პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ..." - პარტნიორი ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავენ
"ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ..." - პარტნიორი ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავენ

იტა­ლი­ის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო და ევ­რო­პულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, პი­ე­რო ფა­სი­ნო ქარ­თველ ხალ­ხს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

„სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით ვუ­ლო­ცავ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ქარ­თველ ხალ­ხს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. წელს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ იტა­ლი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის აღი­ა­რე­ბის 100 წლის­თავს. იტა­ლი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს აკავ­ში­რებთ მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა ეკო­ნო­მი­კის, პო­ლი­ტი­კი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში და ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­საც ვუ­ყუ­რებთ, რო­გორც მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას და გვსურს, რომ თა­ვის მხრივ, ქარ­თვე­ლებ­მაც მი­ი­ღონ იტა­ლია მე­გო­ბარ ქვეყ­ნად“, - გა­ნა­ცხა­და პი­ე­რო ფა­სი­ნომ.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ზბიგ­ნი­ევ რაუ.

„სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გთხოვთ მი­ი­ღოთ ჩემი სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი და გულ­წრფე­ლი მო­ლოც­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო პო­ლო­ნე­თის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რე­ბი გვაქვს. თბი­ლი­სის მიერ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­მო­ცხა­დე­ბის 30 წლის იუ­ბი­ლე სი­ა­მა­ყი­სა და რეფ­ლექ­სი­ის სა­ფუძ­ვე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ზბიგ­ნი­ევ რაუმ.

უწყე­ბის ცნო­ბით, პო­ლო­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს პო­ლო­ნე­თის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ.

„გარ­წმუ­ნებთ, რომ პო­ლო­ნე­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლად მხარს და­უ­ჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ასე­ვე მის პრო­და­სავ­ლურ კურსს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­თან და ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტო­ში - მო­მა­ვალ სრულ წევ­რო­ბას“, - ნათ­ქვა­მია და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი­სად­მი გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს, ასე­ვე თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი მი­სა­ლოც წე­რილ­ში გა­მოთ­ქვამს რწმე­ნას, რომ ორი ხალ­ხის მე­გობ­რო­ბა, ახლო მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

„თურ­ქი ხალ­ხი­სა და პი­რა­დად ჩემი სა­ხე­ლით თქვენს აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა­სა და ქარ­თველ ხალ­ხს გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს.

მწამს, რომ ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის მე­გობ­რო­ბი­სა და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად მზარ­დი ახლო მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სა­კი­თხში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია თურ­ქე­თი პრე­ზი­დენ­ტის წე­რილ­ში.

რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თურ­ქეთ­ში ვი­ზიტს, რო­მე­ლიც 1-ელ ივ­ნისს შედ­გე­ბა.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ 2021 წლის 1-ელ ივ­ნისს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­გეგ­მი­ლი თქვე­ნი ვი­ზი­ტის დროს გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ასე­ვე ჩვენს რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი.

მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და თქვენს აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ხოლო მე­გო­ბარ ქარ­თველ ხალ­ხს კე­თილ­დღე­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის მი­ლოც­ვა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მინ­სტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გვი­ლო­ცავს ასე­ვე ლი­ე­ტუ­ვის პრე­ზი­დენ­ტი გი­ტა­ნას ნა­უ­სე­და.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ლი­ე­ტუ­ვა რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ოკუ­პა­ცი­ას არა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა.

„თა­ვი­სუფ­ლე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს. ლი­ე­ტუ­ვა პა­ტივს მი­ა­გებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შექ­მნან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა. ჩვენ ასე­ვე მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რი გახ­დეთ. თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა, ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა!

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ოკუ­პა­ცი­ას არა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა. ლი­ე­ტუ­ვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით თი­თო­ე­ულ თქვენ­განს სა­უ­კე­თე­სო გან­წყო­ბას გი­სურ­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და ნა­უ­სე­დამ.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს ასე­ვე ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ედ­გარს რინ­კე­ვიჩ­სი.

„თბი­ლი მი­ლოც­ვა ლატ­ვი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს“, - წერს ედ­გარს რინ­კე­ვიჩ­სი „ტვი­ტერ­ში“.

"ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვი არ არის ამ სა­მე­ზობ­ლო­ში. მაგ­რამ კარ­გია, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­უბ­რუნ­და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი „ტვი­ტერ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს.

„ჩვენ მზად ვართ, მხა­რი და­გი­ჭი­როთ და თქვენ­თან ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იმე­დი გვაქვს, რო­გორც ეს წარ­სულ­ში ხდე­ბო­და,“ - აცხა­დებს ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ის რამ­დე­ნი­მე პოსტსაც აქ­ვეყ­ნებს.

„26 მა­ი­სი იმის შეხ­სე­ნე­ბაა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მარ­ტი­ვად არ მო­დის, მაგ­რამ მის­თვის ბრძო­ლა ღირს. ამ ბრძო­ლა­ში თქვენ მარ­ტო არ ხართ“, - წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირს და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა პარტნი­ო­რებს სურთ, ქვე­ყა­ნას და­ეხ­მა­რონ შიდა და გარე გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში.

„თით­ქმის მოგ­ვა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო კრი­ზი­სი კარ­გი მა­გა­ლი­თია. თქვენ გა­მოწ­ვე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბად აქ­ცი­ეთ, ახლა თქვე­ნი პარ­ლა­მენ­ტი უფრო სა­მარ­თლი­ა­ნია და უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ვიდ­რე ადრე,“- წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გვერ­დით უდ­გას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში.

„დიდ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტის დე­ო­კუ­პა­ცია რუ­სე­თის ჯა­რის­გან და ასო­ბით ათა­სო­ბით იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რის სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ევ­რო­კავ­ში­რი თქვენს გვერ­დი­თაა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ბრძო­ლა­ში“, - წერს კრა­მო­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე მი­უ­ლო­ცა ასე­ვე ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჰე­ლე­ნა სანდ ან­დრე­სენ­მა. მისი თქმით, ნორ­ვე­გია მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, მის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს.

„გი­ლო­ცავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 103 წლის იუ­ბი­ლეს. მა­ი­სის თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო და ნორ­ვე­გია ორი­ვე ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. 2021 რთუ­ლი წელი იყო. გარ­და პან­დე­მი­ი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო და პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­თან მო­უ­წია გამ­კა­ვე­ბა. ასეთ რთულ დროს კი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა სიმ­ტკი­ცე და გამ­ძლე­ო­ბა. პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეს კომ­პრო­მი­სის ნება, წინსვლა. პო­ლი­ტი­კუ­რი გამ­ბე­და­ო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის სა­წინ­და­რია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მოჭ­რი­დან წელს 100 წელი გა­ვი­და. ამ ფაქ­ტმა პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი სრუ­ლი­ად ჩა­შა­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა და შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. ჩვენ ვხე­დავთ უსირ­ცხვი­ლო მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას და ვგლო­ვობთ იმ ხალ­ხს, რო­მელ­თა სი­ცო­ცხლე სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის კვე­თას შე­ე­წი­რა. ჩვენ გვახ­სოვს იმ ქარ­თვე­ლი კა­ცის გმი­რო­ბის ის­ტო­რია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სახ­ლის და­ტო­ვე­ბას, სა­ო­კუ­პა­ციო სა­ზღვრის მიღ­მა სიკ­ვდი­ლი ამ­ჯო­ბი­ნა. ნორ­ვე­გია მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, მის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს. სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს ჩვენს სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი და სან­დო პატრნი­ო­რია. მე და ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა უკვე მო­ვას­წა­რით ამ სა­ო­ცა­რი ქვეყ­ნის კუ­თხე­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. დავ­ტკბით რა­ჭის თვალ­წარმ­ტა­ცი ხე­ო­ბი­თა და შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბით მყინ­ვარწვე­რი­დან. კი­დევ უფრო მე­ტის ნახ­ვის და შეც­ნო­ბის სურ­ვი­ლი გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო ზღაპ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა არა მხო­ლოდ მისი ბუ­ნე­ბი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს, არა­მედ აქა­უ­რი ხალ­ხის და კულ­ტუ­რის მრა­ალ­ფე­როვ­ნე­ბის გამო, რაც ამ ერს ასეთ სა­ინ­ტე­სოს და საყ­ვა­რელს ხდის.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რი­ცხვის ზრდას­თან ერ­თად, დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ამ რთულ პე­რი­ოდს მალე უკან ჩა­მო­ვი­ტო­ვებთ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გი­ლო­ცავთ!“, - აცხა­დებს ელჩი „ტვი­ტერ­ზე“ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთო
16

რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი, რომ დამოუკიდებლობის დღეს მოგილოცავს. რავიცი აბა არამჯერა მისი გულრწფელობის

ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
23

უი რამდენი მეგობარი გვყოლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ..." - პარტნიორი ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავენ

"ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ..." - პარტნიორი ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავენ

იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, პიერო ფასინო ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავს. იტალიას და საქართველოს აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროში და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ვუყურებთ, როგორც მეგობარ ქვეყანას და გვსურს, რომ თავის მხრივ, ქართველებმაც მიიღონ იტალია მეგობარ ქვეყნად“, - განაცხადა პიერო ფასინომ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნიევ რაუ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მოლოცვები. საქართველო პოლონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაქვს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნიევ რაუმ.

უწყების ცნობით, პოლონელი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„გარწმუნებთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე მის პროდასავლურ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ევროკავშირისა და ნატოში - მომავალ სრულ წევრობას“, - ნათქვამია დავით ზალკალიანისადმი გამოგზავნილ წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტი მისალოც წერილში გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ხალხის მეგობრობა, ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, მომავალშიც გაგრძელდება.

„თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მწამს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს შორის არსებული ყოველდღიურად მზარდი ახლო მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საკითხში“, - აღნიშნულია თურქეთი პრეზიდენტის წერილში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტს, რომელიც 1-ელ ივნისს შედგება.

„მოხარული ვარ, რომ 2021 წლის 1-ელ ივნისს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის დროს გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მილოცვაში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინსტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს ასევე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლიეტუვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება.

„თავისუფლებით გაერთიანებულები მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთს. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეთ. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატება იქნება!

ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას არასოდეს შეეგუება. ლიეტუველი ხალხის სახელით თითოეულ თქვენგანს საუკეთესო განწყობას გისურვებთ“, - განაცხადა ნაუსედამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ასევე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

„თბილი მილოცვა ლატვიიდან საქართველოს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს“, - წერს ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერში“.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის ამ სამეზობლოში. მაგრამ კარგია, რომ საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა,“ - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ის რამდენიმე პოსტსაც აქვეყნებს.

„26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ევროკავშირს და საქართველოს სხვა პარტნიორებს სურთ, ქვეყანას დაეხმარონ შიდა და გარე გამოწვევების გადალახვაში.

„თითქმის მოგვარებული საპარლამენტო კრიზისი კარგი მაგალითია. თქვენ გამოწვევა შესაძლებლობად აქციეთ, ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანია და უფრო დემოკრატიული, ვიდრე ადრე,“- წერს ევროპარლამენტარი.

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

„დიდ გამოწვევად რჩება თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარისგან და ასობით ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში დაბრუნება. ევროკავშირი თქვენს გვერდითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში“, - წერს კრამონი.

საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ასევე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენმა. მისი თქმით, ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის 103 წლის იუბილეს. მაისის თვეში საქართველო და ნორვეგია ორივე ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. 2021 რთული წელი იყო. გარდა პანდემიისა, საქართველოს არსებული საოკუპაციო და პოლიტიკურ კრიზისთან მოუწია გამკავება. ასეთ რთულ დროს კი ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა სიმტკიცე და გამძლეობა. პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინეს კომპრომისის ნება, წინსვლა. პოლიტიკური გამბედაობა და თანამშრომლობის სურვილი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.

საქართველოში წითელი არმიის შემოჭრიდან წელს 100 წელი გავიდა. ამ ფაქტმა პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული განვითარების პროცესი სრულიად ჩაშალა. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და შედეგები ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვხედავთ უსირცხვილო მცოცავ ოკუპაციას და ვგლოვობთ იმ ხალხს, რომელთა სიცოცხლე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას შეეწირა. ჩვენ გვახსოვს იმ ქართველი კაცის გმირობის ისტორია, რომელმაც საკუთარი სახლის დატოვებას, საოკუპაციო საზღვრის მიღმა სიკვდილი ამჯობინა. ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, საქართველო ძლიერი და სანდო პატრნიორია. მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე მოვასწარით ამ საოცარი ქვეყნის კუთხეების დათვალიერება. დავტკბით რაჭის თვალწარმტაცი ხეობითა და შთამბეჭდავი ხედებით მყინვარწვერიდან. კიდევ უფრო მეტის ნახვის და შეცნობის სურვილი გვაქვს. საქართველო ზღაპრული ქვეყანაა არა მხოლოდ მისი ბუნებისა და სამზარეულოს, არამედ აქაური ხალხის და კულტურის მრაალფეროვნების გამო, რაც ამ ერს ასეთ საინტესოს და საყვარელს ხდის.

ვაქცინაციის რიცხვის ზრდასთან ერთად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ რთულ პერიოდს მალე უკან ჩამოვიტოვებთ. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!“, - აცხადებს ელჩი „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"