სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება - ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება" - ნიკა მელია
"ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება - ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება" - ნიკა მელია

ნა­ყო­ფი­ე­რი დის­კუ­სი­ის შე­დე­გებს იხი­ლავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ჩემ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის ყო­ფი­ლი­ყო აბ­სო­ლუ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ უკ­რა­ი­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მან სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ შეს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვად არ მი­ი­ღო.

„მე მგო­ნი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია დღი­დან ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა, რომ დამ­ჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო და ეს გარ­კვე­უ­ლი დრო შე­იძ­ლე­ბა იყოს ორი კვი­რა ან 20 დღე და მე ვფიქ­რობ, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რომ არ ვიჩ­ქა­რე. იმი­ტომ, რომ პირ­ველ რიგ­ში პა­ტი­ვის­ცე­მის ღირ­სი არის ყვე­ლა ჯგუ­ფი ბლო­კი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ფარ­გლებ­ში ვინც არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. სამი თვე, რო­დე­საც არ მქო­ნია შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ვინ­მეს თუ ჰქონ­და იმის მო­ლო­დი­ნი, რომ მე გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გან­ცხა­დე­ბას გა­ვა­კე­თებ­დი კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - უბ­რა­ლოდ მი­მაჩ­ნია, რომ არას­წო­რად ავი­თა­რებ­დნენ მათ მო­საზ­რე­ბას, ეს რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა მერ­წმუ­ნეთ ძა­ლი­ან არა­გა­მარ­თლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და ჩემი მხრი­დან. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მე ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს არ მქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა - არ გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით - მქონ­და, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დი დი­ა­ხაც გა­მო­ვი­ყე­ნე და დღე­ი­დან ახ­ლაც კი შეხ­ვედ­რა მაქვს კო­ლე­გებ­თან, მერე ხვალ, რა თქმა უნდა, გრძელ­დე­ბა, ზე­გი­დან რე­გი­ო­ნებ­ში გავ­დი­ვარ და მე ვფიქ­რობ, რომ თვის ბო­ლოს­თვის ჩვენ უკვე მზად ვიქ­ნე­ბით მი­ვი­ღოთ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არის მი­სა­ღე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ მე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის ყო­ფი­ლი­ყო აბ­სო­ლუ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გარ­შე­მო მუ­შა­ობს იმი­სათ­ვის, რომ ეს ასე არ იყოს. ყო­ფი­ლა და იქ­ნე­ბა ალ­ბათ, სა­კი­თხე­ბი სა­დაც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იარ­სე­ბებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხზე ჩვენ ვთან­ხმდე­ბით იმი­ტომ, რომ არის საღი აზრი და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ მი­ი­ღო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

გა­საკ­ვი­რი არა­ვის­თვის არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, არ მი­ნა­ხავს ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი და რო­დე­საც რი­გით „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რს, და­სა­ფა­სა­ბელ ძვირ­ფას რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, სხვა კო­ლე­გებს ვე­კი­თხე­ბი, მათი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს - არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ რო­გორც კი მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ავი­ღე ბი­ლე­თი ჩა­ვე­დი და ვი­სა­უბ­რეთ ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რად. ნა­ყო­ფი­ე­რი დის­კუ­სი­ის შე­დე­გებს იხი­ლავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ის ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შიგ­ნით თუ გა­რეთ არამ­გო­ნია დარ­ჩეს ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი იმით, რომ ჩვენს შო­რის იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და არ იქ­ნე­ბა ის, რაც მათ სურთ. მათ სურთ კონ­ფლიქ­ტი ჩემ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის და ეს არ იქ­ნე­ბა. ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­მოწ­ვე­ვე­ბი არის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად დიდი და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ უნდა იყოს პირ­ველ რიგ­ში ერ­თო­ბა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ ვი­ზი­ტით“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ის სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
142

ნიკა მელია თავში ხომ არ აგივარდა და მართლა დაიჯერე რომ "გმირი" ხარ? :-)

ხალს კიტხე ვინ დადგება შნს გვერდიტ, ხალხს, სააკაშვილს და დასავლეტს კი ნუ ეკიტხები. 

ქარტველები დავიღალეთ ნაც-ქოცობანას თამაშიტ და დასავლეტი ფიკრობს ხელს რომ დაგვიქნევენ ისე როგორც თქვენ დაგიქნიეს 2012(ნაცებს) და ეხლა ქოცებს , ამიტომ ყურებს ჩამოვყრიტ და გამოგყვებით.:-) ვ ა ი ყ ვ ე ლ ა ქ ო ც -ნ ა ც - დ ას ა ვ ლ ე ლ ი " მ ე გო ბ რ ე ბი ს " პ ა ტრ ო ნ ს ??? 

 

ერო გამოფხიზლდი და მხარი აუბი პატიოტულად მოაზროვნე, ქარტულად მოაზროვნე ძალებს. ნუ დაგვიჩემებია-რუსეტი ოკუპანტია და ნატო მოკავშირე.

ჩვენი ტავი ჩვენ უნდა ვმართოთ და ამაზე მეტი ღირსების აყრა იქნება რაც დღესდღეობით ხდება საქარტველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ყოპაშ?? დავპიქრდეტ, დროა... 30 წელი ???

MARI XUANA
24

დაბრუნდა! დაბრუნდა! დაბრუნდაააა! (დაგვიბრუნდა)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება - ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება" - ნიკა მელია

"ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება - ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება" - ნიკა მელია

ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება - ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისივე თქმით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, რომ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღო.

„მე მგონი ყველასთვის ცნობილია დღიდან ჩემი გათავისუფლებისა, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს ორი კვირა ან 20 დღე და მე ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. იმიტომ, რომ პირველ რიგში პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი ბლოკი „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში ვინც არის გაერთიანებული. სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას, ეს რომ გამეკეთებინა მერწმუნეთ ძალიან არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა დაახლოებით უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება - არ გაგრძელებასთან დაკავშირებით - მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც გამოვიყენე და დღეიდან ახლაც კი შეხვედრა მაქვს კოლეგებთან, მერე ხვალ, რა თქმა უნდა, გრძელდება, ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და მე ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს. ყოფილა და იქნება ალბათ, საკითხები სადაც აზრთა სხვადასხვაობა იარსებებს, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით იმიტომ, რომ არის საღი აზრი და შეუძლებელია არ მიიღო რაციონალურად სწორი გადაწყვეტილება.

გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს ადამიანი, არ მინახავს ორწელიწადნახევარი და როდესაც რიგით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დასაფასაბელ ძვირფას რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, სხვა კოლეგებს ვეკითხები, მათი აზრი მაინტერესებს - არ არის გასაკვირი, რომ როგორც კი მომეცა შესაძლებლობა ავიღე ბილეთი ჩავედი და ვისაუბრეთ ძალიან ნაყოფიერად. ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი შიგნით თუ გარეთ არამგონია დარჩეს ნასიამოვნები იმით, რომ ჩვენს შორის იქნება ურთიერთგაგება და არ იქნება ის, რაც მათ სურთ. მათ სურთ კონფლიქტი ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის და ეს არ იქნება. ქვეყნის წინაშე გამოწვევები არის მნიშვნელოვნად დიდი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს პირველ რიგში ერთობა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

"ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით... დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება" - კობახიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე

"მელია ამბობს, რომ არ სურს "ამნისტიის შესახებ" კანონის მასზე გავრცელება... პრაქტიკულად, ოპოზიცია ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის" - კობახიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"