კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს
გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს.

გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ნეშ­ტი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თა. გე­ნე­რალს პა­ტი­ვი მი­ა­გეს პრე­ზი­დენ­ტმა, პრე­მი­ერ­მა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ასე­ვე სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში 22 მა­ისს ჩა­მო­ას­ვე­ნეს.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე 1874 წლის 21 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. მან სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლის­სა და პე­ტერ­ბურ­გში მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მნამ­დე, 1917 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, 1919 წელს, ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო სკო­ლის და­არ­სე­ბა­ში და იყო მისი პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. 1918-1921 წლებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა ფრონტზე მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, 16 თე­ბერ­ვალს, ხელ­მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლად. საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე, მთავ­რო­ბი­სა და სარ­დლო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. ცხოვ­რობ­და საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც 1970 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Morali
33

და ასეთი ბუმბერაზი ხალხის გვერდით მარხია ჯაბა იოსელიანი, (მხედრიონელი ქართველთა მკვლელი) რომელიც პატრიარქმა გაუჩალიჩა.. 

ერმონია
11

დიდება გმირებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გენერალს პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის წევრებმა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

ცნობისთვის, გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

რა თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას?

რამდენ ადამიანს სურს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება და რომელ ვაქცინებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოს მოქალაქეები