მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა
"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

პოპ­ვარ­სკვლა­ვი ლედი გა­გამ, ოპრა უინფრი­სა და პრინ­ცი ჰა­რის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­ცე­მის პირ­ველ სე­რი­ა­ში - "მე, რო­მელ­საც ვერ მხე­დავ", მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­სა და მის­გან გა­მოწ­ვე­ულ მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

ამ გა­და­ცე­მის სე­რი­ე­ბის მი­ზა­ნია მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტიგ­მის დამ­სხვრე­ვა და სა­კი­თხის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.

გა­გას გან­ცხა­დე­ბით, ის 19 წლის იყო, რო­დე­საც თა­ვი­სი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რის მხრი­დან, შან­ტაჟს სა­ფუძ­ველ­ზე, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და:

"მე ვი­ყა­ვი 19 წლის და უკვე შო­უ­ბიზ­ნეს­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­დე­საც ჩემ­მა პრო­დი­უ­სერ­მა მი­თხრა: "გა­ი­ხა­დე ტან­საც­მე­ლი!" - მე უარი ვუ­თხა­რი და წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მან მი­თხრა, რომ ისი­ნი ყვე­ლა ჩემს მუ­სი­კა­ლურ ნა­მუ­შე­ვარს დაწ­ვავ­დნენ და არ გა­ჩერ­დე­ბოდ­ნენ. მე უბ­რა­ლოდ გა­ვი­ყი­ნე და მერე არა­ფე­რი მახ­სოვს..." - ყვე­ბა ატი­რე­ბუ­ლი გაგა.

ლედი გა­გამ ისა­უბ­რა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­დე­გად და­ორ­სუ­ლე­ბის შე­სა­ხებ... მისი თქმით, წარ­სუ­ლი ტრავ­მა და­ეხ­მა­რა ისეთ ძლი­ერ ქა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო, რო­გო­რიც დღეს არის, მაგ­რამ მა­ნამ­დე ამ ტკი­ვი­ლის გა­საძ­ლე­ბად წლე­ბი დას­ჭირ­და:

”ჯერ სრულ ტკი­ვილს ვგრძნობ­დი, შემ­დეგ კი გავ­ბუჟ­დი. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი­ვე გოგო არ ვი­ყა­ვი. ტრავ­მის შე­დე­გად, სრუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა და­მე­მარ­თა და უკი­დუ­რე­სი პა­რა­ნო­ი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ავად ვი­ყა­ვი... კვი­რას კვი­რა მის­დევ­და, მე ისევ ცუ­დად ვი­ყა­ვი. მივ­ხვდი, რომ ეს იყო იგი­ვე ტკი­ვი­ლი, რაც მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რო­დე­საც ჩემ­ზე იძა­ლა­დეს. თა­ვის ტვი­ნის უამ­რა­ვი კვლე­ვა მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­დაც ექი­მე­ბი ვე­რა­ფერს პო­უ­ლობ­დნენ, მაგ­რამ ის შეგ­რძნე­ბა სხე­ულს ახ­სოვ­და...

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­სათ­ვის ორ­ნა­ხე­ვა­რი წელი დამ­ჭირ­და, თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი მცი­რე­დი მი­ზე­ზიც საკ­მა­რი­სი იყო, რომ ემო­ცი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი დამ­ბრუ­ნე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ვის­წავ­ლე და ყვე­ლა­ფე­რი ნელ­ნე­ლა შე­იც­ვა­ლა".

პოპ­ვარ­სკვლა­ვი ამ­ბობს, რომ მო­ძა­ლა­დის სა­ხელს არას­დროს გა­ამ­ჟღავ­ნებს:

"მეს­მის ამ კამ­პა­ნი­ის არსი, მეს­მის, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს შვე­ბაა, თუმ­ცა, არა - ჩემ­თვის... არ მინ­და, ამ ადა­მი­ანს ოდეს­მე ისევ გა­და­ვე­ყა­რო..."

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მელქისედეკი
61

ხომ ვამბობდი ნაძრახი ქალია თქო 

italia 10
12

dzlieri kali xar rom ar daeci koveltvis warmatebebi da winsvla gkondes cxovrebashi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

პოპვარსკვლავი ლედი გაგამ, ოპრა უინფრისა და პრინცი ჰარის ერთობლივი გადაცემის პირველ სერიაში - "მე, რომელსაც ვერ მხედავ", მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობასა და მისგან გამოწვეულ მენტალურ პრობლემებზე ისაუბრა.

ამ გადაცემის სერიების მიზანია მენტალური ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული სტიგმის დამსხვრევა და საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

გაგას განცხადებით, ის 19 წლის იყო, როდესაც თავისი მუსიკალური პროდიუსერის მხრიდან, შანტაჟს საფუძველზე, ძალადობის მსხვერპლი გახდა:

"მე ვიყავი 19 წლის და უკვე შოუბიზნესში ვმუშაობდი, როდესაც ჩემმა პროდიუსერმა მითხრა: "გაიხადე ტანსაცმელი!" - მე უარი ვუთხარი და წამოვედი, მაგრამ მან მითხრა, რომ ისინი ყველა ჩემს მუსიკალურ ნამუშევარს დაწვავდნენ და არ გაჩერდებოდნენ. მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს..." - ყვება ატირებული გაგა.

ლედი გაგამ ისაუბრა გაუპატიურების შედეგად დაორსულების შესახებ... მისი თქმით, წარსული ტრავმა დაეხმარა ისეთ ძლიერ ქალად ჩამოყალიბებულიყო, როგორიც დღეს არის, მაგრამ მანამდე ამ ტკივილის გასაძლებად წლები დასჭირდა:

”ჯერ სრულ ტკივილს ვგრძნობდი, შემდეგ კი გავბუჟდი. ორი წლის განმავლობაში იგივე გოგო არ ვიყავი. ტრავმის შედეგად, სრული ფსიქოლოგიური აშლილობა დამემართა და უკიდურესი პარანოიის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. თვეების მანძილზე ავად ვიყავი... კვირას კვირა მისდევდა, მე ისევ ცუდად ვიყავი. მივხვდი, რომ ეს იყო იგივე ტკივილი, რაც მაშინ ვიგრძენი, როდესაც ჩემზე იძალადეს. თავის ტვინის უამრავი კვლევა მაქვს ჩატარებული, სადაც ექიმები ვერაფერს პოულობდნენ, მაგრამ ის შეგრძნება სხეულს ახსოვდა...

გამოჯანმრთელებისათვის ორნახევარი წელი დამჭირდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ერთი მცირედი მიზეზიც საკმარისი იყო, რომ ემოციური და ფიზიკური ტკივილი დამბრუნებოდა. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში ამისგან თავის დაღწევა ვისწავლე და ყველაფერი ნელნელა შეიცვალა".

პოპვარსკვლავი ამბობს, რომ მოძალადის სახელს არასდროს გაამჟღავნებს:

"მესმის ამ კამპანიის არსი, მესმის, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს შვებაა, თუმცა, არა - ჩემთვის... არ მინდა, ამ ადამიანს ოდესმე ისევ გადავეყარო..."

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს პლატონური სიყვარულის ამბავი

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ