ავტორი:

აშშ-ის საელჩო - არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სტაჟაძისა და ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება

აშშ-ის საელჩო - არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სტაჟაძისა და ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ორი ქართველი კურსანტის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრების თემას ოფიციალურ FB გვერდზე ეხმაურება. როგორც საელჩოს მილოცვაში არის აღნიშნული, ორი ქართველის მიერ ამერიკული აკადემიის დამთავრება წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს.

"არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სანდრო სტაჟაძისა და ნიკოლოზ ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება. კურსდამთავრებულებს საქართველოს სანაპირო დაცვაში წარმატებით მსახურებას ვუსურვებთ. ისინი გაზრდიან საქართველოს სანაპირო სივრცის შესახებ ინფორმირებულობის დონეს, მის თავდაცვისუნარიანობასა და სიმტკიცეს. ასევე, წვლილს შეიტანენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და წარმატებაში. გილოცავთ!" - წერია საელჩოს მიმართვაში.

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი