლე­ვან მი­ქა­ბე­რი­ძე - 283 ხმა, ბად­რი შო­ნია - 281 ხმა, თე­მურ გო­გო­ხია - 278 ხმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"საუბრები, რომ "კლანი" არსებობს, დემაგოგიაა -  შეგიძლიათ, ჩემი კავშირები გამოიკვლიოთ" - რას ამბობს იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი?

"საუბრები, რომ "კლანი" არსებობს, დემაგოგიაა -  შეგიძლიათ, ჩემი კავშირები გამოიკვლიოთ" - რას ამბობს იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი?

მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად - საუბრები, რომ „კლანი“ არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა, მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ , - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, გოჩა აბუსერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევა ძალიან დიდ პასუხისმგებელობას წარმოადგენს. მისივე თქმით, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ სასამართლო იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ წარდგენილი კანდიდატები ის პირები არიან, რომლებიც მოსამართლეთა გავლენიანი ლობირებით სარგებლობენ, აბუსერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული შეკითხვა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით სასამართლოს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

"მე ასევე მონაწილეობას ვღებულობდი უზენაესი სასამართლოს წევრის კონკურსში და ქალბატონმა ნაზიმ არაერთხელ დამისვა ეს შეკითხვა.

მე თქმა უნდა მას ვუპასუხე არგუმენტირებულად, თუმცა ამგვარი შეკითხვა ჩემთვის პირადად როგორც, მოსამართლისათვის არის შეურაცხმყოფელი იმიტომ, რომ აღნიშნული შეკითხვა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ჩემი აზრით, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. არანაირი ზეწოლა და წინასწარი შეთანხმება დღეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ჩემთვისაც მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ წარმადგინა“,- აღნიშნავს გოჩა აბუსერიძე.

როგორც გოჩა აბუსერიძე აღნიშნავს, საუბრებით, რომ სასამართლოში “კლანი” არსებობს დემაგოგიაა და სასამართლოს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„ამგვარი შეკითხვა, საუბრები, რომ კლანი არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა, მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. შეგიძლიათ ჩემი პროფესიული მოღვაწეობა, წარსული, კავშირები გამოიკვლიოთ. სასამართლო სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია, სასამართლოს მოსამართლეები მართავს“, - აღნიშნავს გოჩა აბუსერიძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა.

ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა - 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 283 ხმა, ბადრი შონია - 281 ხმა, თემურ გოგოხია - 278 ხმა.

სამართალდამცველებმა გუმათში, რკინის ჯებირები კვლავ აღმართეს - რას უკავშირებენ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ხეობაში პოლიციის მობილიზებას

მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

"ბიჭი შეყვარებულთან მიდიოდა... თურმე ეგონა ზურგში მუშტი დაარტყეს, არადა, დანა დაურტყამს" - 21 წლის ბიჭს ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი დაესხა თავს: რა მოხდა გლდანში?