ალბათ დამეთანხმებით, 25 კვ.მ-ის მქონე ფართის ბინაში საკმაოდ რთულია ინტერიერის მოწყობა, ყველა დეტალის გათვალისწინება და საჭირო საშუალებების განთავსება. თუმცა, პროფესიონალმა დიზაინერებმა კარგად იციან ხრიკები, რომელიც ფართის სიმცირეს შეუმჩნეველს ხდის, ხოლო ბინას საკმაოდ კომფორტულ გარემოდ აქცევს.
იურისტმა თამთა რეხვიაშვილმა და მისმა ეკოლოგმა მეუღლემ ნიკო ქერდიყოშვილმა სწორედ პროფესიონალი ადამიანების დახმარებით გაართვა თავი ამ რთულ საქმეს და ასეთ მცირე ფართობში ულამაზესი ბინა მოაწყო. სოციალურ ქსელში, ჯგუფ "რემონტში" განთავსებულ მისი ბინის ფოტოებს დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.
- ეს ბინა არ შეგვიძენია. ოცდახუთი წლის წინ, დევნილის სტატუსით შეგვიხიზნა მე, ჩემი ორი ძმა და დედაჩემი ამ ერთმა ოთახმა. ბინა არც იყო, ძველი თბილისური ეზოს საწყობ ოთახს წარმოადგენდა, იმხანად გამოუსადეგარს. ყველაზე მძაფრად მისი სუნი მახსოვს, ნესტის, სიცივის და სიძველის სუნი ჰქონდა. მე და ჩემი ძმები ბაღის ასაკისანი ვიყავით და ალბათ მათაც მსგავსი შეგრძნება ჰქონდათ, როცა იქ აღმოვჩნდით, მაგრამ დედაჩემის შემოქმედებითი უნარების წყალობით, ძალიან მალე დათბა ამ ოთახში. მართალია, რემონტის კუთხით ხელიც ვერ ახლო, მაგრამ სიხალასით და იმედიანი განწყობით ისე გაალამაზა, რომ აქ გატარებული წლები ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.
მთავარია, თავზე ჭერი გვაქვსო, გვეუბნებოდა და იმაშიც გვარწმუნებდა, რომ ნელ-ნელა ყველაფერს შევძლებდით. ოთახის მდგომარეობას რაც შეეხება, ფაქტობრივად შავი კარკასიც არ ეთქმოდა, უსწორმასწორო კედლები ჰქონდა, არ გააჩნდა სველი წერტილები და ძირს ქუჩის ფილაქანი ეგო, თანაც ძალიან ცივი. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ამ ოთახში ვეღარ ვეტეოდით, სარემონტოდ დავკეტეთ და იმავე თბილისურ ეზოში ცოტა მოზრდილი ბინა ვიქირავეთ, ვაპირებდით, რომ ეს გაგვერემონტებინა, მაგრამ მოუცლელობისგან საშველი ვერ დავაყენეთ.
- ფაქტია, დღეს ბინა საოცრად გამოიყურება. როგორ წარიმართა რემონტის პროცესი, ინტერიერის დიზაინერი დაგეხმარათ თუ თავად გაართვით თავი?
- ეს ამბავი ძალიან უცნაურად დაიწყო. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოგვეხერხებინა ისე, რომ ამ 25 კვ.მ-იან ოთახში ყველაფერი დატეულიყო, მით უმეტეს ამის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მათ შორის, არც რაიმე დანაზოგი. ამ განცდებში ვიყავი, მეგობარს ვეწუწუნებოდი და მან მაშინვე თავის დიზაინერ მეგობარს დაურეკა. უთხრა, რომ დახმარება მჭირდებოდა. ღამე იყო. არასდროს დამავიწყდება ის გოგო - ლიკა დათუნაშვილი, რომელიც რუსთავიდან ჩამოვიდა იმავე ღამეს, მთლიანად შეიარაღებული...წაიკითხეთ სრულად