სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს - გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო" - სალომე ზურაბიშვილი
"26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს - გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო" - სალომე ზურაბიშვილი

"26 მა­ი­სი 25 თე­ბერ­ვალ­ზე იმარ­ჯვებს. გა­მარ­ჯვე­ბაა, რომ ამ ქვე­ყა­ნამ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა უმ­ძი­მეს გა­მოწ­ვე­ვას გა­უძ­ლო - ომს, მისი ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცი­ას, პრო­ვო­კა­ცი­ებს, ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო სა­კუ­თარ არ­ჩე­ულ გზა­ზე ისე ევლო, რომ არ შე­პუ­ე­ბო­და დაბ­რკო­ლე­ბას, მუ­ქა­რა­სა თუ დაღ­მას­ვლას", - ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სიმ­ბო­ლუ­რია, რომ 100 წლის შემ­დეგ, სწო­რედ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ბრუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი ჯა­რის მთა­ვარ­სარ­და­ლი, გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი მე-11 არ­მი­ის თავ­დას­ხმი­სა და ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე ბრუნ­დე­ბა სრუ­ლი სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით, ღირ­სე­ბით, და­მო­უ­კი­დე­ბელ და თა­ვი­სუ­ფალ სა­ხელ­მწი­ფო­ში.

"2021 წლის 26 მა­ისს ვზე­ი­მობთ 30 წლის წინ აღ­დგე­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, 70- წლი­ა­ნი საბ­ჭო­თა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის დას­რუ­ლე­ბას. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ 100 წლის შემ­დეგ, სწო­რედ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ბრუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი ჯა­რის მთა­ვარ­სარ­და­ლი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი მე-11 არ­მი­ის თავ­დას­ხმი­სა და ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სა­ზე­ი­მო დღეა, რა­მე­თუ 100 წლის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი ჯა­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კა­დეტ­თა სკო­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­სარ­და­ლი პან­თე­ონ­ში ქვეყ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის გვერ­დით, კუთ­ვნილ ად­გილს იკა­ვებს.

ამ­დე­ნად, სა­ხელ­მწი­ფო პა­ტივს მი­ა­გებს გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას და სამ­ხედ­რო თავ­და­დე­ბას. ეს დღე ასე­ვე, ეძღვნე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ქარ­თუ­ლი ჯა­რის და­უ­ღა­ლავ და სა­უ­კუ­ნო­ვან ბრძო­ლას, ყვე­ლა ჩვენს ეროვ­ნულ გმირს, მათ შო­რის, მა­თაც, ვი­საც საფ­ლა­ვი არ ეღირ­სა, მაგ­რამ ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში სა­მუ­და­მო ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა. მინ­და ეს დღე და ესო­დენ დიდი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა მო­გი­ლო­ცოთ თქვენ. სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბო, თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერ­თგუ­ლად და შე­უდ­რე­კე­ლად ემ­სა­ხუ­როთ სმშობ­ლოს.

მინ­და გი­სურ­ვოთ, რომ მუ­დამ წინ გი­ძღო­დეთ გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის მა­გა­ლი­თი. უნდა გვახ­სოვ­დეს გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძის სი­ტყვე­ბი და რა თვი­სე­ბებს ითხოვ­და ის ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი ჯა­რი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის­გან, სწო­რედ ასე­თი თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მძი­მე 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა მძი­მე ბრძო­ლა­ში, ომში თუ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში. ძა­ლი­ან ხში­რად უსა­მარ­თლო და უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლებ­ში ჩვენ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა თავი გა­მო­ი­ჩი­ნეს და ყველ­გან ასა­ხე­ლეს ქვე­ყა­ნა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სია ავ­ღა­ნეთ­ში მალე დას­რულ­დე­ბა. მინ­და სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით ყვე­ლა იქ მებ­რძოლს ღირ­სე­უ­ლი მსა­ხუ­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო და პა­ტი­ვი მი­ვა­გო ჩვენს ვაჟ­კა­ცებს. 26 მა­ი­სია და გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე თა­ვის სა­ოც­ნე­ბო ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და, იგი ბრუნ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფალ, და­მო­უ­კი­დე­ბელ, დე­მოკ­რა­ტი­ულ, თა­ვი­სი კულ­ტუ­რი­თა და იდენ­ტო­ბით ამა­ყი, ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ და მის ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან შერ­წყმულ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს თა­ვის­თა­ვად გა­მარ­ჯვე­ბაა 70 წლი­ან ოკუ­პა­ცი­ა­სა და საბ­ჭო­თა და­პყრო­ბის ტრა­გე­დი­ა­ზე. 26 მა­ი­სი 25 თე­ბერ­ვალ­ზე იმარ­ჯვებს.

გა­მარ­ჯვე­ბაა, რომ ამ ქვე­ყა­ნამ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა უმ­ძი­მეს გა­მოწ­ვე­ვას გა­უძ­ლო, გა­უძ­ლო ომს, მისი ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცი­ას, პრო­ვო­კა­ცი­ებს, ქვე­ყა­ნამ შეძ­ლო სა­კუ­თარ არ­ჩე­ულ გზა­ზე ისე ევლო, რომ არ შე­პუ­ე­ბო­და დაბ­რკო­ლე­ბას, მუ­ქა­რა­სა თუ დაღ­მას­ვლას. ამ ურ­თუ­ლეს რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ ინარ­ჩუ­ნებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნო­ბას,“- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
3

გა­მარ­ჯვე­ბაა, რომ ამ ქვე­ყა­ნამ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა უმ­ძი­მეს გა­მოწ­ვე­ვას გა­უძ­ლო - ა ძმაო ანალიზი, ქალო გაიღვიძე.

კოტე შავშიშვილი
7

გამოწვევები კიდევ გრძელდება კარტოფილის პრეზიდენტი რომ გყავს ქვეყანაში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს - გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო" - სალომე ზურაბიშვილი

"26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს - გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო" - სალომე ზურაბიშვილი

"26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს. გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო - ომს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს, ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ დაღმასვლას", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, გიორგი კვინიტაძე, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

პრეზიდენტის თქმით, გენერალი კვინიტაძე ბრუნდება სრული სამხედრო პატივით, ღირსებით, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში.

"2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70- წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით, კუთვნილ ადგილს იკავებს.

ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე, ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის, მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა მოგილოცოთ თქვენ. საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკელად ემსახუროთ სმშობლოს.

მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი. უნდა გვახსოვდეს გენერალი კვინიტაძის სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისა და ჯარისკაცებისგან, სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში, ყველა მძიმე ბრძოლაში, ომში თუ სამშვიდობო მისიაში. ძალიან ხშირად უსამართლო და უთანასწორო ბრძოლებში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა.

საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება. მინდა სახელმწიფოს სახელით ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გადავუხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს. 26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში დაბრუნდა, იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყი, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში. ეს თავისთავად გამარჯვებაა 70 წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე. 26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს.

გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო, გაუძლო ომს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს, ქვეყანამ შეძლო საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ დაღმასვლას. ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და სუვერენობას,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი