სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რას ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე
"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რას ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია თბი­ლი­სი­დან, რო­მელ­მაც 22 წლის წინ, გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ მა­მა­კაც­თან შექ­მნა ოჯა­ხი. მათი ცხოვ­რე­ბა, მსგავ­სად ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი სხვა ქარ­თვე­ლე­ბი­სა, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი, თუმ­ცა პან­დე­მი­ამ კი­დევ უფრო და­ა­ზა­რა­ლათ.

ინ­ტერ­ვი­უს დროს სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, რად­გან ეში­ნია. ვერ ვწერთ გა­ლის რა­ი­ო­ნის იმ სოფ­ლის სა­ხელ­საც, სა­დაც ახლა მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

- პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ისე­დაც გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო გარ­თულ­და. მო­ი­მა­ტა ფა­სებ­მა პრო­დუქტზე, ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, წამ­ლებ­ზე და სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სო­ფე­ლია და არ არის აქ ხალ­ხი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ისე კარ­გად, რო­გორც ქა­ლა­ქებ­ში. მა­გა­ლი­თად, დღეს მო­მი­წია გალ­ში გას­ვლა და მხო­ლოდ მე მე­კე­თა პირ­ბა­დე. შემ­რცხვა, ყვე­ლა რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ყუ­რებ­და, თუ მე მე­გო­ნა ასე... და მო­ვიხ­სე­ნი პირ­ბა­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ცი­ნას, კი, გვყავს ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბი, მაგ­რამ ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით, ვე­რა­ფერს გვეხ­მა­რე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, მე მყავს ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა წამ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ არ იშო­ვე­ბა. არც ექი­მია (ნევ­რო­პა­თო­ლო­გი ვერ უშ­ვე­ლის) ზუგ­დიდ­შია აღ­რი­ცხვა­ზე და ამი­ტომ კუ­რი­ე­რის მეშ­ვე­ო­ბით სამ­მაგ ფას­ში ვყი­დუ­ლობ წამ­ლებს.

ხალ­ხი იღუ­პე­ბა იმის გამო, რომ შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტუ­რა არ არის აქ და ვერ ახერ­ხე­ბენ "სა­ზღვარ­ზე" გა­დას­ვლას ექიმ­თან...

- რა სი­ტუ­ა­ცი­აა ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სის მხრივ, ბევ­რია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ტეს­ტი­რე­ბა თუ კეთ­დე­ბა?

- და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბენ, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ ისე. ტეს­ტი­რე­ბა ადრე უფრო მა­სობ­რი­ვი იყო და ახ­ლაც არის. მე პი­რა­დად არ დამ­ჭირ­ვე­ბია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხის­გან ვიცი.

- სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან თუ იღებთ რა­ი­მე სა­ხის დახ­მა­რე­ბას, რაც პან­დე­მია და­ი­წყო, თუ ახერ­ხებთ სა­ზღვრის გად­მო­ლახ­ვას და თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლას…

- სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ გვაქს, არც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და არც მა­ნამ­დე არ გვქო­ნია. "სა­ზღვრის" გად­მო­ლახ­ვას ვერ ვა­ხერ­ხებთ, და­დის ხმე­ბი, რომ 3000 რუბ­ლად გა­და­დის ხალ­ხი. მე არ მაქვს იმ­დე­ნი თან­ხა რომ გა­და­ვი­ხა­დო. მეც მჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და ვერ გა­დავ­დი­ვარ სა­ზღვარ­ზე. ან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე უნდა იყო, ან პენ­სი­ო­ნე­რი, ანაც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი, აქე­დან არც ერთს არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. რა გა­მო­დის, მე არ მჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა და არ­სე­ბო­ბა?! - არ ვიცი ასე თუ გაგ­რძელ­და, ძა­ლი­ან ცუდი დღე­ე­ბი გვე­ლის.

- ქარ­თვე­ლებს რა შე­ზღუდ­ვე­ბი გაქვთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის მხრი­დან?

- შე­ზღუდ­ვე­ბი არა­ფერ­ში არ გვაქვს, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენაა აკ­რძა­ლუ­ლი და "სა­ზღვარს" ვერ გა­დავ­დი­ვართ.

- ვიცი, რომ თქვე­ნი შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში მანდ სწავ­ლო­ბენ, ქარ­თუ­ლად თუ სა­უბ­რო­ბენ, სკო­ლებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- კი, ჩემი შვი­ლე­ბი აქ სწავ­ლო­ბენ, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ენა არ ის­წავ­ლე­ბა. ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად სა­უბ­რო­ბენ ქარ­თუ­ლად, ემ­ზა­დე­ბი­ან რე­პე­ტი­ტორ­თან და ამი­ტომ, არ უჭირთ სა­უ­ბა­რი.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სწავ­ლა თქვენ­თა­ნაც დის­ტან­ცი­უ­რად მი­დი­ო­და, თუ აგ­რძე­ლებ­დნენ სკო­ლა­ში სი­ა­რულს ბავ­შვე­ბი, ამ კუ­თხით რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ?

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვერ ხერ­ხდე­ბო­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, რად­გან ინ­ტერ­ნე­ტი აქ სულ რამ­დე­ნი­მე ოჯახს გვაქვს. ვერც სკო­ლა­ში და­დი­ოდ­ნენ ბავ­შვე­ბი. მო­ვი­თხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი რომ მა­ინც შე­ეყ­ვა­ნათ ბავ­შვე­ბის­თვის, მაგ­რამ არა­ფე­რიც არ გა­ა­კე­თეს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა მთავ­რო­ბამ რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის, სპუტ­ნი­კის, გარ­კვე­უ­ლი დოზა შე­მო­ი­ტა­ნა თქვენ­თან, რა ხდე­ბა ამ კუ­თხით, გთა­ვა­ზო­ბენ აც­რას, ხალ­ხი თუ არის თა­ნახ­მა?

- ჩვენ­თვის ჩვენს სო­ფელ­ში არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია აც­რე­ბი და მე ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ვარ, არც მო­სახ­ლე­ო­ბის­გან გა­მი­გია მსგავ­სი რამ.

- რა­ი­მე სა­ხის დახ­მა­რე­ბას თუ იღებთ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან?

- ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და პან­დე­მი­ის მერე. აქა­უ­რი მთავ­რო­ბის­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ გვაქვს და არც არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია რამე. გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვერ ვი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩვენს კუთ­ვნილ დახ­მა­რე­ბებს, ჩემს შვილს პი­რა­დო­ბა­ზე ვადა გა­უ­ვი­და და ამის გამო, უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია დახ­მა­რე­ბას ვერ ვი­ღებთ. სა­ზღვარს ვერ გა­და­ლა­ხავს რომ აღად­გი­ნოს პი­რა­დო­ბა.

- რას ეტყო­დით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?

- მო­თხოვ­ნე­ბი ბევ­რიც არ გვაქვს და არც ისე­თი, რომ ვერ შეძ­ლონ მოგ­ვა­რე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა. მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა, გახ­სნან ""სა­ზღვა­რი"" და შევ­ძლოთ აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თვე­ლებ­მა ვი­ა­როთ უპ­რობ­ლე­მოდ. რა­ტომ უფი­ნანსდე­ბათ აფხა­ზებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა და არ გვი­ფი­ნანსდე­ბა ჩვენ, აქ მცხოვ­რებ ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას. მად­ლო­ბას ვუხ­დით იმის გამო, რომ დაგ­ვი­ფი­ნან­სეს ბავ­შვე­ბის სწავ­ლა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უპ­რობ­ლე­მოდ რი­ცხა­ვენ. ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნაა, ""სა­ზღვა­რი"" გაგ­ვიხ­სნან და შევ­ძლოთ ექიმ­თან მის­ვლა და ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ნახ­ვა... სხვა ბევ­რი პრობ­ლე­მე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბიც გვაქვს მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვუმკლავ­დე­ბით ოღონდ ეს "სა­ზღვარ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვიხ­სნან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

მთავრობა არაფრით ეხმარება გალში და ახალგორში მცხოვრებ ქართველებს, მაგალითისთვის აფსუებს და ოსებს ნებისმიერი ტიპის სამედიცინო დახმარება 100%-ით უფინანსდებათ, ჩვენები კი საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ და რა გზით უწევთ მისი მიღება, სხვადასხვა ვიდეო-რგოლებიდან ვნახეთ (4 დაღუპული მდინარის გადმოლახვისას). მთავრობა ყველანაირად უნდა ცდილობდეს ქართველების იქ შენარჩუნებას, თუმცა არცერთ მავნებელ მთავრობას ამისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია, არადა ბევრად მეტია საჭირო, რადგან ამ გმირი ადამიანების იქ შენარჩუნება სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. სვინლანდიელებს ამ ხალხის ცოდვა მაინც უწევს მათი (და არა მარტო) ასე გამწარებისთვის.

ვარგუს
0

ვფიქრობ რო გალის ქართულმა მოსახელობამ უფრო მეტ ქმედიტ აქტივობას უნდა მიმარტოს რომ სეპატისტებს და საქარველოს მთავრობასაც დაანახოს რომ ის ძალაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რას ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რას ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

ჩვენი რესპონდენტი ახალგაზრდა ქალია თბილისიდან, რომელმაც 22 წლის წინ, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველ მამაკაცთან შექმნა ოჯახი. მათი ცხოვრება, მსგავსად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სხვა ქართველებისა, არასოდეს ყოფილა მარტივი, თუმცა პანდემიამ კიდევ უფრო დააზარალათ.

ინტერვიუს დროს სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა, რადგან ეშინია. ვერ ვწერთ გალის რაიონის იმ სოფლის სახელსაც, სადაც ახლა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

- პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ისედაც გაუსაძლისი მდგომარეობა უფრო გართულდა. მოიმატა ფასებმა პროდუქტზე, ქიმიურ საშუალებებზე, წამლებზე და საერთოდ ყველაფერზე. მოგეხსენებათ, სოფელია და არ არის აქ ხალხი ინფორმირებული ისე კარგად, როგორც ქალაქებში. მაგალითად, დღეს მომიწია გალში გასვლა და მხოლოდ მე მეკეთა პირბადე. შემრცხვა, ყველა რაღაცნაირად მიყურებდა, თუ მე მეგონა ასე... და მოვიხსენი პირბადე.

რაც შეეხება მედიცინას, კი, გვყავს ძალიან კარგი ექიმები, მაგრამ ცარიელი ხელებით, ვერაფერს გვეხმარებიან. მაგალითად, მე მყავს ფსიქიკურად დაავადებული მეუღლე, რომელსაც სჭირდება წამლები, რომლებიც აქ არ იშოვება. არც ექიმია (ნევროპათოლოგი ვერ უშველის) ზუგდიდშია აღრიცხვაზე და ამიტომ კურიერის მეშვეობით სამმაგ ფასში ვყიდულობ წამლებს.

ხალხი იღუპება იმის გამო, რომ შესაბამისი აპარატურა არ არის აქ და ვერ ახერხებენ "საზღვარზე" გადასვლას ექიმთან...

- რა სიტუაციაა ახლა კორონავირუსის მხრივ, ბევრია ინფიცირებული, ტესტირება თუ კეთდება?

- დაავადებულებს მკურნალობენ, როგორც შეუძლიათ ისე. ტესტირება ადრე უფრო მასობრივი იყო და ახლაც არის. მე პირადად არ დამჭირვებია, ეს ყველაფერი ხალხისგან ვიცი.

- საქართველოს მთავრობისგან თუ იღებთ რაიმე სახის დახმარებას, რაც პანდემია დაიწყო, თუ ახერხებთ საზღვრის გადმოლახვას და თბილისში ჩამოსვლას…

- საქართველოს მთავრობისგან არანაირი დახმარება არ გვაქს, არც პანდემიის პერიოდში და არც მანამდე არ გვქონია. "საზღვრის" გადმოლახვას ვერ ვახერხებთ, დადის ხმები, რომ 3000 რუბლად გადადის ხალხი. მე არ მაქვს იმდენი თანხა რომ გადავიხადო. მეც მჭირდება სამედიცინო დახმარება და ვერ გადავდივარ საზღვარზე. ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უნდა იყო, ან პენსიონერი, ანაც მრავალშვილიანი, აქედან არც ერთს არ მივეკუთვნები. რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?! - არ ვიცი ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდი დღეები გველის.

- ქართველებს რა შეზღუდვები გაქვთ ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის მხრიდან?

- შეზღუდვები არაფერში არ გვაქვს, მხოლოდ ქართული ენაა აკრძალული და "საზღვარს" ვერ გადავდივართ.

- ვიცი, რომ თქვენი შვილები სკოლაში მანდ სწავლობენ, ქართულად თუ საუბრობენ, სკოლებში რა მდგომარეობაა?

- კი, ჩემი შვილები აქ სწავლობენ, თუმცა ქართული ენა არ ისწავლება. ჩემი შვილები ძალიან კარგად საუბრობენ ქართულად, ემზადებიან რეპეტიტორთან და ამიტომ, არ უჭირთ საუბარი.

- პანდემიის პერიოდში სწავლა თქვენთანაც დისტანციურად მიდიოდა, თუ აგრძელებდნენ სკოლაში სიარულს ბავშვები, ამ კუთხით რა სირთულეები შეგხვდათ?

- პანდემიის პერიოდში ვერ ხერხდებოდა ონლაინ სწავლება, რადგან ინტერნეტი აქ სულ რამდენიმე ოჯახს გვაქვს. ვერც სკოლაში დადიოდნენ ბავშვები. მოვითხოვეთ დახმარება ინტერნეტი რომ მაინც შეეყვანათ ბავშვებისთვის, მაგრამ არაფერიც არ გააკეთეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ რუსული ვაქცინის, სპუტნიკის, გარკვეული დოზა შემოიტანა თქვენთან, რა ხდება ამ კუთხით, გთავაზობენ აცრას, ხალხი თუ არის თანახმა?

- ჩვენთვის ჩვენს სოფელში არავის შემოუთავაზებია აცრები და მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვარ, არც მოსახლეობისგან გამიგია მსგავსი რამ.

- რაიმე სახის დახმარებას თუ იღებთ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან?

- ძალიან გაგვიჭირდა პანდემიის მერე. აქაური მთავრობისგან არანაირი დახმარება არ გვაქვს და არც არავის შემოუთავაზებია რამე. გაუსაძლისი მდგომარეობაა, ვერ ვიღებთ საქართველოდან ჩვენს კუთვნილ დახმარებებს, ჩემს შვილს პირადობაზე ვადა გაუვიდა და ამის გამო, უკვე წელიწადნახევარია დახმარებას ვერ ვიღებთ. საზღვარს ვერ გადალახავს რომ აღადგინოს პირადობა.

- რას ეტყოდით საქართველოს ხელისუფლებას?

- მოთხოვნები ბევრიც არ გვაქვს და არც ისეთი, რომ ვერ შეძლონ მოგვარება და შესრულება. მთავარია მონდომება, გახსნან ""საზღვარი"" და შევძლოთ აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა ვიაროთ უპრობლემოდ. რატომ უფინანსდებათ აფხაზებს საქართველოში სამედიცინო მომსახურება და არ გვიფინანსდება ჩვენ, აქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას. მადლობას ვუხდით იმის გამო, რომ დაგვიფინანსეს ბავშვების სწავლა და უნივერსიტეტში უპრობლემოდ რიცხავენ. ერთადერთი მოთხოვნაა, ""საზღვარი"" გაგვიხსნან და შევძლოთ ექიმთან მისვლა და ჩვენი ახლობლების ნახვა... სხვა ბევრი პრობლემები და მოთხოვნებიც გვაქვს მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდებით ოღონდ ეს "საზღვართან" დაკავშირებული პრობლემები მოგვიხსნან.

სად გადაჰყავთ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები და რა ეტაპზეა პროცესი - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

დღეიდან "კურიერს" გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს - "იმედია, მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგის მიმართ"

ათეროსკლეროზი და მისი მკურნალობის მეთოდები - რჩევები თოდუას სამედიცინო ცენტრისგან