"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სამგორის რაიონში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ გზები დატბორილია.
ხაბეიშვილი ადგილიდან იტყობინება, რომ წვიმის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება გართულებულია.
"სასწაული ხდება, წყალი იმატებს. ვეღარც უკან გავდივართ, ვეღარც წინ მივდივფართ. 20 წუთი იწვიმა და ავტომობილები დაიძირა... კარგად რომ დაგეგმეს სანიაღვრე სისტემები და ხარისხიანად გააკეთეს ხიდი - კლასიკური მაგალითია.. სამგორის რაიონია და სამგორის ხიდი .... გახოკიძის ქუჩა იწყება ამ ხიდის შემდეგ და ისთ - ფოინთთან ადის გზა" - ამბობს ხაბეიშვილი ვიდეოს კომენტირებისას.