საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა...მე არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას" - რამ მოახდინა საქართველოში შთაბეჭდილება ვილი სანიოლზე
"ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა...მე არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას" - რამ მოახდინა საქართველოში შთაბეჭდილება ვილი სანიოლზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, ფრან­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ვილი სა­ნი­ო­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თველ­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, მას­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ვილი სა­ნი­ო­ლის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტს "ფე­ის­ბუქ­ში“ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბომ. და­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ცივი ხალ­ხი ცხოვ­რობს, თუმ­ცა ეს ასე არაა, რაც ძა­ლი­ან დიდი სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა. ჩემ­თვის დიდი პრი­ვი­ლე­გი­აა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი გუნ­დის გაწ­ვრთნა, რად­გან აქ ვმუ­შა­ობ არა მხო­ლოდ გუნ­დი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის. ეს ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა.

მაქვს ბინა და ყო­ველ დღე მივ­დი­ვარ ოფის­ში სა­მუ­შა­ოდ. საფ­რან­გეთ­შიც მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია მქონ­და, ყო­ველ­დღე მი­წევ­და ქა­ლაქ­ში გას­ვლა და მუ­შა­ო­ბა. ჩემი სა­მუ­შაო სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში იწყე­ბა. ჩემს დამ­ხმა­რე მწვრთნელ ადელ ჩედ­ლის­თან ერ­თად ოფის­ში მოვ­დი­ვარ, ვხვდე­ბით თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც გეგ­მა­ვენ შეხ­ვედ­რებს.

ჩვენ ხში­რად გვი­ერ­თდე­ბა ჩემი მე­ო­რე თა­ნა­შემ­წე, ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი. თუ გვჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა, ვი­ბა­რებთ შეხ­ვედ­რა­ზე სა­მე­დი­ცი­ნო შტა­ბის წევ­რებს, სხვა დროს კი, ვი­დეო ანა­ლი­ტი­კო­სებ­თან ერ­თად ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებს ვარ­ჩევთ და მონ­ტა­ჟებს ვქმნით. ნაკ­რე­ბის მომ­დევ­ნო მატ­ჩის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მზად უნდა იყოს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვეს­წა­რი რამ­დე­ნი­მე მატჩს და სა­ინ­ტე­რე­სო ფეხ­ბურ­თე­ლებს და­ვაკ­ვირ­დი. მარ­ტში პირ­ველ შეკ­რე­ბა­ზე უკვე გა­მო­ვი­ძა­ხე ეროვ­ნუ­ლი ლი­გის რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე. მე ამას მო­მა­ვალ­შიც გა­ვა­კე­თებ, რად­გან ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ.

ჩემ­თვის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში ყოფ­ნა, არა­მედ სხვა ქა­ლა­ქე­ბის, კლუ­ბე­ბი­სა და სტა­დი­ო­ნე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბაც, რად­გა­ნაც ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ნა­წილს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ქვე­ყა­ნა­ში არ ატა­რებს ბევრ დროს, მას უჭირს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის რე­აქ­ცი­ის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ჩემს ნათ­ქვამ­სა, თუ ქმე­დე­ბებ­ზე. უნდა გა­ვიც­ნო აქა­უ­რი კულ­ტუ­რა, ეს ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია. სწო­რედ ამი­ტომ ვიმ­ყო­ფე­ბი აქ. მე არ ვა­პი­რებ მხო­ლოდ შეკ­რე­ბებ­ზე ჩა­მოს­ვლას" - ამ­ბობს ვილი სა­ნი­ო­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

კარგი კაცი

დათო
0

მარი ბროსესავით იქცევა, წარმატებები და ჯანმრთელობა; :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა...მე არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას" - რამ მოახდინა საქართველოში შთაბეჭდილება ვილი სანიოლზე

"ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა...მე არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას" - რამ მოახდინა საქართველოში შთაბეჭდილება ვილი სანიოლზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი ამბობს, რომ საქართველში ჩამოსვლის შემდეგ, მასზე ადამიანების სითბომ შთაბეჭდილება მოახდინა. ვილი სანიოლის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს "ფეისბუქში“ ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანების სითბომ. დასავლეთ ევროპელები ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ხალხი ცხოვრობს, თუმცა ეს ასე არაა, რაც ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ქვეყნის პირველი გუნდის გაწვრთნა, რადგან აქ ვმუშაობ არა მხოლოდ გუნდისა და ხელმძღვანელობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

მაქვს ბინა და ყოველ დღე მივდივარ ოფისში სამუშაოდ. საფრანგეთშიც მსგავსი სიტუაცია მქონდა, ყოველდღე მიწევდა ქალაქში გასვლა და მუშაობა. ჩემი სამუშაო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობაში იწყება. ჩემს დამხმარე მწვრთნელ ადელ ჩედლისთან ერთად ოფისში მოვდივარ, ვხვდებით თანამშრომლებს, რომლებიც გეგმავენ შეხვედრებს.

ჩვენ ხშირად გვიერთდება ჩემი მეორე თანაშემწე, ზურა ხიზანიშვილი. თუ გვჭირდება სამედიცინო საკითხების განხილვა, ვიბარებთ შეხვედრაზე სამედიცინო შტაბის წევრებს, სხვა დროს კი, ვიდეო ანალიტიკოსებთან ერთად ვიდეო ჩანაწერებს ვარჩევთ და მონტაჟებს ვქმნით. ნაკრების მომდევნო მატჩისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს.

საქართველოში დავესწარი რამდენიმე მატჩს და საინტერესო ფეხბურთელებს დავაკვირდი. მარტში პირველ შეკრებაზე უკვე გამოვიძახე ეროვნული ლიგის რამდენიმე მოთამაშე. მე ამას მომავალშიც გავაკეთებ, რადგან ეროვნულ ჩემპიონატში საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ.

ჩემთვის მნიშნელოვანია არა მხოლოდ თბილისში ყოფნა, არამედ სხვა ქალაქების, კლუბებისა და სტადიონების მონახულებაც, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ქართული ფეხბურთის ნაწილს. როდესაც ადამიანი ქვეყანაში არ ატარებს ბევრ დროს, მას უჭირს გარკვეული საკითხების გაცნობიერება.

მაგალითად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელების რეაქციის გაცნობიერება ჩემს ნათქვამსა, თუ ქმედებებზე. უნდა გავიცნო აქაური კულტურა, ეს ჩემთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილია. სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ. მე არ ვაპირებ მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას" - ამბობს ვილი სანიოლი.