სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია იმარ­თე­ბა.

რო­გორც თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მთა­ვარ­მა სერ­ჟან­ტმა გი­ორ­გი გო­გო­ჭურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ხვა­ლინ­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„დღეს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბი გა­დი­ან გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ას 26 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და წი­ნას­წარ მი­ვუ­ლო­ცო მთელ სა­ქარ­თვე­ლოს 26 მა­ი­სი და გან­სა­კუთ­რე­ბით თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას, რად­გან თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი სწო­რედ ის და­ნა­ყო­ფია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ხვალ 247 რეკ­რუ­ტი და­დებს ფიცს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წელს ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი 26 მა­ი­სის ღო­ნის­ძი­ე­ბა. თუმ­ცა, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ასე­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­ხუ­რე­ბა სუ-25-ის ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის გა­დაფ­რე­ნით“, - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ჭურ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, თათა სვა­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხვა­ლინ­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პირ­და­პი­რი ეთე­რით გა­და­ი­ცე­მა.

„გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, წელს 26 მა­ი­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია, რო­მე­ლიც ასე­ვე 5 სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი ჩარ­თვით. ღო­ნის­ძი­ე­ბა 11:00 სა­ათ­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წელს გა­და­იფ­რე­ნენ სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში კვამლს გა­უშ­ვე­ბენ.

14:00 სა­ათ­ზე სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის გა­მოს­ვე­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო წე­სით და­იკ­რძა­ლე­ბა მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში. 20:00 სა­ათ­ზე ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის პრო­ფე­სი­ულ თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გალა-კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და თათა სვა­ნი­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს სამ­ხედ­რო ფი­ცის და­დე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ისეთ ად­გი­ლებ­შიც გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, სვა­ნეთ­ში და ფა­რავ­ნის ტბა­ზე - ფო­კას­თან. ასე­ვე, ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა მცხე­თა­ში, თბი­ლის­ში, აჭა­რა­ში და კა­ხეთ­ში - ნეკ­რეს­თან.

დ გ
20

ხალხს კორონავირისი აქვს და ესენი აღლუმისთვის ემზადებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება.

როგორც თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის გამო ხვალინდელი ღონისძიება მოკრძალებული იქნება.

„დღეს თავდაცვის ძალების დანაყოფები გადიან გენერალურ რეპეტიციას 26 მაისთან დაკავშირებით. მინდა წინასწარ მივულოცო მთელ საქართველოს 26 მაისი და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ძალიან მოკრძალებულად არის წარმოდგენილი 26 მაისის ღონისძიება. თუმცა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, - განაცხადა გოგოჭურმა.

ღონისძიების ორგანიზატორის, თათა სვანიძის ინფორმაციით, ხვალინდელი ღონისძიებები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

„გასაგები მიზეზების გამო, წელს 26 მაისი განსხვავებული იქნება. პროტოკოლის დაცვით თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ასევე 5 სხვადასხვა რეგიონიდან იქნება პირდაპირი ჩართვით. ღონისძიება 11:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში კვამლს გაუშვებენ.

14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, - განაცხადა თათა სვანიძემ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს სამხედრო ფიცის დადების ღონისძიებები ისეთ ადგილებშიც გაიმართება, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა. მაგალითად, სვანეთში და ფარავნის ტბაზე - ფოკასთან. ასევე, ფიცის დადების ცერემონია გაიმართება მცხეთაში, თბილისში, აჭარაში და კახეთში - ნეკრესთან.

ფიცის დადების ემოციური ცერემონიალი - 5 ლოკაცია, სადაც ღონისძიებები ჩატარდა (ფოტო, ვიდეო)

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" უსაფრთხოების მთავარ შტაბზე დარტყმა განახორციელა