სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ..." - რას აპირებს 26 მაისს ხელისუფლება
"თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ..." - რას აპირებს 26 მაისს ხელისუფლება

თბი­ლი­სის პა­რა­ლი­ზე­ბის უფ­ლე­ბას არა­ვის არ მივ­ცემთ, მაგ­რამ არც იმას არ გა­ვი­მე­ო­რებთ, რაც 2011 წლის 26 მა­ისს მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თუ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას ეც­დე­ბი­ან, კა­ნო­ნი ამოქ­მედ­დე­ბა.

"ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს მათ უნდა ჰქონ­დეთ რა­ღაც გრან­დი­ო­ზუ­ლი აქ­ცია, ამით ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად ცდი­ლო­ბენ, რომ ჩა­შა­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ზე­ი­მი, ყვე­ლა­ზე დიდი დღე ჩვე­ნი ერის ის­ტო­რი­ა­ში და ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ მათ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ შე­ას­რუ­ლონ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­მა­ში და არ მინ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სურ­ვილ­ზე გა­ი­ა­რონ, რომ­ლე­ბის­თვი­საც ეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არა­ფერს არ ნიშ­ნავს და რომ­ლებ­საც პრაქ­ტი­კუ­ლად ოკუ­პან­ტი ან მისი მომ­ხრე­ე­ბი ჰქვი­ათ.

ჩვენ მზად­ყოფ­ნა დი­ა­ლო­გის­თვის არა­ერ­თხელ გა­მოგ­ვი­ცხა­დე­ბია. როცა გვქონ­და და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა, მა­ში­ნაც ვუ­თხა­რი ქუ­თა­ის­ში და დღე­საც მინ­და, რომ ეს სა­ხალ­ხო­დაც თქვას - კარ­გი და­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რო­დე­საც ასეთ აქ­ცი­ებს იწყებს, რომ მარ­თლა ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გა. ვურ­ჩევ­დი არ შე­ას­რუ­ლონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრე­ბის სურ­ვი­ლი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ გან­ვი­თარ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის პა­რა­ლი­ზე­ბას - ვე­რა­ვინ ვერ მო­ახ­დენს თბი­ლი­სის პა­რა­ლი­ზე­ბას, არა­ვის არ მივ­ცემთ ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას და ბუ­ნებ­რი­ვია თუ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას ეც­დე­ბი­ან - კა­ნო­ნი ამოქ­მედ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­და­კე­ტო ერთი ქუჩა, შე­იძ­ლე­ბა ეს არ ჯდე­ბო­დეს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ჩვენ რა­ღა­ცა­ზე ვხუ­ჭავთ თვალს და უფრო მე­ტის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ვიდ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. თბი­ლი­სის პა­რა­ლი­ზე­ბის უფ­ლე­ბას არა­ვის არ მივ­ცემთ, მაგ­რამ არც იმას არ გა­ვი­მე­ო­რებთ, რაც 2011 წლის 26 მა­ისს მოხ­და, როცა ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰ
57

 აბა თქვენ იცით, ცემეთ, დააპატიმრეთ, თავისუფალი სიტყვა აკრძალეთ დამოუკიდებლობის დღეს. მოეპყარით თქვენივე თანამოქალაქეებს როგორც ძაღლებს და გარეკეთ ჯოხით და დუბინკებით. იმედია ოდესმე ან კაცი მოგკითხავთ დედამიწაზე და ან ღმერთი. 

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო და ამათ როგორ უყურებს ის დალოცვილი?

რტ
14

კორუფციაში ამყაყებული კოლონიალური მთავრობა! აღნიშნავს დამოუკიდებლობის დგეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ..." - რას აპირებს 26 მაისს ხელისუფლება

"თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ..." - რას აპირებს 26 მაისს ხელისუფლება

თბილისის პარალიზების უფლებას არავის არ მივცემთ, მაგრამ არც იმას არ გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები თუ კანონის დარღვევას ეცდებიან, კანონი ამოქმედდება.

"ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მათ უნდა ჰქონდეთ რაღაც გრანდიოზული აქცია, ამით ისინი პრაქტიკულად ცდილობენ, რომ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში და ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიედ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში და არ მინდა იმ ადამიანების სურვილზე გაიარონ, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს არ ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვიათ.

ჩვენ მზადყოფნა დიალოგისთვის არაერთხელ გამოგვიცხადებია. როცა გვქონდა დახურული შეხვედრა, მაშინაც ვუთხარი ქუთაისში და დღესაც მინდა, რომ ეს სახალხოდაც თქვას - კარგი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ასეთ აქციებს იწყებს, რომ მართლა ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგა. ვურჩევდი არ შეასრულონ ჩვენი ქვეყნის მტრების სურვილი, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ საქართველო არ განვითარდეს. რაც შეეხება თბილისის პარალიზებას - ვერავინ ვერ მოახდენს თბილისის პარალიზებას, არავის არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და ბუნებრივია თუ კანონის დარღვევას ეცდებიან - კანონი ამოქმედდება. შეიძლება გადაკეტო ერთი ქუჩა, შეიძლება ეს არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს და უფრო მეტის უფლებას ვაძლევთ აქციის მონაწილეებს ვიდრე საერთაშორისო კონვენციები და საქართველოს კანონმდებლობა. თბილისის პარალიზების უფლებას არავის არ მივცემთ, მაგრამ არც იმას არ გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები", - განაცხადა სუბარმა.

"ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ..." - პარტნიორი ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავენ

"ყოველთვის მაკვირვებდა ამ ქვეყნის მრავალფეროვნება, სითბო და ტემპერამენტი..." - კარლ ჰარცელის მილოცვა ქართველებს და საქართველოში 3-წლიანი ცხოვრების შთაბეჭდილებები

"გადავწყვიტეთ, დღეს ისევ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა" - "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები თბილისში აქციის შემდეგ, რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ