ავტორი:

ბიბლუსი 13 წლისაა - რა სიურპრიზებს სთავაზობს ყველაზე დიდი წიგნების მაღაზია თავის მომხმარებლებს?

ბიბლუსი 13 წლისაა - რა სიურპრიზებს სთავაზობს ყველაზე დიდი წიგნების მაღაზია თავის მომხმარებლებს?

ალბათ არ არსებობს ოჯახი, სადაც არ მოიძებნება თუნდაც ერთი წიგნი და ალბათ არ არსებობს წიგნების მოყვარული ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის „ბიბლუსი“ - ყველაზე პოპულარული წიგნების მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომლის ისტორია 13 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო.

2008 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა წიგნი საკმაოდ ძნელად ხელმისაწვდომი იყო, იოსებიძის ქუჩაზე პატარა წიგნების მაღაზია გაიხსნა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს მაღაზია იქცეოდა საქართველოში ყველაზე დიდ ქსელად.

პატარა, მყუდრო წიგნის მაღაზიამ ძალიან ბევრი მკითხველი შემოიკრიბა თავის გარშემო. წიგნებზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდებოდა და შესაბამისად, მაღაზიის კართან - რიგებიც. მალე, ქალაქს მეორე „ბიბლუსიც“ შეემატა. მაღაზიას მაღაზია მოჰყვა და მათი რაოდენობა დღემდე იზრდება.

წიგნი - საუკეთესო საჩუქრად იქცა. წიგნის კითხვა კი ერთგვარ ტრენდად, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ „ბიბლუსს“ მიუძღვის.

„ბიბლუსი“ თითქმის ყველა რეგიონში ახარებს მკითხველს წიგნების ფართო არჩევანით და ბევრი საოცარი პროექტით.

წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს - ეს მიზანი აერთიანებს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიის თანამშრომლებს.

კითხვა ყველა ადამიანმა უნდა შეიყვაროს! „ბიბლუსი“ ცნობილია საინტერესო კამპანიებით და საქველმოქმედო ღონისძიებებით, რომლებსაც პერიოდულად, ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით აწყობს.

ყოველ ზაფხულს, მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის ფესტივალი ტარდება. საქველმოქმედო ღონისძიებები მათთვის, ვისაც წიგნი ყველაზე მეტად სჭირდება. „ბიბლუსი“ სტუმრობს მაღალმთიან და ზღვრისპირა სოფლებს, სადაც ადრესატებისთვის წიგნები ჩააქვს.

დღეისათვის, „ბიბლუსის“ 60-ზე მეტი ფილიალია, მთელი საქართველოს მასშტაბით. „ბიბლუსი“თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით სარგებლობს.

13 წლის მანძილზე, „ბიბლუსს“ 1 600 000 ზე მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავს და ქსელში 4600 000-ზე მეტი წიგნია ხელმისაწვდომი.

ამ თარიღთან დაკავშირებით, 22 და 23 მაისს, ბიბლუსის ფილიალებსა და Biblusi.ge-ზე შეგიძლიათ 30-50% ფასდაკლებით შეიძინოთ მომხმარებლის რჩეული ტოპ 100 წიგნი, რომელთა შორისაცაა გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი'' და ნინო ხარატიშვილის ,,მერვე სიცოცხლე'', მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება'' და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ, ვერაფერი შეცვლის წიგნებს, რადგან როდესაც მათ კითხულობ, ირგვლივ ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. წიგნი ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელია ადამიანების ცხოვრებაში. „ბიბლუსი“კი - მკითხველის ყველაზე საყვარელი წიგნის მაღაზია.

დღეიდან „დიდი მხატვრების“ პირველი ალბომი „კვირის პალიტრასთან“ ერთად!

ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“