პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს
"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით, რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცველს, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ანს რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გუ­შინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თავს, რა დრო­საც "სირ­ცხვი­ლი­ას" წევ­რებს, სა­ლო­მე ბარ­კერ­სა და ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვილს "ქარ­თუ­ლი მარ­შის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ალექ­სან­დრე ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და­უ­პი­რის­პირ­და.

"ვარ­ლამ, მე­გო­ბა­რო, შენი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად მო­სუ­ლი ჩემი მე­გობ­რე­ბი გა­მო­უგ­დი­ათ შენს ბნელ მე­გობ­რებს და რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლოთ ახლა? ჩა­გიდ­გე ჯიბრში? გავ­ხდე მეც ბნე­ლი? არა ძმაო, პო­ლი­ცია რომ მოვა შენს გა­სა­წე­ვად, იცო­დე პირ­ვე­ლე­ბი ზუკა და მან­ქი მოვ­ლენ!!!შე­ნამ­დეც ვი­დე­ქით ჩაგ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვერ­დით და შენს შემ­დე­გაც იგი­ვეს ვა­პი­რებთ! მე ვიცი რას ნიშ­ნავს 300 დღე ქუ­ჩა­ში დგო­მა და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, ეგრე ქარს რომ ატან მარ­თა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სო­ლი­და­რო­ბას!" - წერს მა­ქა­რაშ­ვი­ლი.

24 მა­ისს, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცი­ა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. "სირ­ცხვი­ლი­ას" აქ­ტი­ვისტს სა­ლო­მე ბარ­კერს ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. რო­გორც სა­ლო­მე ბარ­კე­რი აცხა­დებს, ის აქ­ცი­ა­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად იყო მი­სუ­ლი, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მის ვადა ამო­ი­წუ­რა და პრო­ტეს­ტის მხარ­და­ჭე­რას აპი­რებ­დნენ.

ბარ­კერ­სა და მის მე­გობ­რებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი უწო­დეს და მო­თხოვ­ნა წა­უ­ყე­ნეს, რომ ლგბტ სამ­კლა­ვუ­რი მო­ეხ­სნათ. ბარ­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ სამ­კლა­ურს უკვე ორი წე­ლია ატა­რებს, „პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის" არ გა­უ­კე­თე­ბია და არც მის მოხ­სნას აპი­რებს.

სა­ბო­ლო­ოდ აქ­ტი­ვის­ტებ­მა აქ­ცია და­ტო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლი ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ აქ­ცი­ა­ზე მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლი­კა და­იშ­ვე­ბა:

"გვინ­და, მკა­ფი­ოდ ვთქვათ, რა არის ახლა ამ ძა­ლა­დო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი - ეს შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გარ­კვე­უ­ლი სიმ­ბო­ლი­კე­ბი. ჩვენ მუდ­მი­ვად ვამ­ბობთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სიმ­ბო­ლი­კა, რაც არ არის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლი­კა, არ და­იშ­ვე­ბა ჩვენს აქ­ცი­ებ­ზე და გთხოვთ, რომ ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა სიმ­ბო­ლი­კა იქ­ნე­ბა, რა ჯგუფს გა­მო­ხა­ტავს, რა პარ­ტი­ას გა­მო­ხა­ტავს... მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლი­კა და­იშ­ვე­ბა ჩვენს აქ­ცი­ებ­ზე და ეს იქ­ნე­ბა სწო­რედ ის პრე­ვენ­ცია, რომ არ მოხ­დეს რამე მსგავ­სი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი. ყვე­ლამ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და ვა­კე­თოთ საქ­მე", - აღ­ნიშ­ნა გო­ლე­თი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი 16:00 სა­ა­თი­დან მსვლე­ლო­ბას და პი­კეტს გეგ­მა­ვენ. გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ 24 მა­ისს, აქ­ცი­ა­ზე ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

„25 მა­ისს, 16:00 სა­ა­თი­დან ისევ იქ­ნე­ბა მსვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლე­ბის პი­კე­ტი­რე­ბას მო­ახ­დენს, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ არ გავ­ჩერ­დეთ იქამ­დე, ვიდ­რე მი­ვაღ­წევთ შე­დეგს. მთა­ვა­რია ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ ეს ბრძო­ლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ფიქ­რობს, რო­დემ­დე შეძ­ლებს ეს ხალ­ხი ამ ფორ­მით იბ­რძო­ლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბ­რძვით და ვიბ­რძო­ლებთ იქამ­დე, ვიდ­რე არ მი­ვი­ღებთ შე­დეგს.

25 მა­ისს, 16:00 სა­ათ­ზე ვაჩ­ვე­ნებთ გა­ცი­ლე­ბით მეტ ძა­ლას, ვიდ­რე ვართ დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტ­ნი ვიქ­ნე­ბით თუნ­დაც ამ მო­ე­დან­ზე, და­ვიძ­რე­ბით მსვლე­ლო­ბით და გა­დავ­კე­ტავთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლებს, მო­ვა­წყობთ პი­კე­ტი­რე­ბას და ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც გა­ვაჟ­ღე­რეთ არა­ერ­თგზის”, - აღ­ნიშ­ნა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა 24 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა ღამე რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გა­ა­თე­ნა, სა­დაც კარ­ვე­ბია გაშ­ლი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 106 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bajaglaria
101

Arcerts ar vicnob jamtel azrs vetanxmebi misha gindat saidanac gamodzverit iq shedzvrebodit sakutari nebit egeni xart tqven

გარიკ
110

კარგი უქნიათ თუ გამოაგდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი "ფეისბუქის" მეშვეობით, რიონის ხეობის მცველს, ვარლამ გოლეთიანს რესპუბლიკის მოედანზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმართავს, რა დროსაც "სირცხვილიას" წევრებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს "ქართული მარშის" წარმომადგენელი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი დაუპირისპირდა.

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს და როგორ გავაგრძელოთ ახლა? ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი? არა ძმაო, პოლიცია რომ მოვა შენს გასაწევად, იცოდე პირველები ზუკა და მანქი მოვლენ!!!შენამდეც ვიდექით ჩაგრული მოქალაქეების გვერდით და შენს შემდეგაც იგივეს ვაპირებთ! მე ვიცი რას ნიშნავს 300 დღე ქუჩაში დგომა და ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას!" - წერს მაქარაშვილი.

24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირება მოხდა. "სირცხვილიას" აქტივისტს სალომე ბარკერს ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც სალომე ბარკერი აცხადებს, ის აქციაზე მეგობრებთან ერთად ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად იყო მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ.

ბარკერსა და მის მეგობრებს აქციის მონაწილეებმა პროვოკატორები უწოდეს და მოთხოვნა წაუყენეს, რომ ლგბტ სამკლავური მოეხსნათ. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს, „პროვოკაციისთვის" არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.

საბოლოოდ აქტივისტებმა აქცია დატოვეს.

აღნიშნულ ფაქტს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ აქციაზე მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება:

"გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რა არის ახლა ამ ძალადობისა და დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები - ეს შეიძლება გახდეს გარკვეული სიმბოლიკები. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფს გამოხატავს, რა პარტიას გამოხატავს... მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება ჩვენს აქციებზე და ეს იქნება სწორედ ის პრევენცია, რომ არ მოხდეს რამე მსგავსი დაპირისპირებები. ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკეთოთ საქმე", - აღნიშნა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 16:00 საათიდან მსვლელობას და პიკეტს გეგმავენ. გეგმების შესახებ 24 მაისს, აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე, ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

25 მაისს, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ არაერთგზის”, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა 24 მაისის აქციაზე.

შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე გაათენა, სადაც კარვებია გაშლილი.

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება