საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე
"კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე

ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ბე­ლა­რუ­სი ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­კა­ვე­ბის ამ­ბავ­მა და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო კი­დევ ერთხელ შე­აშ­ფო­თა. რო­გორც ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს, ევ­რო­პის უკა­ნას­კნელ­მა დიქ­ტა­ტორ­მა, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ თვითმფრი­ნა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით "გა­ი­ტა­ცა."

ამ­ბა­ვი ასე­თი იყო - პრო­ტა­სე­ვი­ჩი ათე­ნი­დან ვილ­ნი­უს­ში მიფ­რი­ნავ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბორტზე ბომ­ბი იყო, რის გა­მოც, თვითმფრი­ნა­ვი მინ­სკში ავა­რი­უ­ლად დას­ვეს. ბომ­ბი არ აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­კა­ვეს.

  • ვინ არის პრო­ტა­სე­ვი­ჩი?

რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩი 26 წლის ბე­ლა­რუ­სი ჟურ­ნა­ლის­ტია. გა­სულ წელს ის "ტე­ლეგ­რა­მის" აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არ­ხის, Nexta-ს რე­დაქ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, რო­მელ­საც ერთ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

არხი ღიად კრი­ტი­კუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს მი­მართ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა 2020 წელს ლუ­კა­შენ­კოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მას­შტა­ბურ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­ში. რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, Nexta ას­რუ­ლებ­და დიდ როლს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მხი­ლე­ბა­ში.

სწო­რედ ამ არ­ხმა გა­უშ­ვა კად­რე­ბი, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ დე­მონ­სტან­ტე­ბის სას­ტი­კად დარ­ბე­ვა, ეს კად­რე­ბი კი შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა და მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა ის, თუ რა ხდე­ბო­და ბე­ლა­რუს­ში, მა­შინ როცა უცხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს არ ეძ­ლე­ო­დათ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გა­შუ­ქე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში პრო­ტა­სე­ვიჩ­მა Twitter-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბე­ლა­რუ­სი სა­მარ­თალ­დამ­ცვლე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი სია ტე­რო­რის­ტე­ბი­სა, სა­დაც მისი სა­ხე­ლიც ფი­გუ­რი­რებ­და და ასე­ვე ნათ­ქვა­მი იყო, რომ მას ბრა­ლი ედე­ბო­და მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი იყო სო­ცი­ა­ლუ­რი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში. ჟურ­ნა­ლის­ტი წერ­და, რომ ის შე­საძ­ლოა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და თვლი­და, რომ ეს გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი იყო.

  • ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა

პრო­ტა­სე­ვი­ჩი 2019 წელს ბე­ლა­რუ­სი­დან პო­ლო­ნეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლის გამო გა­და­ვი­და, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მის ოჯახს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, მა­ლე­ვე მშობ­ლე­ბიც წა­იყ­ვა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ცხოვ­რებ­ლად ლი­ე­ტუ­ვის დე­და­ქა­ლაქ ვილ­ნი­უს­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ასე­ვე ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს ბე­ლა­რუ­სის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, სვეტ­ლა­ნა ცი­ხა­ნოვ­სკა­ია.

ამ­ჟა­მად პრო­ტა­სე­ვი­ჩი არის ბე­ლა­რუ­სის პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მის, სა­ხე­ლად Belarus of the Brain-ის რე­დაქ­ტო­რი. ეს არ­ხიც "ტე­ლეგ­რამ­ზეა.“

  • "მე სიკ­ვდი­ლით დამ­სჯი­ან"

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩი სა­ბერ­ძნე­თი­დან ლი­ე­ტუ­ვა­ში ბრუნ­დე­ბო­და, რა დრო­საც მისი თვითმფრი­ნა­ვი ავა­რი­უ­ლად მინ­სკში და­ეშ­ვა. ავი­ა­რე­ი­სის ერთ-ერთი მგზავ­რი კი მე­დი­ას­თან ჰყვე­ბა, რომ რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ა­ა­ნა­ლი­ზა, რომ თვითმფრი­ნა­ვი მის გამო დას­ვეს, მას თავი ხე­ლებ­ში ჰქონ­და და შემ­დეგ კი მგზავ­რებს უთხრა, რომ ბე­ლა­რუს­ში მას სიკ­ვდი­ლით დას­ჯიდ­ნენ.

"თვითმფრი­ნა­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მობ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ერ­თმა ბიჭ­მა [პრო­ტა­სე­ვიჩ­მა] პა­ნი­კა და­ი­წყო. ჩვენ მას ვკი­თხეთ, რა ხდე­ბო­და, მან გვი­თხრა ვინ იყო და და­ა­მა­ტა: ”აქ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მე­ლო­დე­ბა. ის კან­კა­ლებ­და,“- ამ­ბობს ერთ-ერთი მგზავ­რი.

  • სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი აცხა­დებს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მკაც­რად გმობს ათე­ნი-ვილ­ნი­უ­სის რე­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლი­სა და ჟურ­ნა­ლისტ რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­პა­ტიმ­რე­ბის ფაქტს. "აშშ მკაც­რად გმობს ევ­რო­კავ­ში­რის ორ წევრ ქვე­ყა­ნას შო­რის ფრე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის იძუ­ლე­ბით შეც­ვლის ფაქტს და რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­პა­ტიმ­რე­ბას. ჩვენ მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ვი­თხოვთ,“ - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

მისი თქმით, სა­ჭი­როა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ძი­ე­ბა.

  • "ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის მიერ ჩა­დე­ნილ­მა ამ შო­კის­მომ­გვრელ­მა ქმე­დე­ბამ საფრ­თხე შე­უქ­მნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შო­რის აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს. ინ­ფორ­მა­ცია ბე­ლა­რუ­სის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ბე­ლა­რუ­სის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და მო­ი­თხოვს სრულ გა­მო­ძი­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით ვილ­ნი­უ­სის რე­ი­სის ბე­ლა­რუს­ში იძუ­ლე­ბით დას­მა­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­კა­ვე­ბას. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ხი­ფა­თო ინ­ცი­დენ­ტია", - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“ წერს.

მისი თქმით, მომ­ხდა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბას სა­ჭი­რო­ებს. "ინ­ცი­დენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ბე­ლა­რუს­მა ეკი­პა­ჟი­სა და ყვე­ლა მგზავ­რის უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს,“- წერს სტოლ­ტენ­ბერ­გი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ა­გენ­ტო reuters-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
64

ბელორუსიას ასეთი რამ რომ შეეძლო, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მაააგრად გააჩალიჩეს. მიმიქარავს ისრაელის მასადი..

გელა
69

როგორც ვიცი აშშ-ს და დასავლეთის აგენტებს სიკვდილით არ სჯიან. გაგცვლიან ვინმეში, ნუ ნერვიულობ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე

"კანკალებდა და ამბობდა, აქ სიკვდილით დამსჯიან" - ვინ არის ჟურნალისტი, რომლის დასაკავებლადაც ათენი-ვილნიუსის ავიარეისი მინსკში დასვეს და რა ხდებოდა ბორტზე

ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების ამბავმა დასავლური სამყარო კიდევ ერთხელ შეაშფოთა. როგორც ზოგიერთი ექსპერტი ფაქტის შეფასებისას ამბობს, ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თვითმფრინავი ჟურნალისტის დაკავების მიზნით "გაიტაცა."

ამბავი ასეთი იყო - პროტასევიჩი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ოფიციალური ინფორმაციით, შევიდა შეტყობინება, რომ ბორტზე ბომბი იყო, რის გამოც, თვითმფრინავი მინსკში ავარიულად დასვეს. ბომბი არ აღმოჩნდა, თუმცა ჟურნალისტი დააკავეს.

  • ვინ არის პროტასევიჩი?

რომან პროტასევიჩი 26 წლის ბელარუსი ჟურნალისტია. გასულ წელს ის "ტელეგრამის" აპლიკაციაზე დაფუძნებული არხის, Nexta-ს რედაქტორად მუშაობდა, რომელსაც ერთ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

არხი ღიად კრიტიკულად იყო განწყობილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2020 წელს ლუკაშენკოს საწინააღმდეგო მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებში. როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, Nexta ასრულებდა დიდ როლს საპროტესტო აქციების კოორდინაციაში და არჩევნების გაყალბების მხილებაში.

სწორედ ამ არხმა გაუშვა კადრები, სადაც ნაჩვენები იყო პოლიციელების მიერ დემონსტანტების სასტიკად დარბევა, ეს კადრები კი შემდეგ საერთაშორისო მედიამ გამოიყენა და მთელმა მსოფლიომ ნახა ის, თუ რა ხდებოდა ბელარუსში, მაშინ როცა უცხოელ ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქების შესაძლებლობა.

გასული წლის ნოემბერში პროტასევიჩმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ბელარუსი სამართალდამცვლების მიერ შედგენილი სია ტერორისტებისა, სადაც მისი სახელიც ფიგურირებდა და ასევე ნათქვამი იყო, რომ მას ბრალი ედებოდა მასობრივი არეულობების ორგანიზებაში, ბრალდებული იყო სოციალური წესრიგის დარღვევასა და სოციალური სიძულვილის გაღვივებაში. ჟურნალისტი წერდა, რომ ის შესაძლოა, წლების განმავლობაში ციხეში აღმოჩენილიყო და თვლიდა, რომ ეს გაუმართლებელი პოლიტიკური რეპრესიები იყო.

  • ემიგრაციაში წასვლა

პროტასევიჩი 2019 წელს ბელარუსიდან პოლონეთში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო გადავიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მის ოჯახს უთვალთვალებდნენ, მალევე მშობლებიც წაიყვანა. მოგვიანებით ჟურნალისტი საცხოვრებლად ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გადავიდა, სადაც ასევე ამჟამად ცხოვრობს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანოვსკაია.

ამჟამად პროტასევიჩი არის ბელარუსის პოლიტიკის შესახებ გამოცემის, სახელად Belarus of the Brain-ის რედაქტორი. ეს არხიც "ტელეგრამზეა.“

  • "მე სიკვდილით დამსჯიან"

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომან პროტასევიჩი საბერძნეთიდან ლიეტუვაში ბრუნდებოდა, რა დროსაც მისი თვითმფრინავი ავარიულად მინსკში დაეშვა. ავიარეისის ერთ-ერთი მგზავრი კი მედიასთან ჰყვება, რომ როდესაც ჟურნალისტმა გააანალიზა, რომ თვითმფრინავი მის გამო დასვეს, მას თავი ხელებში ჰქონდა და შემდეგ კი მგზავრებს უთხრა, რომ ბელარუსში მას სიკვდილით დასჯიდნენ.

"თვითმფრინავის მოულოდნელი შემობრუნების შემდეგ, ერთმა ბიჭმა [პროტასევიჩმა] პანიკა დაიწყო. ჩვენ მას ვკითხეთ, რა ხდებოდა, მან გვითხრა ვინ იყო და დაამატა: ”აქ სიკვდილით დასჯა მელოდება. ის კანკალებდა,“- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

  • საერთაშორისო გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს. "აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლის ფაქტს და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ,“ - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, საჭიროა აღნიშნული ინციდენტის სრულყოფილად გამოძიება.

  • "ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილმა ამ შოკისმომგვრელმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს. ინფორმაცია ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობისა და ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავის გამოყენების შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მოითხოვს სრულ გამოძიებას“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

"ყურადღებით ვაკვირდებით ვილნიუსის რეისის ბელარუსში იძულებით დასმასა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავებას. ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, მომხდარი საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს. "ინციდენტი საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს. ბელარუსმა ეკიპაჟისა და ყველა მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება უნდა უზრუნველყოს,“- წერს სტოლტენბერგი.

მომზადებულია სააგენტო reuters-ის მიხედვით

ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს - რა ინფორმაცია ვრცელდება კანადაში მასობრივი სასაფლაოს შესახებ?

"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

გაჟონა თუ არა კორონავირუსმა უხანის ლაბორატორიიდან? - რატომ აღარ უწოდებენ მოსაზრებას შეთქმულების თეორიას და რა მასალები გამოაქვეყნა აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა