საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოწოდებით მოსამართლე ვარ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად" - იაგო ხვიჩია
"მოწოდებით მოსამართლე ვარ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად" - იაგო ხვიჩია

"ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი შე­მო­დი­ან პარ­ლა­მენ­ტში, რად­გან იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეთ, რად­გან სა­სა­მარ­თლო არ გვაქვს, თო­რემ ამ ხალ­ხს რა საქ­მე აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, სხვა­გან უნდა მუ­შა­ობ­დნენ. ეს იმუ­ნი­ტე­ტიც ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­ზე გა­ნად­გურ­და", – ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რეა“, რო­მელ­საც არა­სო­დეს აინ­ტე­რე­სებ­და მტყუ­ან-მარ­თლის გარ­ჩე­ვა, უბ­რა­ლოდ აინ­ტე­რე­სებ­და რო­გორ და­ეც­ვა სის­ტე­მა. ხვი­ჩი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს ქვე­ყა­ნა კვლავ იმა­ვე რე­ა­ლო­ბა­ში მშვი­დად აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, მა­შინ, რო­დე­საც ერთი ადა­მი­ა­ნიც კი არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

"მინ­და, დღეს ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე ვი­სა­უბ­რო, რომ­ლი­თაც არა­სო­დეს მო­მე­ცა მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ამ ქვე­ყა­ნამ ჩემი პრო­ფე­სია წა­მარ­თვა. სა­სა­მარ­თლო­სა და მო­სა­მარ­თლე­ო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ. მო­წო­დე­ბით მო­სა­მარ­თლე ვარ, მტყუ­ან-მარ­თლის გარ­ჩე­ვა და ადა­მი­ან­თა კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში ეს პრო­ფე­სია არა­სო­დეს გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ადა­მი­ან­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­ფლიქ­ტე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და შე­სამ­ცი­რებ­ლად.

ჩვენ ამ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ და ამას ისევ ვაგ­რძე­ლებთ, მათ შო­რის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბიც, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბო­დეს ჩვენს თავს, მა­შინ, რო­დე­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც და­ცუ­ლია. ყვე­ლამ ვი­ცით, რამე რომ შე­იც­ვა­ლოს, ზუს­ტად ის დაგ­ვე­მარ­თე­ბა ყვე­ლას, რაც ნიკა მე­ლი­ას და­ე­მარ­თა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო. დარ­ბაზ­ში მსხდომ ხალ­ხსაც კი არ აქვს იმის უნა­რი, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და­იც­ვას მა­შინ, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო არ გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. ვა­ტყუ­ებთ ყვე­ლას, მათ შო­რის, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, ისე­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე მე მო­მა­ტყუა ჩემ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, თით­ქოს ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­მარ­თლე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. ჩვენ ვამ­ზა­დებთ პრო­ფე­სი­ის­თვის, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს და არა­ფერს ვა­კე­თებთ ამ სა­კი­თხის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. ეს სა­კი­თხი სა­ერ­თოდ არა­ფერს წარ­მო­ად­გენს თით­ქოს, ერთი შე­ხედ­ვით,“- გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მისი თქმით, ხვალ სა­სა­მარ­თლო ირ­ჩევს ახალ წარ­მო­მად­გენ­ლებს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში და ამას აკე­თებს არა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, არა­მედ იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გამ­ყარ­დეს სის­ტე­მა.

"ყვე­ლა პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჩვენ გვა­წუ­ხებს, რა­ზეც ვსა­უბ­რობთ, და­წყე­ბუ­ლი "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სით“, სა­სა­მარ­თლოს ბრა­ლია, რად­გან მტყუ­ან-მარ­თლის გამ­რჩე­ვი ორ­გა­ნო არ გვაქვს და ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, სად გა­არ­ჩი­ონ. კო­ვიდ­დიქ­ტა­ტუ­რაც სა­სა­მარ­თლოს ბრა­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, სად წა­ვიდ­ნენ მა­შინ, რო­დე­საც სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ, ცხრა სა­ა­თის შემ­დეგ სახ­ლში ვერ მი­დი­ან და ასე შემ­დეგ.

მინ­და, მო­ვის­მი­ნო პა­სუ­ხი ჩემი კო­ლე­გე­ბის­გან, რამ­დენ ხანს ვა­პი­რებთ ასე გაგ­რძე­ლე­ბას? ხომ გვეს­მის, რომ ეს სა­სა­მარ­თლო ყვე­ლას შეგ­ვე­ხე­ბა და ვე­რა­ვინ და­ვე­მა­ლე­ბით. ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა არ არის და­ცუ­ლი. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი შე­მო­დი­ან პარ­ლა­მენ­ტში, რად­გან იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეთ, რად­გან სა­სა­მარ­თლო არ გვაქვს, თო­რემ ამ ხალ­ხს რა საქ­მე აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, სხვა­გან უნდა მუ­შა­ობ­დნენ. ეს იმუ­ნი­ტე­ტიც ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­ზე გა­ნად­გურ­და.

ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი მო­სა­მარ­თლე გვყავ­და. მე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გარ­და, ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­მარ­თლე არ ვიცი, რო­მე­ლიც თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და ადა­მი­ან­თა შო­რის მტყუ­ან-მარ­თალს არ­ჩევ­და და კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა უნ­დო­და“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი ალფაიძე
6

აბა ფეხბურთის კომენტატორობაზე ვოცნებობო?

???
0

კარგი სიტყვაა, მომეწონა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მოწოდებით მოსამართლე ვარ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად" - იაგო ხვიჩია

"მოწოდებით მოსამართლე ვარ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა კონფლიქტების აღმოსაფხვრელად" - იაგო ხვიჩია

"ბიზნესმენები შემოდიან პარლამენტში, რადგან იმუნიტეტი ჰქონდეთ, რადგან სასამართლო არ გვაქვს, თორემ ამ ხალხს რა საქმე აქვთ საქართველოს პარლამენტში, სხვაგან უნდა მუშაობდნენ. ეს იმუნიტეტიც ნიკა მელიას საქმეზე განადგურდა", – ამის შესახებ "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, "დღევანდელი სასამართლო საბჭოთა სასამართლოს სამართალმემკვიდრეა“, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა მტყუან-მართლის გარჩევა, უბრალოდ აინტერესებდა როგორ დაეცვა სისტემა. ხვიჩიას განცხადებით, დღეს ქვეყანა კვლავ იმავე რეალობაში მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, მაშინ, როდესაც ერთი ადამიანიც კი არ არსებობს საქართველოში, რომელიც დაცული იქნებოდა.

"მინდა, დღეს ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო, რომლითაც არასოდეს მომეცა მუშაობის საშუალება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ჩემი პროფესია წამართვა. სასამართლოსა და მოსამართლეობაზე ვსაუბრობ. მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა და ადამიანთა კონფლიქტების მოგვარება მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა და საზოგადოების კონფლიქტების აღმოსაფხვრელად და შესამცირებლად.

ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ამას ისევ ვაგრძელებთ, მათ შორის, პარლამენტის წევრებიც, თითქოს არაფერი ხდებოდეს ჩვენს თავს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანი არ არსებობს, რომელიც დაცულია. ყველამ ვიცით, რამე რომ შეიცვალოს, ზუსტად ის დაგვემართება ყველას, რაც ნიკა მელიას დაემართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. დარბაზში მსხდომ ხალხსაც კი არ აქვს იმის უნარი, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა დაიცვას მაშინ, როდესაც სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში. ვატყუებთ ყველას, მათ შორის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ისევე, როგორც თავის დროზე მე მომატყუა ჩემმა სახელმწიფომ, თითქოს ამ ქვეყანაში მოსამართლეობა შეიძლებოდა. ჩვენ ვამზადებთ პროფესიისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არაფერს ვაკეთებთ ამ საკითხის აღმოსაფხვრელად. ეს საკითხი საერთოდ არაფერს წარმოადგენს თითქოს, ერთი შეხედვით,“- განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ხვალ სასამართლო ირჩევს ახალ წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში და ამას აკეთებს არა ადამიანის უფლების დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამყარდეს სისტემა.

"ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, რაზეც ვსაუბრობთ, დაწყებული "ნამახვანჰესით“, სასამართლოს ბრალია, რადგან მტყუან-მართლის გამრჩევი ორგანო არ გვაქვს და ამ ადამიანებმა არ იციან, სად გაარჩიონ. კოვიდდიქტატურაც სასამართლოს ბრალია, რადგან ადამიანებმა არ იციან, სად წავიდნენ მაშინ, როდესაც სრულიად უმიზეზოდ, ცხრა საათის შემდეგ სახლში ვერ მიდიან და ასე შემდეგ.

მინდა, მოვისმინო პასუხი ჩემი კოლეგებისგან, რამდენ ხანს ვაპირებთ ასე გაგრძელებას? ხომ გვესმის, რომ ეს სასამართლო ყველას შეგვეხება და ვერავინ დავემალებით. ამ ქვეყნის მოსახლეობა არ არის დაცული. ბიზნესმენები შემოდიან პარლამენტში, რადგან იმუნიტეტი ჰქონდეთ, რადგან სასამართლო არ გვაქვს, თორემ ამ ხალხს რა საქმე აქვთ საქართველოს პარლამენტში, სხვაგან უნდა მუშაობდნენ. ეს იმუნიტეტიც ნიკა მელიას საქმეზე განადგურდა.

ჩვენ ფაქტობრივად, ერთადერთი მოსამართლე გვყავდა. მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

ცნობილია, როდის და სად გაიმართება გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია

"თუ ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, მაშინ რად გვინდა საერთოდ საკრებულოს ან პარლამენტის ამდენი წევრი" - კახი კახიშვილი