მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. ემიგ­რა­ცი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი გე­ნერ­ლის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვა და გე­ნერ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ეს­წრნენ.

ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბის თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის დროს და­ი­წყო და მისი ძა­ლის­ხმე­ვით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მებ­რძოლ გე­ნე­რალს მშობ­ლი­ურ მი­წას ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს მი­ა­ბა­რე­ბენ.

წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის გას­წვრივ გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გე­ნერ­ლის ნეშტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო და პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დრო­შე­ბით დახ­ვდნენ. სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დამ­სწრე პი­რებ­მა წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გეს გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის ხსოვ­ნას.

აე­რო­პორ­ტი­დან გე­ნერ­ლის ნეშტს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­დაც 26 მა­ი­სამ­დე სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს - 26 მა­ისს გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძეს მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლა­ვენ.

გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე 1874 წლის 21 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. მან სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლის­სა და პე­ტერ­ბურ­გში მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის შექ­მნამ­დე, 1917 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, 1919 წელს, ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო სკო­ლის და­არ­სე­ბა­ში და იყო მისი პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. 1918-1921 წლებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა ფრონტზე მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, 16 თე­ბერ­ვალს, ხელ­მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლად. საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე, მთავ­რო­ბი­სა და სარ­დლო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. ცხოვ­რობ­და საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც 1970 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუჯა
29

ქვეყნის მთავარი პრობლემაც მოგვარდა.ეხლა მხოლოდ ზეიმი და ბედნიერი დღეები გველის

ხალხის ხმა!
29

ქართველი ხალხი ბედნიერია, საქართველოს შუქი შეემატა, გაბრწყინებამდე არაფერი აკლია. მეტი არავინ გვყავს გაღმა, გამოღმა გამოვიყვანოთ? ცოცხლებზე იფიქროთ არა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ.

წითელი ხალიჩის გასწვრივ განლაგებული საპატიო ყარაულის წარმომადგენლები გენერლის ნეშტს საქართველოს სახელმწიფო და პირველი რესპუბლიკის დროშებით დახვდნენ. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ დამსწრე პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ კვინიტაძის ხსოვნას.

აეროპორტიდან გენერლის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

"ლარი რომ მყარდება, სასიამოვნოა, მაგრამ…" - თემურ ჭყონიას თქმით, ლარის დასტაბილურების მიზეზი აუხსნელია

ჩეხეთის საელჩო - ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს სტუმრობს, მიმდინარეობს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ძიება

აჭარაში კორონავირუსით ექიმი ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა - "პაციენტის მდგომარეობა მეშვიდე დღეს დამძიმდა"