პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში
ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში

სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია. თუმ­ცა, უამ­რავ და­დე­ბით ემო­ცი­ას­თან, ახა­ლი მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან ერ­თად, არის ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, არ მოს­წონთ მშობ­ლებს, მე­ო­რე მხრივ კი - მას­წავ­ლებ­ლებს. მშობ­ლე­ბი ხში­რად ფიქ­რო­ბენ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს ნი­შანს უმი­ზე­ზოდ აკ­ლებს, მო­ტი­ვა­ცი­ას არ აძ­ლევს და გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხელს არ უწყობს. მათ ვკი­თხეთ, ყვე­ლა­ზე ხში­რად, რა არ მოს­წონთ მას­წავ­ლებ­ლებ­ში, რა აღი­ზი­ა­ნებთ, რო­მელ ნა­წილ­ში არ ეთან­ხმე­ბი­ან და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვთ ხოლ­მე შე­ნიშ­ვნე­ბი. ვუ­თხა­რით, რომ თი­თო­ე­უ­ლი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბო­და ანო­ნი­მუ­რი, ამი­ტომ, მათ გულ­წრფე­ლად და­ა­ფიქ­სი­რეს ის, რაც არ მოს­წონთ და აღელ­ვებთ.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს:

  • მე ბევ­რი რამ მა­ღი­ზი­ა­ნებს: 1. როცა ფუ­ლის გამო არი­ან სკო­ლა­ში და ბავ­შვე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში არ უყ­ვართ. 2. როცა უხე­შად ექ­ცე­ვი­ან მოს­წავ­ლე­ებს ან არ­ჩე­ვენ ერ­თმა­ნე­თის­გან. 3. როცა პე­და­გო­გე­ბი გა­ყი­ნუ­ლე­ბი არი­ან ერთ ად­გილ­ზე და არ ვი­თარ­დე­ბი­ან - წლე­ბის წინ რა­საც და რო­გორც ას­წავ­ლიდ­ნენ, ისევ ისე ას­წავ­ლი­ან. კი­დევ მა­ღი­ზი­ა­ნებს პე­და­გო­გე­ბის არა­პე­და­გო­გი­უ­რი ქცე­ვა, მა­გა­ლი­თად, ზედ­მე­ტად გა­მომ­წვე­ვად რომ იქ­ცე­ვი­ან და იც­ვა­მენ.
  • მა­ღი­ზი­ა­ნებს, როცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შვებს ერ­თმა­ნეთს ადა­რებს და ეუბ­ნე­ბა: "ის შენ­ზე კარ­გად სწავ­ლობს და მას მი­ბა­ძე", "შენ­ზე უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და მის­გან ის­წავ­ლე მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბი". ორი შვი­ლი მყავს და ორი­ვე მათ­გან­თან მქო­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი. ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, ზოგს მეტი შე­უძ­ლია,ზოგს ნაკ­ლე­ბი და ბავ­შვე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, არ არი სწო­რი მიდ­გო­მა.
  • მა­ღი­ზი­ა­ნებს, როცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან არ­ჩევს ბავ­შვებს, როცა ყუ­რა­დღე­ბას ყვე­ლას თა­ნაბ­რად არ უნა­წი­ლებს. ბევ­რი მშობ­ლის­გან გა­მი­გია, რომ სწავ­ლობს ბავ­შვი და არ უფას­დე­ბათ. როცა კონ­კრე­ტულ სა­გან­ში სხვა მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­იყ­ვან მო­სამ­ზა­დებ­ლად, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­მა "გა­და­კი­დე­ბა" იცი­ან. არა­და, მისი მიდ­გო­მე­ბი რომ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, სხვას­თან რა­ტომ წა­ვიყ­ვან, ან სა­ერ­თოდ, რა­ტომ მო­ვამ­ზა­დებ და გა­და­ვიხ­დი და­მა­ტე­ბით ფულს?
  • მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლის­თვის კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი უნდა იყოს. მისი ტოლი და მე­გო­ბა­რი. უნდა ჰქონ­დეს მოს­წავ­ლეს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მიდ­გო­მის ნიჭი. რო­გო­რიც არ უნდა იყოს ბავ­შვი, მას­წავ­ლე­ბე­ლი მის­თვის სა­ი­მე­დო, სა­სი­ა­მოვ­ნო, მე­სა­ი­დუმ­ლე უნდა გახ­დეს. ხოლო სა­გა­ნი ბავ­შვის­თვის ტვირ­თი კი არა, სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს. კარგ მას­წავ­ლე­ბელს ეს შე­უძ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად, მას­წავ­ლებ­ლებს არ აქვთ ხა­სი­ათ­ში სი­კე­თე, მოთ­მი­ნე­ბა და ნერ­ვე­ბი არ ჰყოფ­ნით, ვერ უღე­ბენ ბავ­შვებს ალ­ღოს, უფ­რო­სო­ბენ და მკაც­რო­ბენ და ამით უფრო შორ­დე­ბი­ან მათ. ასე­თი მიდ­გო­მით მოს­წავ­ლეს სულ შეს­ძულ­დე­ბა სწავ­ლაც, მას­წავ­ლე­ბე­ლიც და სა­გა­ნიც. მას­წავ­ლებ­ლის­თვის თა­ვი­სი პრო­ფე­სია არ უნდა გახ­დეს მხო­ლოდ სა­მუ­შაო და იძუ­ლე­ბი­თი ქმე­დე­ბა. მო­წო­დე­ბით მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თო­ბაა. კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს არა­სო­დეს და­ა­ვი­წყდე­ბა. ავი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი, შავი ლა­ქა­სა­ვით რჩე­ბა მის ფიქ­რებ­ში.
  • ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის ამორ­ჩე­ვა იცო­და და სტი­მულს კი არ გვაძ­ლევ­და, პი­რი­ქით, გვიქ­რობ­და. თვით­შე­ფა­სე­ბას გვიქ­ვე­ი­თებ­და და ამის გამო და­ფას­თან სულ 3 ბავ­შვი გა­დი­ო­და, რო­მელ­საც თა­ვად ამ­ზა­დებ­და. და­ნარ­ჩე­ნებს ისე გვექ­ცე­ო­და, თით­ქოს გა­ყი­ნუ­ლი სკუმბრი­ე­ბი ვი­ყა­ვით. ასე გვე­ძახ­და...
  • სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ჯა­როდ აყე­ნებს ბავ­შვს შე­უ­რა­ცხყო­ფას, და­მამ­ცი­რე­ბელ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბა. ჩვენ არ გვქო­ნია მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, მაგ­რამ, გა­მი­გია და ძა­ლი­ან ცუ­დია. ვინ იცის, რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს სი­ტყვე­ბი მათ­ზე? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ენჯეო
21

ინტერესთა კონფლიქტია როცა იგივე მასწავლებელი კლასის გარეთ ამზადებს

ოღონდაცა რაა
0

საკამათო არაფერია, უდაოდ დიდია სკოლის და მასწავლებლის პასუხისმგებლობა, მაგრამ მშობლის როლი? მეტი აღარაფერი იციან: მასწავლებელმა ასწავლოს საგანი, ზრდილობა, მეზობლობა და ადამიანობა... უმეტესობამ საერთოდ მოიხსნა პასუხისმგებლობა და თითს სკოლისკენ იშვერს. ოჯახი მხოლოდ გამოკვება და შემოსვის ვალდებულება არაა, კულტურა და ზნეობა უპირველესად სახლში რომ უნდა ასწავლონ, აქ ორი აზრი არ არსებობს. მხოლოდ სკოლის ამარა რომ დარჩნენ ბავშვები და პასუხისმგებლობების დელეგირება არ ხდება, იმიტომაა ამდენი გაბოროტებული და ჩაბოღმილი მოზარდი. ოღონდ ბავშვმა პირი გააღოს და რამე თქვას, ვინ დაუკარგავს. პირიქით, "გაბერილი" ქულები რომ უწერიათ, იმიტომ აქვთ დადეშქელიანური თავდაჯერებულობა მშობელსაც და მოსწავლესაც. თუ მასწავლებელი მკაცრია და მომთხოვნი, ისევ მათი კეთილდღეობისთვის, რომ რამე ისწავლონ. მაგრამ ნურას უკაცრავად - ბავშვს აშინებსო. ხოდა სანამ სხვის თვალში ბეწვს ეძებთ, საკუთარი დირეები დაინახეთ და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ შვილების აღზრდას! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში

ზოგი ზედმეტად გამომწვევად იცვამს, საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, თუ სხვასთან წაიყვან მოსამზადებლად, "გადაკიდება" იციან - რა არ მოსწონთ თანამედროვე ქართველ დედებს სკოლის მასწავლებელში

სასკოლო ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. თუმცა, უამრავ დადებით ემოციასთან, ახალი მასალის ათვისებასა და სოციალურ ურთიერთობებთან ერთად, არის ხარვეზები, რომლებიც, ერთი მხრივ, არ მოსწონთ მშობლებს, მეორე მხრივ კი - მასწავლებლებს. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ნიშანს უმიზეზოდ აკლებს, მოტივაციას არ აძლევს და განვითარებაში ხელს არ უწყობს. მათ ვკითხეთ, ყველაზე ხშირად, რა არ მოსწონთ მასწავლებლებში, რა აღიზიანებთ, რომელ ნაწილში არ ეთანხმებიან და რა მიმართულებით აქვთ ხოლმე შენიშვნები. ვუთხარით, რომ თითოეული პასუხი იქნებოდა ანონიმური, ამიტომ, მათ გულწრფელად დააფიქსირეს ის, რაც არ მოსწონთ და აღელვებთ.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

  • მე ბევრი რამ მაღიზიანებს: 1. როცა ფულის გამო არიან სკოლაში და ბავშვები სინამდვილეში არ უყვართ. 2. როცა უხეშად ექცევიან მოსწავლეებს ან არჩევენ ერთმანეთისგან. 3. როცა პედაგოგები გაყინულები არიან ერთ ადგილზე და არ ვითარდებიან - წლების წინ რასაც და როგორც ასწავლიდნენ, ისევ ისე ასწავლიან. კიდევ მაღიზიანებს პედაგოგების არაპედაგოგიური ქცევა, მაგალითად, ზედმეტად გამომწვევად რომ იქცევიან და იცვამენ.
  • მაღიზიანებს, როცა მასწავლებელი ბავშვებს ერთმანეთს ადარებს და ეუბნება: "ის შენზე კარგად სწავლობს და მას მიბაძე", "შენზე უფრო მოწესრიგებულია და მისგან ისწავლე მსგავსი მიდგომები". ორი შვილი მყავს და ორივე მათგანთან მქონია ასეთი შემთხვევები. ძალიან გამაღიზიანებელია, ზოგს მეტი შეუძლია,ზოგს ნაკლები და ბავშვების მოტივაციის ამაღლება, სხვებთან შედარებით, არ არი სწორი მიდგომა.
  • მაღიზიანებს, როცა მასწავლებელი ერთმანეთისგან არჩევს ბავშვებს, როცა ყურადღებას ყველას თანაბრად არ უნაწილებს. ბევრი მშობლისგან გამიგია, რომ სწავლობს ბავშვი და არ უფასდებათ. როცა კონკრეტულ საგანში სხვა მასწავლებელთან მიიყვან მოსამზადებლად, სკოლის მასწავლებლებმა "გადაკიდება" იციან. არადა, მისი მიდგომები რომ მაკმაყოფილებდეს, სხვასთან რატომ წავიყვან, ან საერთოდ, რატომ მოვამზადებ და გადავიხდი დამატებით ფულს?
  • მასწავლებელი მოსწავლისთვის კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. მისი ტოლი და მეგობარი. უნდა ჰქონდეს მოსწავლესთან დიპლომატიური მიდგომის ნიჭი. როგორიც არ უნდა იყოს ბავშვი, მასწავლებელი მისთვის საიმედო, სასიამოვნო, მესაიდუმლე უნდა გახდეს. ხოლო საგანი ბავშვისთვის ტვირთი კი არა, სახალისო და საინტერესო უნდა იყოს. კარგ მასწავლებელს ეს შეუძლია. სამწუხაროდ, ხშირად, მასწავლებლებს არ აქვთ ხასიათში სიკეთე, მოთმინება და ნერვები არ ჰყოფნით, ვერ უღებენ ბავშვებს ალღოს, უფროსობენ და მკაცრობენ და ამით უფრო შორდებიან მათ. ასეთი მიდგომით მოსწავლეს სულ შესძულდება სწავლაც, მასწავლებელიც და საგანიც. მასწავლებლისთვის თავისი პროფესია არ უნდა გახდეს მხოლოდ სამუშაო და იძულებითი ქმედება. მოწოდებით მასწავლებლები, ახლა, სამწუხაროდ, იშვიათობაა. კარგი მასწავლებელი მოსწავლეს არასოდეს დაავიწყდება. ავი მასწავლებელი კი, შავი ლაქასავით რჩება მის ფიქრებში.
  • ჩემმა მასწავლებელმა მოსწავლეების ამორჩევა იცოდა და სტიმულს კი არ გვაძლევდა, პირიქით, გვიქრობდა. თვითშეფასებას გვიქვეითებდა და ამის გამო დაფასთან სულ 3 ბავშვი გადიოდა, რომელსაც თავად ამზადებდა. დანარჩენებს ისე გვექცეოდა, თითქოს გაყინული სკუმბრიები ვიყავით. ასე გვეძახდა...
  • სამწუხაროდ, ზოგიერთი მასწავლებელი საჯაროდ აყენებს ბავშვს შეურაცხყოფას, დამამცირებელ სიტყვებს ეუბნება. ჩვენ არ გვქონია მსგავსი ფაქტები, მაგრამ, გამიგია და ძალიან ცუდია. ვინ იცის, როგორ იმოქმედებს ეს სიტყვები მათზე? წაიკითხეთ სრულად

"ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას" - რა გეგმა აქვთ "ნახავანჰესის" მოწინააღმდეგეებს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - LIVE

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი