საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, მაშინ რად გვინდა საერთოდ საკრებულოს ან პარლამენტის ამდენი წევრი" - კახი კახიშვილი
"თუ ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, მაშინ რად გვინდა საერთოდ საკრებულოს ან პარლამენტის ამდენი წევრი" - კახი კახიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ის­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კახა კა­ხიშ­ვი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, თუ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, მთლი­ა­ნად საკ­რე­ბუ­ლოს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა შე­იკ­ვე­ცოს, ასე­ვე მოხ­დეს პარ­ლა­მენ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც.

სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბა­ში კახა კა­ხიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე კი­თხვე­ბი და ასე­ვე წი­ნა­და­დე­ბე­ბი აქვს, რო­მელ­ზეც მან დღეს, პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე ისა­უბ­რა, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შეკ­ვე­ცა არას­წო­რია და აცხა­დებს, რომ სწო­რედ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი რგო­ლი, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბას­თან პირ­და­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს წყვე­ტენ. ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტით თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებ­ში საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 4/1-ზე თა­ნა­ფარ­დო­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა - ერთ მა­ჟო­რი­ტარ­ზე პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით არ­ჩე­უ­ლი ოთხი დე­პუ­ტა­ტი, და­ნარ­ჩენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში კი, 2/1-ზე თა­ნა­ფარ­დო­ბით.

"თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის შეკ­ვე­ცა, ჩემი აზ­რით, ეს არის პირ­და­პირ ხა­რა­კი­რი, რად­გან ერ­თა­დერ­თი რგო­ლი, რო­მელ­საც აქვს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ეს არის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გამ­გე­ო­ბას­თან ერ­თად, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო, მათ შო­რის, ძა­ლი­ან სწრაფ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. თუ ვი­სა­უბ­რებთ სის­ტე­მა­ზე, სის­ტე­მა კარ­გია. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ზე კი, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა კონ­კრე­ტუ­ლად მა­ჟო­რი­ტა­რით უკ­მა­ყო­ფი­ლოა, ვერ ვი­სა­უბ­რებ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ, რომ არ ავ­ყვეთ პო­ლი­ტი­კუ­რად უაზ­როდ მო­თხოვ­ნილ სა­კითხს, მე­ტიც, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს ვკი­თხოთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­საზ­რე­ბა და დას­კვნა და­დონ, რამ­დე­ნად სწო­რად მი­აჩ­ნი­ათ, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი გა­და­დის პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი იყო პრინ­ცი­პით - წევ­რე­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით არ­ჩე­უ­ლი და ნა­ხე­ვა­რი - პრო­პორ­ცი­უ­ლით. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, ლო­გი­კუ­რად უნდა შემ­ცირ­დეს საკ­რე­ბუ­ლოს წევრთა მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბაც. დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ასე­ვე უნდა შემ­ცირ­დეს ზო­გა­დად პარ­ლა­მენ­ტარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 75 მა­ჟო­რი­ტა­რი აღარ იქ­ნე­ბა.

„თბი­ლი­სის შემ­თხვე­ვა­ში ეს იყო 50 წევ­რი. თუ ახლა იკ­ვე­ცე­ბა და ვამ­ბობთ, რომ ამ­დე­ნი მა­ჟო­რი­ტა­რი არ გვინ­და, რად გვინ­და ამ­დე­ნი პრო­პორ­ცი­უ­ლი. მა­შინ შევკვე­ცოთ და ვთქვათ, რომ იქ­ნე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს 25 პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით არ­ჩე­უ­ლი წევ­რი, რად­გან ლო­გი­კას არის მოკ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვეა პარ­ლა­მენ­ტის სა­კი­თხიც -150 წევ­რი, 75/75-ზე იყო, ახლა თუ არ იქ­ნე­ბა 75 მა­ჟო­რი­ტა­რი, რად გვინ­და ამ­დე­ნი პარ­ლა­მენ­ტა­რი“, - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.ა.
2

ბოლოსდაბოლოს ამოიღო ხმა

დიახ
0

ანუ, ავირჩევთ პარტიას და ის სიაში ვისაც უნდა ჩაწერს, ჩვენთან კომუნიკაციაც - ნული. მაჟორიტარი (არა ფულის ტომარა) საჭიროა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, მაშინ რად გვინდა საერთოდ საკრებულოს ან პარლამენტის ამდენი წევრი" - კახი კახიშვილი

"თუ ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, მაშინ რად გვინდა საერთოდ საკრებულოს ან პარლამენტის ამდენი წევრი" - კახი კახიშვილი

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, თუ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საკრებულოებში მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა შემცირდება, მთლიანად საკრებულოს წევრთა რაოდენობა შეიკვეცოს, ასევე მოხდეს პარლამენტის შემთხვევაშიც.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტთან მიმართებაში კახა კახიშვილს რამდენიმე საკითხზე კითხვები და ასევე წინადადებები აქვს, რომელზეც მან დღეს, პლენარულ სესიაზე ისაუბრა, სადაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობებში მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის შეკვეცა არასწორია და აცხადებს, რომ სწორედ მაჟორიტარები არიან ხელისუფლების ერთადერთი რგოლი, რომლებიც მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში იმყოფებიან და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტენ. ცვლილებების პროექტით თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს წევრების რაოდენობა 4/1-ზე თანაფარდობით განისაზღვრება - ერთ მაჟორიტარზე პროპორციული წესით არჩეული ოთხი დეპუტატი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი, 2/1-ზე თანაფარდობით.

"თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარების შეკვეცა, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირ ხარაკირი, რადგან ერთადერთი რგოლი, რომელსაც აქვს მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, ეს არის თვითმმართველობის, საკრებულოს წევრები, რომლებიც გამგეობასთან ერთად, უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო, მათ შორის, ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს. თუ ვისაუბრებთ სისტემაზე, სისტემა კარგია. ცალკეულ შემთხვევებზე კი, როდესაც მოსახლეობა კონკრეტულად მაჟორიტარით უკმაყოფილოა, ვერ ვისაუბრებ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ არ ავყვეთ პოლიტიკურად უაზროდ მოთხოვნილ საკითხს, მეტიც, საერთაშორისო ექსპერტებს ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით მოსაზრება და დასკვნა დადონ, რამდენად სწორად მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნები გადადის პროპორციულ სისტემაზე“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკრებულოს წევრების რაოდენობა განსაზღვრული იყო პრინციპით - წევრების ნახევარი მაჟორიტარული სისტემით არჩეული და ნახევარი - პროპორციულით. იმ შემთხვევაში კი, თუ მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდება, ლოგიკურად უნდა შემცირდეს საკრებულოს წევრთა მთლიანი რაოდენობაც. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასევე უნდა შემცირდეს ზოგადად პარლამენტართა რაოდენობა, თუ საკანონმდებლო ორგანოში 75 მაჟორიტარი აღარ იქნება.

„თბილისის შემთხვევაში ეს იყო 50 წევრი. თუ ახლა იკვეცება და ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, რად გვინდა ამდენი პროპორციული. მაშინ შევკვეცოთ და ვთქვათ, რომ იქნება საკრებულოს 25 პროპორციული წესით არჩეული წევრი, რადგან ლოგიკას არის მოკლებული. ასევეა პარლამენტის საკითხიც -150 წევრი, 75/75-ზე იყო, ახლა თუ არ იქნება 75 მაჟორიტარი, რად გვინდა ამდენი პარლამენტარი“, - განაცხადა დეპუტატმა.

"ნამახვანჰესის“ საკითხის მიმართ, გვჭირდება საკუთარი ხედვა, გეგმა და რაც მთავარია, ერთობა" - სალომე ზურაბიშვილი

"26 მაისი 25 თებერვალზე იმარჯვებს - გამარჯვებაა, რომ ქვეყანამ უმძიმეს გამოწვევებს - ომს, ოკუპაციას, პროვოკაციებს გაუძლო" - სალომე ზურაბიშვილი

"ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ..." - პარტნიორი ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავენ