საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი
"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი

უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი, გა­ჭირ­ვე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი, გულ­გა­ტე­ხი­ლი მხე­დარ­თმთა­ვა­რი, სიმ­ბო­ლო ვაჟ­კა­ცო­ბი­სა, გო­ნი­ე­რე­ბი­სა და თავ­და­დე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა, სი­ცო­ცხლე­ში ალ­ბათ, ვერც იოც­ნე­ბებ­და ასეთ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე; ვერ იოც­ნე­ბებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის და­მაშ­ვრა­ლი, სწო­რედ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს პა­ტი­ვით მი­ე­ბა­რე­ბო­და სამ­შობ­ლოს მი­წას, - ამის შე­სა­ხებ პატ­რი­ა­ქის მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლი გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ცხე­დარ­თან, სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრე მე­უ­ფე შიომ წა­ი­კი­თხა.

მისი თქმით, გე­ნე­რალ კვი­ნი­ტი­ძის ბი­ოგ­რა­ფია ერთხელ კი­დევ ყვე­ლას გვახ­სე­ნებს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დულ და ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს ქვე­ყა­ნა და საქ­ვეყ­ნო საქ­მე­ე­ბი შე­ე­წი­როს.

"გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე- ჩი­ქო­ვა­ნის ცხე­დარ­თან მდგომთ გვი­პყრობს მწუ­ხა­რე­ბაც და სი­ხა­რუ­ლიც. მწუ­ხა­რე­ბა იმი­ტომ, რომ კი­დევ ერთხელ გვახ­სენ­დე­ბა წი­თელ არ­მი­ას­თან ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის უთა­ნას­წო­რო და­პი­რის­პი­რე­ბა და წა­გე­ბუ­ლი ომი, რო­მელ­მაც მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი. სი­ხა­რუ­ლი კი იმი­ტომ, რომ სამ­შობ­ლო არ ივი­წყებს და სი­ხა­რუ­ლით იბ­რუ­ნებს თა­ვის ქვეყ­ნის შვი­ლებს.

ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის უკა­ნას­კნე­ლი მთა­ვარ­სარ­დლის ნეშ­ტი წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნეს, არ შე­წყვე­ტი­ლა აქ მსა­ხუ­რე­ბა მისი სუ­ლის სა­ო­ხად. მო­ძღვრე­ბი და მრევ­ლი სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სი­ი­სა, იხ­დიდ­ნენ პა­ნაშ­ვიდს, იკი­თხე­ბო­და ფსალ­მუ­ნე­ბი, აღევ­ლი­ნე­ბო­და გა­ლო­ბა... გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძეს პა­ტი­ვი მი­ა­გეს ჯა­რის­კა­ცებ­მა, და რა თქმა უნდა, ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც.

უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი, გა­ჭირ­ვე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი, გულ­გა­ტე­ხი­ლი მხე­დარ­მთა­ვა­რი, სიმ­ბო­ლო ვაჟ­კა­ცო­ბი­სა, გო­ნი­ე­რე­ბი­სა და თავ­და­დე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა, სი­ცო­ცხლე­ში ალ­ბათ, ვერც იოც­ნე­ბებ­და ასეთ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე; ვერ იოც­ნე­ბებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის და­მაშ­ვრა­ლი, სწო­რედ ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს პა­ტი­ვით მი­ე­ბა­რე­ბო­და სამ­შობ­ლოს მი­წას.

მისი ბი­ოგ­რა­ფია ერთხელ კი­დევ ყვე­ლას გვახ­სე­ნებს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დულ და ვიწ­რო­პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს ქვე­ყა­ნა და საქ­ვეყ­ნო საქ­მე­ე­ბი შე­ე­წი­როს, რომ უმ­თავ­რე­სია სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით ღმერ­თის, სამ­შობ­ლო­სა და ადა­მი­ა­ნის მსა­ხუ­რე­ბა რა საქ­მი­ა­ნო­ბა­საც არ უნდა ვე­წე­ო­დეთ და სა­დაც არ უნდა ვიმ­ყო­ფე­ბო­დეთ.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს და სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს ბ-ნ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე-ჩი­ქო­ვა­ნის უკ­ვდა­ვი სული. ღმერ­თმა და­ლო­ცოს მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი.

მად­ლო­ბა საფ­რან­გეთს ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა მი­ღე­ბი­სა და პატ­რო­ნო­ბი­სათ­ვის.

მად­ლო­ბა სა­ქარ­თე­ლოს პრე­ზი­დენტს დიდი გე­ნერ­ლის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­სათ­ვის,”- აღ­ნიშ­ნუ­ლია პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა­ში

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
12

დიდება დიდებულ ქართველს, გენერალ ვინიტაძეს. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს.

იონა
26

დიდი პატივისცემა სულმნათ გმირებს, მაგარმ ეს ყველაფერი არის სიყალბე, გვამთთაყვანისცემა, კეკლუცობა და აფერისტობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი

"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი

უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას, - ამის შესახებ პატრიაქის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხედართან, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ წაიკითხა.

მისი თქმით, გენერალ კვინიტიძის ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს.

"გენერალ გიორგი კვინიტაძე- ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც. მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. სიხარული კი იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიხარულით იბრუნებს თავის ქვეყნის შვილებს.

ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, არ შეწყვეტილა აქ მსახურება მისი სულის საოხად. მოძღვრები და მრევლი სხვადასხვა ეკლესიისა, იხდიდნენ პანაშვიდს, იკითხებოდა ფსალმუნები, აღევლინებოდა გალობა... გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა, და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამაც.

უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას.

მისი ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.

ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ბ-ნ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს მისი შთამომავლები და ახლობლები.

მადლობა საფრანგეთს ქართველ ემიგრანტთა მიღებისა და პატრონობისათვის.

მადლობა საქართელოს პრეზიდენტს დიდი გენერლის სამშობლოში დაბრუნების ინიციატივისათვის,”- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა

საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით შესაძლოა, 16-17 წლის მოზარდებიც აცრან - ამირან გამყრელიძე

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით