Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა - როდის გაიხსნება სეზონი აჭარაში?
დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა - როდის გაიხსნება სეზონი აჭარაში?

მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი, ოკა­ცეს ჩანჩქე­რი, პრო­მე­თეს მღვი­მე, სა­თაფ­ლია 26 მა­ი­სი­დან მუ­შა­ო­ბას აახ­ლებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს უკვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, სა­ქარ­თვე­ლოს 93-ვე და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია მო­ი­ნა­ხუ­ლონ.

„სა­თაფ­ლი­ა­ში ახა­ლი ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვი სა­ფეხ­მავ­ლოა და ბუ­ნე­ბა­ში გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. გარ­და ამი­სა, ვი­ზი­ტო­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ისი­ა­მოვ­ნონ დი­ნო­ზავ­რე­ბის პარ­კის, მუ­ზე­უ­მის, დი­ნო­ზავ­რის სა­კონ­სერ­ვა­ციო ნა­გე­ბო­ბი­სა და შუ­შის პა­ნო­რა­მუ­ლი გად­მო­სა­ხე­დის ხილ­ვით. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, ვი­ზი­ტორ­თა მი­ღე­ბა დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია სა­თაფ­ლი­ას მღვი­მე­ში, თუმ­ცა სულ მალე აღ­დგე­ბა. ოკა­ცეს ჩანჩქერ­ზე ზიპ-ლა­ი­ნი გა­ნახ­ლდა, რომ­ლის სიგ­რძე 700 მეტ­რამ­დეა და ექ­სტრე­მა­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს და­უ­ვი­წყარ თავ­გა­და­სა­ვალს ჰპირ­დე­ბა.

სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი:

  • პრო­მე­თეს მღვი­მე: ყო­ველ­დღე 10:00 - 18:00
  • სა­თაფ­ლი­ას მღვი­მე: ყო­ველ­დღე 10:00 - 18:00
  • ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი: ყო­ველ­დღე 10:00 - 18:00
  • ოკა­ცეს ჩანჩქე­რი (სოფ.კინ­ჩხა): ყო­ველ­დღე 10:00 - 18:00
  • მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი: ყო­ველ­დღე 10:00 - 18:00
  • სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა და­საშ­ვე­ბია ყვე­ლა იმ რე­გუ­ლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ არის დად­გე­ნი­ლი.

მოგ­ზა­ურ­თათ­ვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თან­ხის გა­დახ­და უკონ­ტაქ­ტო გზით ან ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა დის­ტან­ცი­უ­რად, ვებგ­ვერ­დის https://guru.ge/ სა­შუ­ა­ლე­ბით,“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გახ­სნის­თვის ემ­ზა­დე­ბა აჭა­რა.

რო­გორც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ ზო­ი­ძე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რე­გი­ონ­ში სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად 300-მდე ობი­ექ­ტი უკვე მზა­დაა. სწო­რედ ამ­დე­ნი ობი­ექ­ტი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­თხოვ­ნებს.

"ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა რო­გორც რე­გი­ონ­ში, ასე­ვე მთელს ქვე­ყა­ნა­ში, გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ტუ­რის­ტულ­მა ობი­ექ­ტებ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გა­ნა­ახ­ლონ. ცხა­დია, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით. წელს, ტუ­რიზ­მი მთელს მსოფ­ლი­ო­ში ნიშ­ნავს ინ­ფი­ცი­რე­ბის სტა­ტის­ტი­კას, ამი­ტომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ეპი­დე­მი­ის კონ­ტრო­ლი, რაც ტუ­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ჩვენ­თან, ტუ­რის­ტულ­მა ობი­ექ­ტებ­მა უკვე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს მზა­დე­ბა ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის. 300-მდე ობი­ექ­ტია უკვე აჭა­რა­ში, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა უმას­პინ­ძლონ სტუმ­რებს. იგი­ვე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტებ­შიც.

წელს რო­გორც კერ­ძო სექ­ტორს, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად. აჭა­რა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გახ­სნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ივ­ნი­სის თვე­შია ჩა­ნიშ­ნუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რომ ყვე­ლა ობი­ექ­ტი იყოს გახ­სნი­ლი“, - ამ­ბობს ზო­ი­ძე.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, გა­სულ წელს, რე­გი­ონ­ში მე­ო­რე ტალ­ღის ეპი­და­ფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რო­გო­რია მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ზო­მე­ბი, რომ­ლი­თაც აჭა­რა 2021 წლის ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტულ სე­ზონს ხვდე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა - როდის გაიხსნება სეზონი აჭარაში?

დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა - როდის გაიხსნება სეზონი აჭარაში?

მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია 26 მაისიდან მუშაობას აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოგზაურობის მოყვარულებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მოინახულონ.

„სათაფლიაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა, რომელიც მარტივი საფეხმავლოა და ბუნებაში განტვირთვის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ისიამოვნონ დინოზავრების პარკის, მუზეუმის, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობისა და შუშის პანორამული გადმოსახედის ხილვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვიზიტორთა მიღება დროებით შეჩერებულია სათაფლიას მღვიმეში, თუმცა სულ მალე აღდგება. ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპ-ლაინი განახლდა, რომლის სიგრძე 700 მეტრამდეა და ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

სამუშაო საათები:

  • პრომეთეს მღვიმე: ყოველდღე 10:00 - 18:00
  • სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 - 18:00
  • ოკაცეს კანიონი: ყოველდღე 10:00 - 18:00
  • ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): ყოველდღე 10:00 - 18:00
  • მარტვილის კანიონი: ყოველდღე 10:00 - 18:00
  • საყურადღებოა, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა დასაშვებია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დადგენილი.

მოგზაურთათვის რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების შეძენა დისტანციურად, ვებგვერდის https://guru.ge/ საშუალებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება აჭარა.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რეგიონში სტუმრების მისაღებად 300-მდე ობიექტი უკვე მზადაა. სწორედ ამდენი ობიექტი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.

,,ეპიდემიოლოგიური ვითარება როგორც რეგიონში, ასევე მთელს ქვეყანაში, გვაძლევს საშუალებას, რომ ტურისტულმა ობიექტებმა ფუნქციონირება განაახლონ. ცხადია, რეგულაციების დაცვით. წელს, ტურიზმი მთელს მსოფლიოში ნიშნავს ინფიცირების სტატისტიკას, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ეპიდემიის კონტროლი, რაც ტურისტული საქმიანობის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენთან, ტურისტულმა ობიექტებმა უკვე აქტიურად დაიწყეს მზადება ზაფხულის სეზონისთვის. 300-მდე ობიექტია უკვე აჭარაში, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს და შესაბამისად, აქვთ საშუალება უმასპინძლონ სტუმრებს. იგივე პროცესი მიმდინარეობს სხვა ტურისტულ ობიექტებშიც.

წელს როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოქალაქეებთან ერთად. აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნა ოფიციალურად ივნისის თვეშია ჩანიშნული და მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა, რომ ყველა ობიექტი იყოს გახსნილი“, - ამბობს ზოიძე.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, გასულ წელს, რეგიონში მეორე ტალღის ეპიდაფეთქების შემდეგ, როგორია მიღებული გამოცდილება და ზომები, რომლითაც აჭარა 2021 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს ხვდება. წაიკითხეთ სრულად

რა თანხა დაიხარჯა კოვიდპაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე პანდემიის დაწყებიდან დღემდე - ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები

საქართველოში კრიპტოვალუტის წარმოებისთვის ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა - რომელი კომპანიები ხარჯავენ ყველაზე მეტ დენს

"მინდა, გავიგო რას აპირებს გახარია" - ირაკლი ღარიბაშილი