საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?
“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" თა­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პა­სუ­ხობს და წერს:

"გუ­შინ ექ­სპერ­ტმა ბრძა­ნა, ნა­მახ­ვა­ნი რომ და­ინ­გრეს, არ იქ­ნე­ბა 19 მეტ­რის სი­მაღ­ლის ტალ­ღა, მხო­ლოდ 4 მეტ­რის სი­მაღ­ლის იქ­ნე­ბაო. მინ­და, ამ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ვამ­შვი­დო მიშა, რო­მელ­მაც გუ­შინ ნიკა გვა­რა­მი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მის მიერ ქუ­თა­ის­ში აშე­ნე­ბუ­ლი ლა­მა­ზი შე­ნო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა წყალ­ში ჩა­ი­ძი­როს. არ მოხ­დე­ბა ასე. 4 მეტ­რის სი­მაღ­ლის წყა­ლი შუ­შის პარ­ლა­მენ­ტის მხო­ლოდ ორ სარ­თულს დატ­ბო­რავს".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა. მე­ტიც, სწო­რედ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, 2009 წლის 8 დე­კემ­ბერს გა­ფორმ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ-სამ­ხრეთ კო­რე­ის კონ­სორ­ცი­უმს შო­რის მე­მო­რან­დუ­მი ნა­მახ­ვა­ნის ჰე­სე­ბის კას­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა დღეს ის აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის­თვის სხვა წყა­რო­ე­ბი აქვს და ჰე­სე­ბი აღარ არის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი.

“მე ამ ბი­ჭე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ადა­მი­ა­ნუ­რად მე­სიმ­პა­თი­უ­რე­ბა. უმე­ტე­სო­ბის მო­ტი­ვა­ცია არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუფ­თა და სწო­რი. თქვენც იყა­ვით იმ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლომ­დე ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო. არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ჩვენ თა­ვი­დან არ აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა ჰე­სე­ბი. ვინც მა­გას მე­ტყვის, რომ რო­გორ არ მოგ­ტყდათ ის ხელი, რომ­ლი­თაც და­ი­წყეთ ენერ­გე­ტი­კა­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა, ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, იმ ადა­მი­ანს უნდა შე­ვარ­დნა­ძის ჭა­ობ­ში. მე­ო­რე სა­კი­თხია, რომ მე ავიყ­ვა­ნე ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 50 ათა­სი­დან 7 მი­ლი­ო­ნამ­დე.

თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ მე მი­მე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მდი­ნა­რე რი­ო­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ულა­მა­ზე­სი მდი­ნა­რე, შეგ­ვეყ­ვა­ნა მილ­ში? ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ მდი­ნა­რე რი­ო­ნი გა­ვაქ­როთ და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ისე­თი პრო­ექ­ტი ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც ქუ­თა­ისს შე­უქ­მნი­და საფრ­თხეს… ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც ამ­ხე­ლა გული და სული ჩავ­დეთ, წა­ე­ღო წყალს”, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა “მთა­ვა­რი არ­ხის” ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
213

მიშასგან თითქოს აღარაფერი უნდა მიკვირდეს, მაგრამ...ჩანაწერი მაინც არ არსებობდეს, სადაც ამაყად აცხადებს, რომ ნამახვანი აუცილებლად უნდა აშენდეს. ასეთი უსირცხვილო კაცი, თან ,,დიდი" პოლიტიკოსი მეორე თუ გეგულებათ?

მურთაზი
212

კუპონა შე აფერისტო ვის ატყუებ განა არ ვიცით რომ ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტი შენი მიშიკოს წამოწყებულია და რა მაშინ არ იცოდა რომ კატასტროფის დროს შენობა ნაგებობები დაინგრეოდა მაგრამ ხომ გამოჩნდა რომ ორივე ოსტაპ ბენდერები ხართ ის ოსტაპია შენ კი კისა 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ "ნამახვანჰესის" თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს და წერს:

"გუშინ ექსპერტმა ბრძანა, ნამახვანი რომ დაინგრეს, არ იქნება 19 მეტრის სიმაღლის ტალღა, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის იქნებაო. მინდა, ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები შეიძლება წყალში ჩაიძიროს. არ მოხდება ასე. 4 მეტრის სიმაღლის წყალი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს".

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი სულაც არ ყოფილა. მეტიც, სწორედ მისი ხელისუფლების დროს, 2009 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის მემორანდუმი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, თუმცა დღეს ის აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს და ჰესები აღარ არის მთავარი პრიორიტეტი.

“მე ამ ბიჭების უმრავლესობა ადამიანურად მესიმპათიურება. უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო ბოლომდე ჩაბნელებული იყო. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც მაგას მეტყვის, რომ როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება, ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა შევარდნაძის ჭაობში. მეორე საკითხია, რომ მე ავიყვანე ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7 მილიონამდე.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული მნიშვნელოვანი და ულამაზესი მდინარე, შეგვეყვანა მილში? ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მდინარე რიონი გავაქროთ და წარმოუდგენელია, რომ ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს… ქალაქი, რომელშიც ამხელა გული და სული ჩავდეთ, წაეღო წყალს”, - განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით