ავტორი:

"გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება მოსახლეობის 60-70%" - თენგიზ ცერცვაძე

"გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება მოსახლეობის 60-70%" - თენგიზ ცერცვაძე

გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება საერთო მოსახლეობის 60-70%, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, სახელმწიფოს ვაქცინის მიწოდების კუთხით წყვეტა არ ჰქონია და ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად იმდენად დიდია, რომ ერთბაშად ყველას ვაქცინაცია ვერ ხერხდება. თუმცა, მისი თქმით, ეს ტემპიც არ არის საკმარისი და მინიმუმ უნდა გაორმაგდეს.

„მართალია ჩვენთან ზრდასრული მოსახლეობის 3%-ია ვაქცინირებული, ამასაც შეაქვს თავისი წვლილი მესამე ტალღის დაძლევაში. თუ პირველ დღეებში 500 ადამიანი იცრებოდა, ახლა დღეში 4000 იცრება, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, უნდა ავიდეთ 6000-7000-ზე. ვაქცინირებისადმი სკეპტიციზმი მნიშვნელოვნად დაიძლია. ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად საკმარისად დიდია, იმდენი, რომ ერთბაშად ყველას ვაქცინაცია ვერ ხერხდება. ჯერ არასაკმარისი ვაქცინის პრობლემა არ დამდგარა და არავითარი წყვეტა არ ყოფილა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გარანტირებული ხელშეკრულებები გაფორმებული. ვაქცინაციის კაბინეტების და ბრიგადების რიცხვი უსასრულო ვერ იქნება, 164-ზე მეტი ბრიგადა არის ამცრელი და 100-ზე მეტი დაწესებულება მუშაობს ვაქცინაციის პროცესში. თუმცა, ეს ტემპი არ არის საკმარისი, მხოლოდ ბოლო 10 დღეში გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი, ეს რიცხვი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-მდე აცრის მაჩვენებელზე მივალთ. მე ვტრიალებ საზოგადოებაში, ვიცი მათი განწყობა და სახელმწიფოს რესურსიც, რამდენად შეუძლია მას მიწოდების სისტემა გაზარდოს. გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება სრული მოსახლეობის 60-70%“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ კოვიდინფექციით 350-მდე ადამიანი დაინფიცირდა და მათ შორის გარდაცვლილები არ არიან. მისივე თქმით, ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფექციის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ დაინფიცირების შემთხვევაში ასეთი ადამიანები ვირუსს მსუბუქად გადაიტანენ.

„ყველამ გადაიტანა შედარებით მსუბუქად, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუნდაც ერთი დოზის გაკეთებით.

არ მაქვს ინფორმაცია ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფექციის დაფიქსირების შესახებ. მაგრამ, ნუ მოვითხოვთ ვაქცინისგან იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია. ვაქცინა თითქმის გარანტირებულად იცავს მძიმე და სასიკვდილო შემთხვევებისგან, ორი დოზის მიღების შემდეგ ვაქცინირებულ ადამიანს აქვს სერიოზული გარანტია, რომ არ ემსხვერპლება ამ დაავადებას, დამართებით ორჯერ ვაქცინირებულს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ის გადაიტანს მსუბუქად“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რას ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი ნინოწმინდის პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ?

რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?

"ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა" - რა დაჯდა ქვეყნის უდიდესი ჰესის მშენებლობა და რას ჰყვება მისი გენდირექტორი?