ავტორი:

"ახლა მთავარია, რომელ მხარეს უმტყუნებს ნერვები და გაისვრის პირველი" - რა მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ დაპირისპირებას?

"ახლა მთავარია, რომელ მხარეს უმტყუნებს ნერვები და გაისვრის პირველი" - რა მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ დაპირისპირებას?

სომხური მედიის ცნობით, 20 მაისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სიუნიქის რეგიონში ორჯერ გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი. საბოლოოდ, დაპირისპირება სომეხ მესაზღვრეებთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც 11 სომეხი ჯარისკაცი დაშავდა.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ მხარეები ხელახალი დაპირისპირების საფრთხის წინაშე დადგნენ.

"აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 1.5 კილომეტრით შემოვიდნენ, პოზიციებზე განლაგდნენ და იმუქრებოდნენ, რომ სომეხ ჯარისკაცებს ძალადობრივი გზებით გაუსწორდებოდნენ, ანუ საჭიროების შემთხვევაში გახსნიდნენ ცეცხლს, რადგან მათი განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნოდა აზერბაიჯანს" - წერდა სომხური მედია.

მათივე ცნობით, სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანელი სამხედროების საწყის პოზიციებზე დაბრუნება შეძლეს. იმავე საღამოს, აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფმა კვლავ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვრის იგივე მონაკვეთი ნებართვის გარეშე, რასაც მოჰყვა დაპირისპირება სომეხ სამხედროებთან. რა დროსაც, ორმხრივ ხელჩართულ ჩხუბში სომხეთის შეიარაღებული ძალების 11 ჯარისკაცი დაშავდა. თუმცა, მათ შეძლეს, კვლავ საწყის პოზიციებზე დაებრუნებინათ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები", – აცხადებს სომხეთის მედია ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით.

რამდენიმე ექსპერტმა მომხდარს უკვე უწოდა ნერვების ომი.

"ახლა მთავარია, რომელ მხარეს უმტყუნებს ნერვები და გაისვრის პირველი... აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სიუნიქისა და გაგარკუნსკის რაიონში 250 აზერბაიჯანელი სამხედრო საზღვრის დასაზუსტებლად იყო გადმოსული, რაც არაფერია, თუ არა პროვოკაცია მათი მხრიდან..." - წერდნენ სომეხი ბლოგერები მომხდართან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, ბოლო პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კიდევ ერთხელ გამწვავდა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანული ძალები იკავებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას და სომეხი მესაზღვრეები სხვადასხვა სახის პროვოკაციებს გეგმავენ.

14 მაისს სომხეთმა ოფიციალურად სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრ მოკავშირეებს სამხედრო დახმარება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე არსებული დაძაბულობის განმუხტვაში მიიღებდა მონაწილეობას, თუ სერგეი ლავროვის თქმით, ამას ორივე მხარეს სთხოვდა. ეს განცხადება სომხეთში, დახმარებისთვის უარის თქმად აღიქვეს.

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი ელდარ ნამაზოვი kavkaz-uzel.eu-თან საუბარში ამბობს, რომ ოფიციალური ბაქო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის გადახედვას არ აპირებს, რადგან ის უკვე დადგენილია.

"სომხეთმა ბოლოს და ბოლოს უნდა აღიაროს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, თუ ამას არ აღიარებს, ეს თემა მოლაპარაკების მაგიდასთან ყოველთვის მტკივნეულ საკითხად დარჩება... ეს ფაშიანინმა თავის ოპოზიციასაც უნდა აუხსნას" - ამბობს ნამაზოვი.

სომეხი პოლიტოლოგების შეფასებით, აზერბაიჯანული მხარე სომხეთს თვითკმაყოფილი გამარჯვებულის პოზიციიდან ელაპარაკება, რაშიც დიდია მათი სტრატეგიული მოკავშირის რუსეთის წვლილიც.

"სომხეთს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი დახმარებას კოლექტიური უსაფრთხოების წევრებისგან მიიღებდა, მაგრამ კიდევ ერთი იმედგაცრუება მივიღეთ... ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა მოჰყვება ამას უახლოეს მომავალში სომეხ საზოგადოებაში. რა გამოდის, რომ სომხეთი მარტოა ყველანაირი პრობების წინაშე?!." , - ამბობს კიდევ ერთი სომეხი პოლიტოლოგი არმენ ვარდანიანი.

სომეხი ანალიტიკოსის, აკოფ ბადალიანის თქმით, რუსეთს სომხეთზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, განსაკუთრებით, მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ და თუ სომხეთი ამ გავლენიდან გამოსვლას შეეცდება, შესაძლოა, ამას რუსეთისგან აგრესიული ქმედებები მოჰყვეს..

"კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ სომხეთმა სწორი არჩევანი გააკეთოს. აშკარაა, რუსეთს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს, მაგრამ ისიც კარგად ესმის, ახლა დიდი არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ვიცოდეთ, რომელ მხარეს გავიხედოთ. იმედია, სხვა მხარეს გახედვისა და ნამდვილი მეგობრების არჩევის დროც მოვა...."- წერს სამოქალაქო აქტივისტი რობერტ ქოჩარიანი.

"შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება" - ვლადიმერ პუტინი

"სომხეთს, რომ დანაღმული ადგილების რუკა მოეცა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მხარეები ყარაბაღის აფეთქებას, რომელსაც ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

გაერთიანებულ სამეფოში "ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცეს